ყველა ადამიანი ბედნიერებას ნატრობს. ჩემი ბედნიერება კი, ეს ბავშვია! არასდროს მივატოვებ! თორემ ჩემს ნამუსზე იქნება მისი სიკვდილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ყველა ადამიანი ბედნიერებას ნატრობს. ჩემი ბედნიერება კი, ეს ბავშვია! არასდროს მივატოვებ! თორემ ჩემს ნამუსზე იქნება მისი სიკვდილი!

page info icon
2022 სექტემბერი 20
page info icon
10205
იოსები (მამა): რა თქმა უნდა, როგორც ჯან-ღონით სავსე კაცს, შემეძლო თბილისში, ან საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან ფული გამომეგზავნა. მაგრამ მაშინ, ჩემი შვილი მოკვდება! ეს ზუსტად ვიცი! ისიც ხომ, ჩემსავით გულთბილია! და ძალიან ვუყვარვარ! მთელი გულით ვგრძნობ ამას... ჩემი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
7,160.09 ₾
( 456 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ყველა ადამიანი ბედნიერებას ნატრობს. ჩემი ბედნიერება კი, ეს ბავშვია! არასდროს მივატოვებ! თორემ ჩემს ნამუსზე იქნება მისი სიკვდილი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
იოსები (მამა): რა თქმა უნდა, როგორც ჯან-ღონით სავსე კაცს, შემეძლო თბილისში, ან საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან ფული გამომეგზავნა. მაგრამ მაშინ, ჩემი შვილი მოკვდება! ეს ზუსტად ვიცი! ისიც ხომ, ჩემსავით გულთბილია! და ძალიან ვუყვარვარ! მთელი გულით ვგრძნობ ამას... ჩემი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს!
          საინტერესოა, რას ეტყოდა თავის მამიკოს ნიკოლოზი, ლაპარაკი რომ იცოდეს? რომელი თამაში ეყვარებოდა, მოძრაობა რომ შეეძლოს? რომელ სუპერგმირად ისურვებდა გადაქცევას? რომელი ზღაპრების მოსმენა ეყვარებოდა? რომელი გოგონა შეუყვარდებოდა? ნიკოლოზი განწირულია. მისი დაავადება არ იკურნება. მშობლებს აღარ აქვთ იმის იმედი, რომ მათი ბიჭის მდგომარეობა როდესმე შემსუბუქდება. მთელი ძალებით იბრძვიან იმისთვის, რომ არ დამძიმდეს.
          ექიმები საერთოდ ამბობდნენ, რომ ერთ წელიწადსაც ვერ იცოცხლებდა. იცოცხლა! ამბობდნენ, რომ მსუბუქ გაციებასაც კი ვერ გაუძლებდა - გაუძლო! ამბობდნენ, ამბობდნენ... მაგრამ უფალს ნიკოლოზთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ჰქონდა. იქნებ სურს, რომ მისი ტანჯვის მეშვეობით, ჩვენ მივუახლოვდეთ მას?
         იოსები: მეუღლის მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მეც ვესწრებოდი. პირველმა ვნახე ჩემი ბიჭუნა. მაგრამ, მეორე დღეს ის ცუდად გახდა, ანალიზების პასუხებიც ცუდი იყო. ბილირუბინის ნორმალური მაჩვენებლია 45, ნიკოლოზს კი, 600 ერთეული ჰქონდა! ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. კარგად მახსოვს ის დღეები, ჩემი გრძნობები და ლოცვა, უფალს ვევედრებოდი, ჩემთვის მოეცა ძალა, ჩემს შვილს რომ დავხმარებოდი. ჩემი მეუღლის ტანჯვას კი, სიტყვებით ვერ აღვწერ. 
           - მითხარით, ოღონდ გულახდილად, იმ მომენტში, უფალს არ საყვედურობდით?
          იოსები: იცით, არა! ყველაფერი, რაც გვემართება, მისი ნებაა! ყველა სიხარული და განსაცდელი. უსამართლობა იქნება, მხოლოდ კარგს თუ მივიღებთ სიხარულით, ცუდზე კი, უარს ვიტყვით და გავუწყრებით. არ ვარ მართალი? ისიც, რომ ახლა, ჩემი ნიკოლოზი  ცოცხალია და 13 წლის არის, უფლის საჩუქარია. სამშობიაროდან რომ გაწერეს, გვითხრეს, საფლავი გათხარეთ, ვერ იცოცხლებსო!
მისი ყოველი ამოსუნთქვა, საჩუქარია მშობლებისთვის!
         - ავადმყოფი ბავშვის მოვლას როგორ უმკლავდებით?
         იოსები: ძალიან რთულია, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. უკვე 12 წელია, ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ,  500 ლარი მაქვს ხელფასი. მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი მერიცხება და „შეძლებულ“ ადამიანად ვითვლები - სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ჩემი ნიკოლოზის პენსია კი, 270 ლარია.
        - რაზე გყოფნით ეს თანხა? 
