რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,496.97

დონორი

1436

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები

მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!

შემოწირულია

₾8,125.53

დონორი

575

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„დედა, დედიკო, მიშველე! ვკვდე…“ – და სიტყვის დასრულებაც კი ვეღარ მოასწრო… ამის მერე კი, დამიჯერეთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, ასზე მეტჯერ სამუდამოდ დავემშვიდობე ჩემს შვილს! უფალმა ასჯერ დაუბრუნა მას სიცოცხლე, როდესაც კომაში იყო! მაგრამ, სიკვდილი მაინც ებღაუჭება და ჩემი სისხლისა და ხორცის წაყვანას ცდილობს! და აი, სწორედ ეს არის სასწაული! ჩემი შვილი დამოუკიდებლად წამოდგა ფეხზე, მაგრამ მყარად რომ დადგეს, ფონდის მეგობრებო, თქვენი კეთილი გულების თანადგომა სასწრაფოდ გვჭირდება!

გიორგი იატაკზე დაეცა. სასწრაფომ საავადმყოფოში რომ მიიყვანა, ის მთელი სამი თვით ჩავარდა კომაში! ერთი წუთითაც არ დამიტოვებია მარტო, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ტყუილად ვფლანგავდი დროსა და ფულს! მაგრამ, ექიმების სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც უფალი მე არ მტოვებდა! ჩემი რწმენა ურყევი იყო, დავხარჯე ყველაფერი, რაც კი რამ გამაჩნდა! გიორგიც მოვიდა გონს, ოღონდ უკვე თურქეთში! ჩემი შვილი ასზე მეტჯერ გარდაიცვალა საქართველოში, ადგილობრივ საავადმყოფოებში! და მეც მასთან ერთად! ასე გრძელდებოდა 7 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად! ვისაც შვილი ჰყავს დაკარგული ან საყვარელი ადამიანი, მიხვდება, როგორ ვიტანჯებოდი! “შანსი არ აქვს”, – მეუბნებოდნენ ქართველი ექიმები. „გწამდეს და გამაგრდი!“ პასუხობდა უფალი ჩემს დედობრივ ლოცვას. მან შეისმინა დედის ლოცვა და შვიდი წლის შემდეგ, თურქეთში ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი! მათ ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა, მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება, რომელიც ასევე ძვირი ღირს! ჩვენ კი, მისი შეძენის საშუალება საერთოდ არ გაგვაჩნია!

შემოწირულია

₾9,986.42

დონორი

643

მინდა დავეხმარო
13 - 16 of 16 items
1 2 3

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სრულიად უსინათლო ბიჭი, რომელიც ფეხებს ძლივს „დაათრევს“ რამე საჭმელი რომ მოიმზადოს, ძალიან სთხოვა ფონდის კორესპონდენტს, მკითხველი არ დასევდიანებულიყო მისი უღიმღამო ცხოვრების ამბავს რომ წაიკითხავს!

თავად სრულიად უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საკუთარ გასაჭირზე საუბრის დროსაც კი, თქვენზე ზრუნავს. ნათქვამია, როდესაც ადამიანი იბადება, სწორედ იმ დროს, ცაზე მისი ვარკსკვლავიც იბადებაო. 37 წლის წინ, საინგილოს მოღრუბლულ ცაზე, უცებ ვარსკვლავი აინთო, მაგრამ ვერ „აინთო“ იმ პატარა ბიჭის თვალები, რომლის დაბადებაც მისმა ვარსკვლავმა ამცნო დედამიწას. მას შემდეგ, ის ვარსკვლავი ცაზე აღარავის უნახავს… ვინ იცის, იქნებ, ცას მოწყდა და იმ პატარა ბიჭის საძებნელად დაეშვა დედამიწაზე. იქნებ, იმ ვარსკვლავს სურს, რომ თავისი „ვარსკვლავური სინათლე“ დათმოს, რათა იმ უსინათლო ბიჭის სევდიან თვალებში აინთოს… ლევანი მუდმივად უფალს ეძებს! ის ლოცულობს და ესაუბრება შემოქმედს! ჩვენ კი, ფონდში, გვჯერა, რომ უფალი გახსნის ყველა იმ ადამიანის გულს, ვინც წაიკითხავს ამ გულის ამაჩუყებელ ისტატიას, მას დახმარების ხელი რომ გაუწოდოს!

შემოწირულია

₾3,480.50

დონორი

205

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

საბრალო, ულამაზესი სულის მქონე მარიამს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე… 20 წლისაა და იმდენად გამრუდებული აქვს ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ტერფები წყლულებით აქვს დაფარული, სისხლი სდის, სუნთქვა უჭირს, ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად მებრძოლი გოგოა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლა ძალიან რთულია… ორი ათწლეულის განმავლობაში, ხერხემლის გამრუდება და ეტლი, მისი ცხოვრების მნიშვნელი მაინც ვერ გახდა. თავად არის ურყევი ნებისყოფის სიმბოლო, რომელიც ძალას ჰმატებს გარშემომყოფებს, რომ ურთულესი გარემოებების მიუხედავად, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა განაგრძონ.

შემოწირულია

₾7,700.22

დონორი

604

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!

ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი სიყვარულის გარეშე ხომ ერთი დღეც კი ვერ იცოცხლებს! ეს მომხიბვლელი ვაჟკაცი, იმავდროულად, ძალიან უბედურია! ორი უსაზღვროდ უბედური ადამიანის ტკივილი: დედა და შვილი ამ დაუნდობელ სამყაროში სრულიად მარტო არიან დარჩენილნი, უსახსროდ, წამლებისა და საჭმლის გარეშე, რასაც თან ერთვის ბინის მეპატრონის სასტიკი მუქარა, რომ ძაღლებივით ქუჩაში გამოყრის. ეთერი (37 წლის): „უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და, მიუხედავად მკერდის გაუსაძლისი ტკივილებისა, ვეჭიდები ამ უხალისო ცხოვრებას. მე რომ მოვკვდე, გიორგის რა ბედი ელის?! მამამისს და ჩემს მეორე შვილს, გოგოს, ხომ დიდი ხანია ჩვენი არსებობაც კი არ ახსოვთ“. ხანდახან ეთერი სევდით უყურებს ფოტოებს, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერია! გიორგის გარდა, ჰყავდა უსაყვარლესი გოგონა, ნინი. პატარა მერცხალა გოგო! რომ წამოიზარდა, დაახლოებით 14 წლის ასაკში გაბოროტდა!

შემოწირულია

₾10,712.75

დონორი

873

პროექტი დასრულდა