რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
უკვე სამი თვეა, გიო კომაშია. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ისაა, რომ თვალებს ახელს და ხუჭავს. დაფიქრდით, რაოდენ აუტანელ მდგომარეობაშია – 21 წლის ბიჭი იძულებულია, მთელი დღეები საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატაროს და აპარატის მეშვეობით ისუნთქოს. წყალი და საკვები კი ზონდის მეშვეობით მიიღოს. მაგრამ ყველაზე საშინელება არის კრუნჩხვები, რომლებიც გიოს ტანჯავს. შეტევები იმდენად ძლიერია, რომ მკლავები და ფეხები ეკრუნჩხება. როგორ უძლებს ამხელა ტანჯვას? როგორ ახერხებს, სიცოცხლე შეინარჩუნოს? დედა მუდმივად მის გვერდით არის, 24 საათის განმავლობაში: შვილს გულში იკრავს, სანამ შეტევა არ დასრულდება. გულმოკლული ქალი შვილის ხელს მაგრად უჭერს და გამუდმებით ელაპარაკება იმის იმედით, რომ გაიგებს მის სიტყვებს: „გიო, შვილო! გონს მოდი!“ გიოს ახალგაზრდულ და ბედნიერ ცხოვრებას წამში მოეღო ბოლო. 2024 წლის 15 სექტემბერს ბიჭი საშინელ ავარიაში მოყვა გერმანიაში, სადაც სამუშაოდ იყო ჩასული. სხეულისა და ორგანოების მრავალი დაჟეჟილობა არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც გულმკერდის არეში დარტყმა. მას გული გაუჩერდა. გადარჩენის შანსს, გარანტიას ან ცრუ იმედებს არავინ იძლეოდა. სასწაული მოხდა. გიო გადარჩა. გერმანელმა ექიმებმა ბიჭის „საიქიოდან“ დაბრუნება მოახერხეს. გული ამუშავდა, მაგრამ გონს ვერ მოვიდა და კომაში ჩავარდა. დიაგნოზი არასანუგეშოა – თავის ტვინის ინფარქტი. საბედნიეროდ, გიოს აქვს შანსი, სიცოცხლეს დაუბრუნდეს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე მოიგო. გთხოვთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინოთ! თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდება!
შემოწირულია
₾31,391.75
დონორი
1611
ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!
₾30,114.17
1425
ავადმყოფი ბავშვები
რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა. „ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“
₾28,019.03
1827
ნინი ორი წლის იყო, როდესაც დამბლა დაეცა დედას. ინსულტის შემდეგ ოლგას მთლიანად წაერთვა მარჯვენა მხარე. აღარ შეეძლო არც სიარული, არც თავის მოვლა, არც ლაპარაკი. 15 წლის პატარა გოგონამ დედაზე ზრუნვა იტვირთა. ბავშვი დედას აჭმევს, აბანავებს და, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ხელით ატარებს. ნინი ნამდვილი მებრძოლია და ამ ყველაფერს უმკლავდება, გარდა ამისა, სკოლაში კარგად სწავლას და ცეკვაზე სიარულს ახერხებს. ის ძლიერია და პასუხისმგებლობის მქონე. ასეთი გოგონები არ ნებდებიან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება დედას. ნინი ბებიასთან ერთად უვლის პარალიზებულ დედას. ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას. სახლში ავარჯიშებს და მასაჟს უკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის! ოლგას რეალური შანსი აქვს, კვლავ შეძლოს სიარული. თუნდაც ყავარჯნებით, ხელჯოხით, მაგრამ თავისი ფეხით რომ გაიაროს. მთავარია, გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სარეაბილიტაციო კურსი გააგრძელონ. მაგრამ მკურნალობისთვის საჭიროა ოჯახისთვის წარმოუდგენელი თანხა. მოდით, ოლგას მისი ოცნების ასრულებასა და ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ!
₾27,651.91
1882
გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს. ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს. გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.
