რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მარიამს ძალიან უჭირს. ის ავადაა. ის სხვებს არ ჰგავს. თანატოლების მსგავსად, წერა-კითხვა და ოცნება მასაც შეუძლია, სიარული კი არა. ბავშვობიდან! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, როგორია ამ ტანჯვის ყურება მისი ოჯახისთვის, თანაც – სრულ სიღარიბეში?! ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ მას ვერაფრით ეხმარებიან.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მარიამს ძალიან უჭირს. ის ავადაა. ის სხვებს არ ჰგავს. თანატოლების მსგავსად, წერა-კითხვა და ოცნება მასაც შეუძლია, სიარული კი არა. ბავშვობიდან! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, როგორია ამ ტანჯვის ყურება მისი ოჯახისთვის, თანაც – სრულ სიღარიბეში?! ისინი იმდენად ღარიბები არიან, რომ მას ვერაფრით ეხმარებიან.
ის 20 წლისაა და 20 წელია მისი ფეხები დამხმარე ეტლის ბორბლებია.
ქუჩაში ისევ ხმამაღალი საუბრები და სიცილი ისმის. აი, ისევ ვიღაცას ეძახიან სასეირნოდ! შეიძლება ნანას, ან ლელას, ან თამარს… მაგრამ არა მარიამს.
„ელისო დეიდა, მარი ჩვენთან სასეირნოდ გამოუშვით, რა. გპირდებით, გვიანობამდე არ გავჩერდებით“, – როგორ უნდა ამ სიტყვების მოსმენა…
ოჰ, როგორ უნდა, რომ დედა დაითანხმოს და ლამაზი ტანსაცმელი ჩაიცვას, ვარცხნილობა გაიკეთოს, სწრაფად ჩაირბინოს სამსართულიანი კიბეები, ქუჩაში გავარდეს და მეგობრებს ჩაეხუტოს! მერე ერთად დიდხანს ისეირნებდნენ, ახალ სერიალებს ან მეზობლის ბიჭებს განიხილავდნენ. მის ასაკში ხომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა! ალბათ ვიღაცას შეუყვარდებოდა კიდეც, რადგან მარიამი ძალიან მომხიბვლელი, კეთილი და ჭკვიანი გოგოა. ალბათ, საღამოობით, ერთმანეთს ხელს ჩაკიდებდნენ და გვიანობამდე ისეირნებდნენ, დედა კი საათში ორასჯერ მაინც დაურეკავდა და ინერვიულებდა, რომ მისი შვილი ასე შეყოვნდა. ალბათ, სახლში გვიან დაბრუნებულს, კარგადაც დატუქსავდნენ და ეჩხუბებოდნენ; მერე ინერვიულებდნენ, იტირებდნენ… მაგრამ სწორედ ეს იქნებოდა ცხოვრება – მოზარდი ადამიანის ნამდვილი ცხოვრება! ახლა კი მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ დედის დახმარებით ძლივს მივიდეს თავის ეტლამდე, ფანჯარასთან მიგორდეს და ცაში იყუროს.
„იცი, იქ ღმერთი ცხოვრობს და მას ჩემი ესმის. იცის, რომ მინდა სიარული შევძლო… და ვიცი, რომ ის აუცილებლად დამეხმარება. უბრალოდ, ყოველდღე უნდა ვთხოვო…“
გაიცანით, მეგობრებო, ეს მარიამია – ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც მხოლოდ ერთი ოცნება აქვს – სიარული!
ნუთუ დავუშვებთ, რომ მისი ოცნება ოცნებად დარჩეს?
ნაბიჯ-ნაბიჯ – ასე სწავლობს მარიამი სიარულს დედის დახმარებით!
– ელისო, ცერებრული დამბლა რომ არ იკურნება?..
