ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული

page info icon
2022 ივლის 18
page info icon
266
ნუთუ ვერ შევძლებთ ისე ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, რომ მათ იამაყონ, რომ ქართველები არიან? ნუთუ ეს საყვარელი ბავშვები განწირულები არიან უბედურებისთვის? ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ მათი ოჯახის ბედი. ისინი ხომ ჩვენი, საქართველოს შვილები არიან!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,884.52 ₾
( 130 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!  დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!
ნუთუ ვერ შევძლებთ ისე ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, რომ მათ იამაყონ, რომ ქართველები არიან? ნუთუ ეს საყვარელი ბავშვები განწირულები არიან უბედურებისთვის? ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ მათი ოჯახის ბედი. ისინი ხომ ჩვენი, საქართველოს შვილები არიან!
„ყველას მაგრა მოხვდება ვინც ჩემი ოჯახის გაბრაზებას შეეცდება! გასაგებია? აი ამის გამო არ მატარებს დედა კრივზე - ეშინია, ვინმეს კბილები არ დავულეწო. რა ეგონათ, ეს სიტყვები ვინმეს შერჩებოდა?“ - ბრაზობს ვერ მშვიდდება დავითი. 
– დათო, მოდი ყველაფერი თანმიმდევრობით მიამბე. ვინ გაგაბრაზა, ვის ცემას აპირებ?
დავითი (12 წლის): მე არა, ჩემი დაიკო გააბრაზეს. ძალიან საწყენია, როცა დახეული ფეხსაცმლის გამო, შეუძლიათ  ადამიანს გული  ატკინონ და ატირონ. არავის გავაბედინებ ჩვენ ღარიბები და მათხოვრები გვეძახოს! 
– ხშირად მოგმართავენ ასე?
დავითი: არა, ვინ გაბედავს? სკოლაში ყველაზე ძლიერი ვარ. დედას კრივზე იმის გამო არ შევყავარ, ჰგონია, იქ ყველას უკბილოდ დავტოვებ. მაგრამ სიმართლე  გითხრა, არ მიყვარს ჩხუბი. თუ არ გამაბრაზებენ, გიჟი კი არ ვარ, ვიჩხუბო?
ასეთია დავითის ხვედრი, თავისი და-ძმის მცველი, დედას მარჯვენა ხელი და ყველაზე უფროსი მამაკაცია ოჯახში.
– ასეთი ძლიერი როგორ გახდი?
დავითი: ნახე, ეს ხე მე მოვათრიე, ახლა ის უნდა დავხერხო და დავჩეხო. ახლა კიდევ კარგი ცხელა, თორე ზამთარში შეშა რომ არ გვაქვს, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ გავთბეთ. 
– ლარისა, გვიამბეთ, როგორ დარჩით ექვს შვილთან სრულიად მარტო და თან ახლა ორსულად ხართ, ხო?
ლარისა: ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყველა ჩემი შვილი ჯანმრთელია. რა კარგები არიან, შეხედეთ. ძალიან გამიმართლა, რომ მათი დედა ვარ. ერთმანეთს ვეხმარებით, მხარში ვუდგავართ და ეს სირთულეები ისე გადაგვაქვს, რომ ადამიანის სახე არ დავკარგოთ. 
როგორ დავრჩი მარტო? როგორც მილიონობით ქალი რჩება. სხვა ნახა, გამოგვიცხადა, რომ მასთან ურჩევნია და წავიდა. ორსული დამტოვა, რა უნდა ვილაპარაკო? ღმერთმა განსაჯოს. მასზე ცუდ სიტყვას ვერ დამაცდევინებთ, ის ჩემი შვილების მამაა, არ მინდა ჩემმა ემოციურად ნათქვამმა სიტყვებმა ბავშვებს გული ატკინოს. არ მინდა იმ განცდით იცხოვრონ, რომ მათი მამა - არაკაცია. ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რომ შვილები უნდა ეცადონ თავიანთ მშობლებზე უკეთესები იყვნენ. 
ყველაზე ძნელი 7 შვილის დედისთვის ცივ წყალში სარეცხის რეცხვაა. თან ორსული ქალისთვის ეს უბრალოდ სახიფათო იყო.
თემური (11 წლის): აი, მე როცა „ვიოჯახებ“, არასდროს დავტოვებ ჩემ შვილებს და სულ მათთან ერთად ვიქნები!
– საცოლე ხომ არ შეგირჩევია ჯერ?
თემური: არა, გაგიჟდი? ჯერ რა დროსია! ჯერ უნდა გავიზარდო, მერე სკოლა დავამთავრო, მერე ინსტიტუტი, მერე პოლიციელი უნდა გავხდე, და მერე ცოლსაც ვიპოვი სადმე.