₾26,830.52
2021
მარტოხელა მოხუცები
გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი შეუპოვარი და კეთილი გმირიც არ გამოჩნდება! „ძალიან, ძალიან რთულია ცხოვრება, როდესაც ყველა ცდილობს შენს მოტყუებას“ – ამბობს ზურაბი, რომელსაც ნაძირალა ექიმები ორი წლის განმავლობაში იმისთვის „ მკურნალობდნენ“, ვითომდა მხედველობა რომ დაებრუნებინათ. ამ დროს კი, თვალის ნერვი დიდი ხნის მკვდარი იყო. ექიმებმა უკანასკნელი თეთრები გამოსძალეს ამ ოჯახს! მათი პოვნა და უტიფარ თვალებში ჩახედვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა… ზოგ „მხეცს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, ბინა რომ წაართვას, ზოგი კი ელის, როდის დაიხოცებიან შიმშილითა და სიცივით, რის შემდეგაც ბინის მითვისებას უფასოდ შეძლებს! ამიტომ, დანარჩენმა „მხეცებმა“ შემწეობის გარეშე დატოვეს და დროდადრო ინტერესდებიან… არა, მათი ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობით კი არა, არამედ იმით, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუ არა? „ნეტავ, მალე ამოხდეთ სული!“
₾26,308.96
1612
ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა. რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს. „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“
₾28,020.95
1995
ცოცხალი მშობლების ობოლია ეს ბიჭი. ზურიკოს ბებო ზრდის დაბადებიდან. დედამ ვერ მოახერხა, მამამ არ მოისურვა. ასე დარჩა ბებოსთან ერთად, დანგრეულ სახლში. დედამ სხვა ოჯახი შექმნა, მამაც არ ინტერესდება შვილის ცხოვრებით… ბებო არის ამ ქვეყნად მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანი. მუდამ ერთად არიან. ერთი და იგივე რამის ეშინიათ. 10 წლის ზურიკოს იმის ეშინია, რომ ბებია დარდით მოკვდება, ბებოს კი იმის, რომ შიმშილი ან ავადმყოფობა წაართმევს შვილიშვილს, ან ორივე მოჰყვებიან მათი საკუთარი სახლის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ. ცალ-ცალკე ვერ გადარჩებიან და რომც გადარჩნენ, რაში სჭირდებათ ასეთი სიცოცხლე?
₾26,113.93
1976
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
₾25,989.47
2950
კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად! საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს. მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!
₾20,455.72
1329
იოსები (მამა): რა თქმა უნდა, როგორც ჯან-ღონით სავსე კაცს, შემეძლო თბილისში, ან საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან ფული გამომეგზავნა. მაგრამ მაშინ, ჩემი შვილი მოკვდება! ეს ზუსტად ვიცი! ისიც ხომ, ჩემსავით გულთბილია! და ძალიან ვუყვარვარ! მთელი გულით ვგრძნობ ამას… ჩემი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს!
₾19,542.35
1092
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა! უფლის ხელები არ უშვებენ მირიანს, რომ ჩვენი სამყარო დატოვოს: ის ხან კვდება, ხან ცოცხლდება, ოღონდ უბედური დედის მწარე, მწარე ცრემლების ნიაღვარის ქვეშ! რამხელა მწუხარებაა! და არცერთ ექიმს საქართველოში, როგორც ეს, სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ხდება ფონდის პრაქტიკაში, არ შეუძლია უპასუხოს მთავარ კითხვას: იცოცხლებს ბავშვი თუ დატოვებს ამ სამყაროს? რატომ გაეთიშა თირკმელები ამ მშვენიერ და ადრე აბსოლუტურად ჯანმრთელ ბიჭს? ბავშვი ახლა დიალიზზეა. ეს ისეთი ძვირი და რთული, მტკივნეული პროცედურაა, რომელიც დროებით უნარჩუნებს მირიანს სიცოცხლეს! და რამდენი დღე ან თვეა ეს „დროებითი“, ვინ იტყვის?! საქართველოში ნამდვილად ვერავინ! მირიანის დედამ მხოლოდ ერთი რამ იცის: თუ ის ყოველდღიურად არ გაიკეთებს დიალიზს, თირკმელები გაეთიშება და მირიანი მოკვდება.
₾18,893.40
1076