ელისო: მართალია, მაგრამ სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ უწყვეტმა თერაპიამ, წამლებმა და რეაბილიტაციის კურსებმა შეიძლება მისი მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესოს. ცერებრული დამბლის შედეგების დაყვანა მინიმუმამდე შეიძლება, რაც მარიამს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. მე სხვა არაფერზე ვოცნებობ გარდა იმისა, რომ დავინახო, ჩემი შვილი დამოუკიდებლად როგორ დადის.
– გულს ნუ გაიტეხთ, ელისო! დარწმუნებულები ვართ, ქართველები არ დაუშვებენ იმას, რომ თქვენი მშვენიერი გოგონას ოცნება ოცნებად დარჩეს. ორსულობის დროს გართულებები ხომ არ გქონიათ?
ელისო: არა. ორსულობამაც და მშობიარობამაც ნორმალურად ჩაიარა. მარიამი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. როცა მეორედ დავფეხმძიმდი, ერთი ბიჭი უკვე მყავდა. მე და ჩემი ქმარი გოგონაზე ვოცნებობდით და როცა მარიამი გაჩნდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით!.. ჩვეულებრივი ბავშვი იყო… მერე კი შევამჩნიე, რომ რაღაც ისე არ იყო. ვერაფრით ვხსნიდი, ასე რამ დამძაბა. ალბათ დედის გულმა იგრძნო რაღაც. ექიმთან წავედით და მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ მითხრეს, რომ უჩვეულო შვილი მყავდა: ღმერთმა პატარა ანგელოზი გამომიგზავნა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება.
20 წლის ასაკში მარიამს დედის დახმარების გარეშე არ შეუძლია
– ელისო, რას ურჩევდით დედებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?
ელისო: ყველაზე მთავარი რეალობის მიღებაა. ბევრი ამას ვერ ხვდება და ეწინააღმდეგება, მაგრამ დამიჯერეთ, ეს გულს უფრო მეტად გატკენთ. დიახ, იქნება ტკივილიც, წყენაც, ცრემლებიც… მაგრამ დაიმახსოვრეთ, – ეს თქვენი შვილია და მას თქვენგან მეტი სიყვარული, მეტი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. აჩვენეთ მას, თუ როგორ გიყვართ! თქვენ ის უფალმა გაჩუქათ, ამიტომ დააფასეთ ღმერთის საჩუქარი!
– რა ნიშნებით ვლინდება ცერებრული დამბლა მარიამის შემთხვევაში?
ელისო: ჩემი შვილი თანატოლებს განვითარებაში დიდად არ ჩამორჩება. სკოლაც დაამთავრა, წერა-კითხვაც იცის და წიგნებიც ძალიან უყვარს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ დადის, ფეხები ვერ იჭერს – სუსტი კუნთები აქვს… მაგრამ ოთხი წლის წინ კიდევ ერთი პრობლემა გამოუვლინდა – ეპილეფსია. ერთ ღამეს შევამჩნიე, რომ მარიამი რაღაც უცნაურად იწვა: თავი ძალიან უკან ჰქონდა გადაგდებული, თვალები – ზემოთ ატრიალებული და კრუნჩხვებისგან მთელი სხეული უკანკალებდა. ეპილეფსია აღმოჩნდა.
ექიმებმა მითხრეს, რომ ხშირად ცერებრული დამბლის სიმპტომებს თან ეპილეფსია ახლავს; მაგრამ ამ უბედურებას გადავრჩით: ბევრს შეტევები ადრეულ ასაკში ეწყება, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. მარიამს კი ეპილეფსია 16 წლის მერე გამოუვლინდა, ამიტომ თუ წამლებს ყოველდღე დავლევთ და სათანადო სიფრთხილეს გამოვიჩენთ, შეტევების თავიდან აცილება შეიძლება და ისინი არც ტვინის მუშაობაზე და განვითარებაზე მოახდენენ რამე ზეგავლენას.
