ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ერთმა ტრაგიკულმა დღემ მირიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიცოცხლით სავსე ბიჭი, ოჯახის შექმნის ნაცვლად, მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა და ახლა ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისთვის სასტიკი ბრძოლა

მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.

შემოწირულია

₾11,105.40

დონორი

619

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ეს ექვსი საბრალო ადამიანი კინაღამ ცოცხლად დაიწვა ბავშვებთან ერთად, ახლა კი შიმშილითა და სიცივით იხოცებიან! თუ არ დავეხმარებით, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებთ ამას! მათ არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა, რომ დაეხმაროს! უფალო, გახსენი ჩვენი გულები მოწყალებისთვის!

სამი წლის ანგელოზმა, ფონდის კორესპონდენტის დანახვისას, ვედრების ნიშნად ყელთან მიიტანა პატარა ხელი. ბავშვი თვალებით ითხოვდა გადარჩენას. ძნელია, ადამიანის გულმა ასეთ სულისშემძვრელ სცენას გაუძლოს. სამი წლის ტყუპი ძმები ლევანი და დავითი, ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ნანგრევებში მჭედლიშვილების ოჯახში ნამდვილი უბედურება დატრიალდა. სახლი, სადაც ტკბილად ეძინა ექვს მცირეწლოვან ბავშვს, მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. ზეცას სწვდებოდა სასოწარკვეთილი დედის კივილი: „შვილები გადამირჩინე, უფალო!“ეს პატარა ანგელოზები ცეცხლში ჩაიწვებოდნენ და მათგან ფერფლიც კი არ დარჩებოდა, უფლის სასწაული რომ არა! სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის ტყუპები — ლევანი და დავითი ასე ეხუტებიან ერთმანეთს. საბრალო ბავშვებს აღარაფერი გააჩნიათ ამქვეყნად, დამწვარი კედლების გარდა.

შემოწირულია

₾24,671.82

დონორი

1019

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

ოთხი ქართველი ბავშვი სადაცაა, საკუთარი სახლის ჩამოქცეული სახურავის ქვეშ დაიხოცება! მეგობრებო, ვიჩქაროთ, ეს ოჯახი დაღუპვასა და დასახიჩრებას გადავარჩინოთ!

ანა-მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე! ამ დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გათბობა: შუშების ნაცვლად, ცელოფანია გაკრული ფანჯრებზე. იმ დროს, როდესაც გორის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა, ქარბუქია. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი აგრძელებს შეჭირვებულთათვის ნივთების შეგროვებას. თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ სითბო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, უფალი დაგაჯილდოებთ სიკეთისთვის!ჩვენი ახალი ბენეფიციარები: ერთი წლის ანა-მარია, 7 წლის ბარბარე, 12 წლის გიო და 15 წლის მარიამი თქვენგან ელიან დახმარებას. თბილი ტანსაცმლის გარეშე ხვდებიან ამ ზამთარს. ვიზრუნოთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებზე!

შემოწირულია

₾4,658.55

დონორი

292

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

თუკი ახლავე არ გავხსნით გულებს, შესაძლოა, სამმა მამისგან მიტოვებულმა ქართველმა ბავშვმა ახალი წლის ღამე ქუჩაში, ნაძვის ხის ქვეშ გაათენოს! საშინელებაა!

8 წლის ალექსს გულის მანკი აქვს დაბადებიდან. ბავშვს სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ საბრალო დედას უფულობის გამო, ექიმთანაც კი ვერ მიჰყავს. მედიკამენტებსაც კი ვერ ყიდულობს. ბავშვი 2 წლის იყო, მამამ ოჯახი რომ მიატოვა და მას შემდეგ, ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით. უარესს გეტყვით, უგულო მამამ ალიმენტის გადახდაზეც კი უარი თქვა. ეს ანდრიაა. საბრალო ბავშვს წანაზარდი აქვს თავის ტვინის მეოთხედზე. ბიჭუნა ჯერ მხოლოდ წლისა და რვა თვის იყო, ექიმებმა ამ საშინელი წანაზარდის შესახებ რომ შეატყობინეს დედას, მაგრამ, ისევ ამ წყეული უფულობის გამო, ბიჭუნას შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩაუტარდა. საბრალო დედას, ბავშვისთვის ფაფის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა. ახლა, ბიჭი 12 წლისაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულ უფრო რთულდება.

შემოწირულია

₾6,873.98

დონორი

387

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც გადაგვარჩენს! დავეხმაროთ საბრალო ქალს, ბოლოს და ბოლოს შეძლოს ტაძარში მისვლა, რათა ლოცვით მიმართოს უფალს, სთხოვოს ჩვენი ცოდვების მიტევება და დახმარება, ცხოვრება რომ გააგრძელოს!

კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც – საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.

შემოწირულია

₾3,437.21

დონორი

238

დიახ! მსურს დახმარება!
1 23
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

“მე რომ ტკივილისგან ვკივი, ჩემი შვილი ყურებზე იფარებს თავის პატარა ხელებს…”

ახალი წელი სასწაულების დროა, მაგრამ არა პატარა ნიკოლოზისთვის და მისი მძიმედ დაავადებული დედიკოსთვის. “ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე სათამაშოები არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა, რომ დედიკოს აღარ სტკიოდეს, ვიცი, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, გთხოვ, აჩუქე მას ჯანმრთელობა…” – ასეთ წერილებს სწერს 9 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას, რადგან საბავშვო მანქანები, დიდი, ლამაზი ბორბლებლებით მისი საახალწლო ნატვრა სულაც არ არის. მისი ახალგაზრდა დედა, ალიონა, არ იცვამს ქუსლებს და კაბები, ის „გამოწყობილია“ დიდ, მძიმე რკინის კონსტრუქციებში, ნიკოლოზის დღეები და ღამეები – დედის აუტანელი ტკივილისგან დაღვრილი ცრემლებია.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი

ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ – ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა – მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი.

შემოწირულია

₾2,019.60

დონორი

230

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

ლამაზი კაბა რომ არ მაქვს, როგორ შევუყვარდები ვინმეს?!

როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმეს გოგონა, რომელსაც არ აქვს ლამაზი კაბა? ან როგორ უნდა იმეგობრონ მასთან სხვა გოგონებმა, როდესაც საკუთარი სათამაშოები არ გააჩნია? როდესაც ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც პატარა გოგონები არ უნდა ცხოვრობდნენ? ეს კითხვები ძალიან ადარდებს პატარა ლიზას. ის ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. იქნებ მას ჰგონია, რომ დიდებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ? ან ფიქრობს, რომ გაიზრდება და თავად შეძლებს სათამაშოების და კაბების ყიდვას?

შემოწირულია

₾1,685.90

დონორი

98

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

“ყურადღება ერთი წამითაც რომ მოვადუნო, შეიძლება ჩემი შვილი დაიღუპოს”

ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქეთ-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს. უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში – არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოკიდო.

შემოწირულია

₾1,341.62

დონორი

75

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
193 - 198 of 964 items
1 31 32 33 34 35 161