         იოსები: შეიძლება ითქვას, არაფერზე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიურად სესხს ვიხდი ბანკში! ბანკში, 13 წლის განმავლობაში ბევრი ვალი მაქვს დაგროვილი. საკუთარ შვილს, უფულობის გამო ხომ ვერ მოვკლავ? როგორ ვეტყოდი ექიმებს: „იცით, არ მაქვს ფული, ოპერაციას ნუ გაუკეთებთ, ძვირადღირებულ წამლებს ნუ დაუნიშნავთ.“ 3 ოპერაციის გადატანა მოუხდა ჩემს ტანჯულ ბიჭს. ახლახან, გლანდების ამოჭრა დასჭირდა, მაგრამ ექიმმა ნარკოზის გაკეთება არ გვირჩია, გვითხრა, ვერ გადაიტანსო. მოგვიწია წამლებით მკურნალობა. 13 წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ვალი დაგროვდა. 600 ლარს მხოლოდ სესხებში ვიხდი ყოველთვე, დარჩენილი 170 ლარით კი, თავის გატანას ვცდილობთ. გვჭირდება პამპერსი, წამლები და საჭმელი. ჩემი ოცნებაა, ძროხა გვყავდეს, ჩემს ბიჭს, რძის ნაწარმი მაინც ექნებოდა ყოველთვის. მაგრამ, რანაირად?
„მისი ძვლები იმდენად სუსტია, რომ ერთი უხეში შეხებითაც შეიძლება გადატყდეს“
        - ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
        იოსები: იცით, როდესაც შვილი ავად გყავს, არ ფიქრობ, მერე რა იქნება, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, მთავარია უმკურნალო, გადაარჩინო... მეც ყველაფერი გავყიდე, რაც კი გამაჩნდა! ახლა, ჩემს შვილს ელემენტარული საკვები სჭირდება. სულ სამსახურის ძებნაში ვარ, მაგრამ სოფელში რა უნდა ნახო? ოჯახის დატოვების და სადმე წასვლის უფლება კი, უბრალოდ არ მაქვს. აი, ჩემს ხელფასს სოციალური დახმარება მაინც რომ დაემატოს - ამოვისუნთქავდი! მე, ყველაფერი მხოლოდ ნიკოლოზისთვის მინდა.
„მამიკო შენთანაა შვილო, ნუ გეშინია“
         - ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა? 
         იოსები: შეხედეთ, სულ წევს, ცერებრალური დამბლის ყველაზე მძიმე ფორმა აქვს. წამოჯდომაც კი არ შეუძლია. მხოლოდ ხმებს გამოსცემს. დამოუკიდებლად, მხოლოდ ჭამა შეუძლია. არ გეგონოთ, რასაც მისცემ ყველაფერს ჭამდეს. ეს მისთვის ერთადერთი სიამოვნებაა.
        - როგორ გაგებინებთ, როდესაც რაღაც მოსწონს, ან სწყინს? ემოციებს თუ გამოხატავს?
         იოსები: კი! ერთი ბგერით გამოხატავს ყველაფერს: „უ-უ-უ-უ-უ-უ-უ-უ“. თუ ჩახუტება უნდა - თავის „უ-უ-უ-უ“ - ს ერთი ინტონაციით ყვირის, თუ მარტო დარჩენა უნდა, და არ უნდა, რომ შევაწუხოთ - ეს „უ-უ-უ-უ“ სულ სხვანაირად ჟღერს. ღამის ცვლის შემდეგ, სახლში რომ მოვდივარ, კარის ხმით ხვდება, რომ მე ვარ, და ნეტავ, მისი ბედნიერი ყვირილი მოგასმენინათ. მეძახის, რომ ჩავკოცნო. ჩემი საბრალო ბიჭი!
„არ გეგონოთ, რადგან ნიკოლოზი ავად არის, ის ვერაფერს გრძნობს. აი, ასე იღიმის, მამას რომ ხედავს“
„ჰეი, მამიკო, სად წახვედი, ვეღარ გხედავ“
* * *
          მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სახსრების საჯარო შეგროვებას იწყებს ნიკოლოზ მარტაძის დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდი ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ხომ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც ეს შეეფერება დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაყ ერს - ქართველებს!
         რომ გადარჩეს, ნიკოლოზს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, პამპერსი. თუ მოხერხდება, და ამ ოჯახს ვაჩუქებთ ძროხას, რათა პატარა ნიკოლოზს ყოველთვის ჰქონდეს რძის ნაწარმი - ეს ნამდვილი სასწაული იქნება! დავეხმაროთ მათ გადარჩენაში, როგორც დავეხმარებოდით საკუთარი ოჯახის წევრებს. ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა სნეული ბიჭუნა, ჩვენი სისხლი და ხორცია.
          კიდევ, შეგიძლიათ თბილი სიტყვებით გაამხნევოთ ეს გმირი მამა, მხარში ამოუდგეთ, უთხრათ, რომ ის მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ მის პატარა ნიკოლოზს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
         ასევე, შეგიძლიათ გაიცნოთ და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება, ღმერთი კი, აუცილებლად დაგლოცავთ! და დაგაჯილდოვებთ! მათი მისამართია: ზესტაფონი, სოფელი ქვედა საზანო.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნიკოლოზ მარტაძე)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help