„მიდი, ჩემო კარგო, მიდი… ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!“
„რა ყოჩაღი ხარ! ჩვენ ამას შევძლებთ! მიდი, დაეხმარე დედას! საკუთარ თავს დაეხმარე!“
„ვოცნებობ, რომ ერთ დღეს მარიამს ეტლი აღარ დასჭირდება და ის დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს“
– მარიამი სახლში როგორ გადაადგილდება?
ელისო: დამხმარე ეტლით, რომელიც მაშინ გვაჩუქეს, როცა ის ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო. ახლა კი ეტლი მისთვის უკვე ძალიან პატარაა – ის 14 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი; მაგრამ ეგ კიდევ არაფერი! სანამ ეტლში ჩაჯდები, ჯერ მასთან უნდა მიხვიდე; ამიტომ მარიამი ხელში ამყავს, წელზე ხელებს მაგრად ვხვევ და ეტლამდე მისვლაში ვეხმარები. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამიტომ მისი ფეხები მე ვარ. ჩემს ქმარს ამის გაკეთება არ შეუძლია – მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დედამთილი მეხმარება, მაგრამ უკვე მოხუცია და ასეთი სიმძიმის აწევა ძალიან უჭირს, ამიტომ ჩემს შვილს, ძირითადად, მარტო ვუვლი.
„ერთი, ორი და – წამოვჯექით!“
„ერთი, ორი და – დამოუკიდებლად ავწიეთ ხელი!“
„ნახეთ, თითქოს ვცეკვავ!“
„ყოჩაღ, დედის სიხარულო! ძალიან მიხარია, რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეძლო!“
– ელისო, თქვენს მეუღლეს რა სჭირს?
ელისო: ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ, როცა ჩემი მეუღლე ავად გახდა. ერთ დილას თავი ძალიან ცუდად იგრძნო: ძლიერმა თავის ტკივილებმა ყვირილამდე მიიყვანა, წნევამ მკვეთრად აუწია. ექიმებმა თავის ტვინში კისტა აღმოუჩინეს. სამი ოპერაცია გადაიტანა, თავის ქალა სამჯერ ახადეს. მკურნალობის ფული რომ გადაგვეხადა, სახლი დავაგირავეთ, უკან გამოსყიდვა კი ვეღარ შევძელით და დავკარგეთ. მას შემდეგ ნაქირავებ ბინებში დავხეტიალობთ… მაგრამ ამაზე უკვე აღარ ფიქრობ. მთავარია, საყვარელი ადამიანი გვერდით ცოცხალი გყავდეს!
– მეუღლე როგორ გაიცანით?
ელისო: ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით. ჩვენი ბინები ერთმანეთს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემმა ზვიადმა შემამჩნია, მოვეწონე, მე კი ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. ერთ დღესაც მომიტაცა. აი, ასე – ადგა და მომიტაცა! (იცინის.) ჩემმა დედამთილმა, – ასე არ გამოვაო და იმავე დღეს მიმაბრუნა ოჯახში; მაგრამ ზვიადმა უკან არ დაიხია, არშიყობა დამიწყო, მოსვენებას არ მაძლევდა… ჰოდა, მეც დავუთმე. აი, ასე შევქმენით ჩვენი პატარა ოჯახი!
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?
ელისო: არა, მსგავსს ვერასოდეს წარმოვიდგენდი! როცა ახალგაზრდა ხარ და ოჯახი ახალი შექმნილი გაქვს, ფიქრობ, რომ კი, პრობლემები გექნებათ, მაგრამ უმნიშვნელო და ეს ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებს, რადგან ორივეს ერთად არაფრის გეშინიათ.
– თქვენი მეუღლე ახლა როგორ არის?