თერთმეტი წლის თემური ფიქრობს, რომ სანამ მუშაობას არ დაიწყებს, ცოლს არ მოიყვანს.
ლამაზი უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს, გემრიელ საჭმელებს აკეთებდეს, ბავშვებს უვლიდეს, დედას უვლიდეს. აი ასეთი ცოლი უნდა ვეძებო.
– შენ დაეხმარები?
თემური: როგორ? მე ხო პოლიციელი ვიქნები! იცი პოლიციელებს რამდენი საქმე აქვთ? მე ძალიან დაღლილი მოვალ სახლში და ჩემი ცოლი გემრიელ საჭმელებს დამახვედრებს.
დავითი: მე კიდევ ყველაფერში მივეხმარები ჩემ ცოლს. 
– როგორ? 
დავითი: ერთი გოგო მომწონს ძალიან. მგონი ძალიან მიყვარს. ამის შესახებ ვუთხარი კიდევაც. მაგრამ მის სახელს თქვენ არ გეტყვით. საიდუმლოა. 
დედიკოს ყველა უნდა დაეხმაროს, ვისაც როგორ შეუძლია.
– რატომ შეგიყვარდა? როგორია?
დავითი: ძალიან ლამაზია! არა, ის ყველაზე ლამაზია!
– და როდის აპირებ ოჯახის შექმნას?
დავითი: ჯერ ადრეა. ჯერ მდიდარი უნდა გავხდე და მერე მოვიყვანო ცოლი. ნუ, ალბათ 17 წლის რომ გავხდები, ან 18-ს.
– რა მაგარია! ვფიქრობ, შენ შესახებ რომ დავწერთ, ძალიან ბევრ გოგოს მოუნდება შენი გაცნობა და შენთან მეგობრობა. წინააღმდეგი ხომ არ იქნები? 
დავითი: არა, პირიქით, მაგრამ როგორ? ჩვენ არც ტელეფონი გვაქვს, არც კომპი. რანაირად დამიკავშირდებიან?
 – გამოდის, რომ ტელეფონი და კომპიუტერი გჭირდება?
დავითი: ეს ახლა მნიშვნელოვანი არაა. ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გვჭირდება, ძალიან ვწვალობთ რეცხვისას. ყოველ დღე ტანსაცმლის მთები გროვდება. დედიკოს აღარ შეუძლია მე და ჩემ დებს კიდევ ძალიან გვეძნელება რეცხვა. 
„როცა დიდი გავხდები ლამაზი მაცივარი მექნება, ბევრი გერიელი საჭმელით“
ლარისა: ყველა ბავშვი ამას გეტყვით, რომ სარეცხი მანქანა გვჭირდება. მართლა ძალიან გვიჭირს სარეცხის რეცხვა ხელით. სასწაულად ბევრი გროვდება. 
– სარეცხი მანქანის გარდა რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას?
ანა (8 წლის): მე ვიტყვი რა!
– აუცილებლად! შენც და შენმა დებმაც უნდა თქვან რაზე ოცნებობთ. 
ანა: მე მონიკა და ჟანა ერთ დიდ ოცნებაზე ვოცნებობთ - ეს ტელევიზორია. იცი ჩვენ რა უცნაური ტელევიზორი გვაქვს? წამო, გაჩვენო. ხან აჩვენებს, ხან არა. ხმაც ხან აქვს, ხან ეკარგება. პრინცესებიან მულტფილმებს არ აჩვენებს. სულ ვიღაც გიჟი ქალები და კაცები არიან, სულ ყვირიან, ჩხუბობენ. ვერ გავიგე რა უნდათ.
„ჩვენი ულამაზო ტელევიზორი, სულ ულამაზო რაღაცებს აჩვენებს“
მონიკა (6 წლის): მე კიდევ მხოლოდ ერთზე ვოცნებობ. „სამაკატი“ მინდა, მეტი არაფერი. აი რომ მქონდეს ჭამაც არ მომინდება. ოღონდ მართლა! და დედიკოს არასდროს ვთხოვ კამფეტები მიყიდოს. არასდროს „მთხოვნიან“ ხოლმე სხვა ბავშვები, მე კიდევ ისე მინდა, ისე მინდა. სიზმარშიც მესიზმრება როგორ დავქრივარ. დედას გეფიცები!
ჟანა (5 წლის): მეც ერთი ოცნება მაქვს. ფანქრები მინდა ბევრი-ბევრი, რომ ყველა ერთად დავსხდეთ და დავხატოთ! 
„ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყველაფერს-ყველაფერს ვათხოვებთ ხოლმე ერთმანეთს“
ზურა (4 წლის): მე ნაყინი მომიტანე! ფანქრები არაა გემრიელი.
– გაგისინჯავს?
ზურა: ფუუუ! არააა! 
– და იქნებ რამე ნაყინზე გემრიელიც არსებობს?
ზურა: დედიკოა ყველაზე გემრიელი, მაგრამ არ იჭმევა!
„ეს კარტოფილი ნაყინად რომ გადაიქცეს ყველას გვეყოფოდა“
ლარისა: ვცდილობ ეკონონომია გავაკეთო ყველაფერზე, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს. მომთხოვნები არ არიან, ყველაფერს ჭამენ, მაგრამ სასუსნავებისთვის ფული არასდროს მრჩება. ყოველ დღე სადილი სოციალური სასადილოდან მომაქვს, ეს ძალიან მეხმარება. როცა ვიცი, რომ დღეში ერთხელ მაინც შევძებ შვილების დაპურებას - ისე აღარ მეშინია. 
 – თქვენი საჭიროებების შესახებ მითხარით.
ლარისა: ეს ზამთარი ძლივს გადავიტანეთ, კინაღამ გავიყინეთ. ერთი შეშის ღუმელი გვაქვს, დათოს მოჰქონდა ფიჩხები ან ხის ნაჭრები, რომ ყინვისგან სული არ გაგვძრომოდა. საშინელი ზამთარი გამოვიარეთ. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ძალიან მეხმარებოდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი შვილების ბედი ადარდებდა. ის დამყვებოდა სამშობიაროში, ის იყვანდა პირველი შვილიშვილებს ხელში... და აი ასეთი მამა დავკარგე. ახლა კი დათომ ითავა ფუნქცია გვერდში მედგას და დამეხმაროს ყველაფერში.   
„აი ეს ძირგავარდნილი ტაშტი ასრულებს სარეცხი მანქანის ფუნქციას“
– თქვენ აუცილებლად გჭირდებათ წყლის და ოთახის გამათბობელი, ხომ ასეა? 
ლარისა: კი, ასეა. ჩემით ამას ვერასდროს ვიყიდი. კიდევ გავკადნიერდები და ტელევიზორს და ტელეფონსაც გთხოვთ. ჩვენ დროს ტელეფონის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ცხოვრება. ვიცი, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები არაა და მათ გარეშეც შეიძლება სიცოცხლე, მაგრამ მართლა ძალიან გვჭირდება. ტანსაცმელს გვჩუქნიან და ძალიან ვუფრთხილდებით, მაგრამ ფეხსაცმელებზე დიდი პრობლემა გვექმნება. ნახმარი ფეხსაცმელი მალე ცვდება. მორჩა, აღარფერს ვიტყვი, ისედაც ზედმეტი მომივიდა. ზოგი დედა შვილებისთვის საჭმელს ვერ ყიდულობს, ზოგ დედას შვილი ავად ყავს, მე კიდევ ჩემი პრობლემებით შეგაწყინეთ თავი. მაგრამ ღმერთია მოწმე, სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ყველანაირ პრობლემას თავს ვართმევდი, ახლა კი ძალიან გამიჭირდა. ამიტომ თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
სახლი ფანჯრების და ბავშვები მომავლის გარეშე
***
მეგობრებო, ეს ოჯახი დახმარებას თქვენ გთხოვთ, რადგან სხვა უფრო ახლობელი, მათ არავინ გააჩნიათ. ვიცით, რომ შვიდი პატარას ბედი და მომავალი თქვენთვის სულ ერთი არ იქნება. მათ არაფერი აქვთ და დახმარებასაც არსაიდან ელიან. 
ეს საქართველოს შვილები არიან , ჩვენი შვილები. ისინი უნდა გადავარჩინოთ, მათ აქვთ უფლება ბედნიერად იცხოვრონ.
ნებისმიერი სახის დახმარება ამ ოჯახის გადარჩენის საწინდარია. პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, სარეცხი მანქანა, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი და ტელეფონი - ეს ის მცირედია, რაც ამ ოჯახს ძალიან სჭირდება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბავშვებს პლანშეტებთ, ველოსიპედებთ, და სხვა სათამაშოებსაც გავახარებდით. ერთიანი ძალისხმევით ამ ოჯახოს გახარებასაც შევძლებთ, ისევე, როგორც უკვე ათასობით ოჯახი გავახარეთ. 
თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ მათი მონახულება და გახარება, ეს მათი მისამართია: სენაკი, ჩხეტიას ქ. 39
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(назначение: ახვლედიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help