ელისო: ჯერ ბოლომდე ვერ გამოკეთდა. ავადმყოფობამ ცოტა ხნით უკან დაიხია და ისევ თავი რომ არ შეგვახსენოს, სხვადასხვა წამლები უნდა სვას, ექიმებთან უნდა იაროს და გამოკვლევები იტაროს; მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძვირია, ხომ გესმით? ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია. ნებისმიერი დატვირთვა და ნერვიულობა აკრძალული აქვს. ცალი თვალით საერთოდ ვერ ხედავს, მეორე თვალით – ბუნდოვნად. ჯანმრთელი არც მე ვარ – ორივე მკერდში კისტები აღმომიჩინეს. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაქრა. მეც მკურნალობა მჭირდება, – ექიმებმა უამრავი წამალი დამინიშნეს, მაგრამ ამ ყველაფრის ფული უბრალოდ არ მაქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი მარიამის ჯანმრთელობაა! მთელი ჩვენი ოჯახი მხოლოდ ჩვენს ანგელოზზე ფიქრობს და იმ დღეზე ვოცნებობთ, როცა ის დამოუკიდებლად სიარულს შეძლებს.
– როგორია ექიმების პროგნოზი მარიამთან დაკავშირებით?
ელისო: ამბობენ, რომ ახლა მთავარია დრო არ დავკარგოთ. გვითხრეს, რომ თუ 22 წლამდე ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და რეაბილიტაციის კურსები გაიარა, დიდი შანსია, რომ დამოუკიდებლად გაიაროს! ამიტომ, რაც მალე დაიწყებს მკურნალობას, მით მეტი შანსია, რომ გამოჯანმრთელდეს. მაგრამ ექიმების მომსახურება ძალიან ძვირია, ჩვენ კი ამდენი ფული არ გვაქვს…
„მთავარია, არ დავიზაროთ და ყველაფერი გამოგვივა!“
„რეაბილიტაცია შედეგებს მოგვცემს…“
„დე, გპირდები, რომ ჩემით სიარულს შევძლებ!“
– რა სახის დახმარება სჭირდება ახლა თქვენს გოგონას?
ელისო: თქვენც კარგად ხედავთ, რა საშინელ პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთვის მარიამის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია! ოღონდ გამოჯანმრთელდეს და სხვა არაფერი გვინდა! ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება! ჩემს გოგონას სპეციალური წამლები, სარეაბილიტაციო კურსები და სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება. ჩვენ ამ ყველაფრის ფული არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ და ფონდის მეგობრები დაგვეხმარებით. თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ… (ტირის.)
ყველა პრობლემის მიუხედავად, მარიამი მაინც იღიმის! მას სჯერა, რომ ერთ დღეს ისიც ისეთივე იქნება, როგორიც სხვები. დავეხმაროთ, მეგობრებო? შევუმსუბუქოთ ტანჯვა ამ გოგონას?
– ელისო, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით… ყველანი თქვენ გვერდით ვართ და მხარს გიჭერთ! რა სახსრებით ცხოვრობთ?
ელისო: სუპერმარკეტში ვმუშაობ და 650 ლარს ვიღებ. ჩემი ბიჭიც მუშაობს – ხელფასი 450 ლარი აქვს. მარიამის და ჩემი ქმრის ინვალიდობის პენსია, დედამთილის პენსია და სოციალური დახმარება დიდი ხანია თვალით არ გვინახავს. მთელი ეს ფული წინასწარ ავიღეთ ბანკიდან, რომ მარიამის, ჩემი მეუღლის და ჩემი მკურნალობის ფული გადაგვეხადა, როცა მკერდიდან კისტა ამომაჭრეს. მას შემდეგ ვალებში ვართ… კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ…
– სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?
ელისო: დიახ, თან არაერთხელ! მაგრამ აზრი? მათგან შველას ხომ ვერ ეღირსები! რეაბილიტაციის კურსები ძალიან ძვირია, სახელმწიფო კი მათ არ აფინანსებს.
– არავინ გეხმარებათ? მეგობრები, ნათესავები…
ელისო: ნათესავები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. როცა ავადმყოფი შვილი და ქმარი გყავს და შენც ავად ხარ, უცებ ხედავ, რომ ნათესავები და მეგობრები უკვალოდ ქრებიან. სანამ ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია ვინმეს რამეში გამოადგე, ყველას უყვარხარ, მაგრამ როცა პრობლემები გაქვს – აღარავის სჭირდები! თუმცა, როცა საავადმყოფოში აღმოვჩნდი, ჩემი თანამშრომლები ძალიან დამეხმარნენ. ცოტაოდენი ფული შემიგროვეს, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ!
– ეს სახლი ნაქირავებია?
ელისო: დიახ, მაგრამ ძნელია მას სახლი უწოდო. როგორც ხედავთ, ძველი შენობის მესამე სართულზე ვცხოვრობთ. აქ ამოსასვლელად არაერთი საფეხური უნდა ამოიარო გარედან. მარტო ამოსვლა ძალიან მეშინია და თუ ბავშვთან ერთად ვარ ხომ საერთოდ… მარიამს გასეირნება სჭირდება, მაგრამ როგორ? შვილი ხელში ამყავს და ქვემოთ, მასთან ერთად, ასე ჩავდივარ. აი, უკან ამოსვლა კი დიდი პრობლემაა! ძალიან მარტივად შეიძლება ჩავარდე… მაგრამ ახლა სხვა ბინის ფული არ გვაქვს. პანდემიის დრო გადასახადებს ნორმალურად ვერ ვიხდიდით, ამიტომ ვალები დაგვიგროვდა. როგორ გადავიხადოთ და წამლები ან საჭმელი როგორ ვიყიდოთ, არ ვიცი… ეჰ… უკვე არაფერი ვიცი…
„ეს სახლი მარიამისთვის ციხეა – აივნის იქით ვერ გადის!“
არადა, მას სამყაროს ნახვა ისე უნდა…
– სახლში ყველა საჭირო ტექნიკა გაქვთ?
ელისო: მაცივარი არ გვაქვს. საჭმელს ცოტ-ცოტას ვამზადებ, რომ არ გაფუჭდეს, ამიტომ დღეში რამდენჯერმე მიწევს კეთება, რაც ძალიან რთულია. გაზქურაც გაფუჭებულია – გაზი გამოდის და ძალიან საშიშია… მაგრამ იცით, ამ ყველაფრის გარეშე როგორმე ვიცოცხლებთ, ყველაფერს ავიტანთ, – თქვენ მარიამის მკურნალობაში დაგვეხმარეთ და მეტი არაფერი გვინდა!
– ელისო, წეღან ახსენეთ, რომ მარიამი სკოლაში დადიოდა…
ელისო: დიახ, ჩვეულებრივ სკოლაში, რადგან განვითარებაში თანატოლებს არ ჩამორჩება. სკოლაში მე დამყავდა. დილას ადრე ვდგებოდი, მარიამი სკოლაში მიმყავდა და მერე სამსახურში მივდიოდი; დღისით კი ან მე მომყავდა სკოლიდან, ან ჩემს დედამთილს… ხოლო თუ დრო მქონდა, მთელი დღის განმავლობაში, შვილთან ერთად, სკოლაში ვრჩებოდი და მის გვერდით ვიჯექი. შეიძლება ითქვას, – სკოლა ერთად დავამთავრეთ.
„დედა, ხელი არ გამიშვა, მეშინია!“
– თანაკლასელებს მის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?
ელისო: რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშვენიერი! ყოველთვის და ყველაფერში მხარს უჭერდნენ. ერთხელ სკოლაში პროექტი „ნატვრის ხე“ ჩატარდა. ბავშვებს თავიანთი სურვილი ფურცელზე უნდა დაეწერათ და ტოტზე ჩამოეკიდათ… (ტირის.) არ დაიჯერებთ, მაგრამ როცა მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობდა, ვინ რა დაწერა, მთელი კლასს ის უნდოდა, რომ მარიამს სიარული ესწავლა.
– ელისო, შეიძლება მარიამს გავესაუბრო?
ელისო: ძალიან მორცხვია! სტუმრები ყოველთვის უხარია, მაგრამ საუბარი ერიდება…
სანამ ელისოს ვესაუბრებოდი, მარიამი ბიბლიას კითხულობდა, რომელიც მის წინ პატარა მაგიდაზე იდო; მაგრამ გოგონა პერიოდულად მიყურებდა და თბილად მიღიმოდა. როცა ელისოს მასთან საუბრის ნებართვა ვთხოვე, მარიამი დედას მიეკრა და სახე მის მხარში ჩარგო.
„მჯერა, რომ უფალი ჩემს გოგონას არ მიატოვებს, რადგან მას ღმერთის ძალიან სწამს!“
ელისო: აი, ხომ ხედავთ? შერცხვა… ჩემი ანგელოზი!.. სულ ბიბლიას კითხულობს და ხშირად ლოცულობს. ქუჩაში ვერ სეირნობს, ამიტომ ხშირად აივანზე ზის. მერე ხელს ცისკენ იშვერს და მეუბნება: „დე, შეხედე, იქ ღმერთი ცხოვრობს… და ის ახლა მხედავს, ხომ ასეა?“
მარიამმა მითხრა, რომ როცა სიარულს შეძლებს, მთელი დღე ისეირნებს და ისეირნებს; რომ ცხოვრებაში სხვა არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ ფეხქვეშ მოძრაობა იგრძნოს.
– ელისო, ღმერთთან საუბრის შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, რას ჰკითხავდით? ან რას სთხოვდით?
ელისო: პირველ რიგში, მადლობას ვეტყოდი ანგელოზისთვის, რომელიც მაჩუქა. მერე კი ჩემი შვილისთვის ჯანმრთელობას ვთხოვდი და თუ საჭირო იქნება, შეუძლია ფეხები მე წამართვას და ჩემს შვილს მისცეს.
„ღმერთო, მადლობა ამ ანგელოზისთვის!“
– ელისო, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
ელისო: პირველ რიგში, ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, რა თქმა უნდა; ჩემი შვილის და მეუღლის ჯანმრთელობაზე… მაგრამ იცით, ვისურვებდი, რომ საქართველოში რეაბილიტაციის კურსები ისეთი ბავშვებისთვის, როგორიც ჩემი მარიამია, უფასო იყოს! ცერებრული დამბლა ძალიან ბევრ ბავშვს აქვს, სახელმწიფო კი მათ მკურნალობას საერთოდ არ აფინანსებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენი ერის მომავალი ჩვენი შვილები არიან, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ, სახელმწიფომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს!
***
მეგობრებო, 20 წლის მარიამმა სიარული ხელახლა უნდა ისწავლოს. ექიმები ირწმუნებიან, რომ მას ამის შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფიზიკური დატვირთვა, სპეციალურ ტრენაჟორზე ვარჯიში, რეაბილიტაციის კურსი და მკურნალობა წამლებით. ეს ყველაფერი მას კუნთების გაძლიერებაში, მოძრაობის კოორდინაციისა და წონასწორობის განვითარებაში დაეხმარება და სისხლის მიმოქცევასაც გაუუმჯობესებს. ექიმები შეძლებენ მარიამს ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ… მაგრამ ოჯახს ამ პროცედურების ფული არ აქვს. მარიამი ოცნებობს ფეხზე დადგეს, სიარული ისწავლოს და იმ ცხოვრებით იცხოვროს, რომელიც ახლა წართმეული აქვს.
მარიამის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი №22.
არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ გუმბერიძე).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
მარიამის კარჩაკეტილი ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდა – ახლა, მას ტელევიზორი აქვს
სულ ხარჯები:
3200.00₾დატოვა:
42.50₾