რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,496.97

დონორი

1436

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

ის 75 წლისაა, მისი მეუღლე კი 86-ის! თავად უსინათლოა, მან კი მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ მას ცნობს – ყველაზე საყვარელ და მზრუნველ ადამიანს! ორივე ბავშვივით გულთბილი და კეთილი არის! მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და მათი გულისამაჩუყებელი მზრუნველობით ტკბობა მოუნდება ადამიანს! რომელსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ნახავთ!!!

გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი შეუპოვარი და კეთილი გმირიც არ გამოჩნდება! „ძალიან, ძალიან რთულია ცხოვრება, როდესაც ყველა ცდილობს შენს მოტყუებას“ – ამბობს ზურაბი, რომელსაც ნაძირალა ექიმები ორი წლის განმავლობაში იმისთვის „ მკურნალობდნენ“, ვითომდა მხედველობა რომ დაებრუნებინათ. ამ დროს კი, თვალის ნერვი დიდი ხნის მკვდარი იყო. ექიმებმა უკანასკნელი თეთრები გამოსძალეს ამ ოჯახს! მათი პოვნა და უტიფარ თვალებში ჩახედვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა… ზოგ „მხეცს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, ბინა რომ წაართვას, ზოგი კი ელის, როდის დაიხოცებიან შიმშილითა და სიცივით, რის შემდეგაც ბინის მითვისებას უფასოდ შეძლებს! ამიტომ, დანარჩენმა „მხეცებმა“ შემწეობის გარეშე დატოვეს და დროდადრო ინტერესდებიან… არა, მათი ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობით კი არა, არამედ იმით, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუ არა? „ნეტავ, მალე ამოხდეთ სული!“

შემოწირულია

₾26,231.96

დონორი

1607

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მოხდა სასწაული! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი

ანი (19 წლის): წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ყავარჯნები გვერდზე გადავდე და წავედი. ოთხი-ხუთი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე. ეს ენით აუწერელი გრძნობაა! ექიმები ამბობენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ცოტა ფეხებში მაქვს ტკივილი. მაგრამ ეს ტკივილებიც დადებითი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობა უბრუნდება ფეხებს. სხეული აღდგენას იწყებს ოპერაციის შემდეგ.

შემოწირულია

₾13,014.90

დონორი

809

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

ენით აღუწერელი ტკივილი! ოჯახი 10 წელი ნატრობდა ამ ულამაზესი პატარა გოგონას გაჩენას, ის კი დღეში რამდენიმეჯერ კვდება და უბრუნდება სიცოცხლეს, მხოლოდ გაუბედურებული დედის სიყვარულის დამსახურებით! ადგილობრივმა ექიმებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს საბრალო ბავშვი!

ბარბარე მხოლოდ ერთი წლის არის და ცრემლი არასდროს აშრება თვალზე. მის ულამაზეს თვალებს ბედნიერება არასდროს უნახავთ. საბრალო მშობლები – ირა და ავთანდილი – 10 წლის განმავლობაში ნატრობდნენ შვილს და ახლა, იძულებულნი არიან უყურონ მის ცრემლებს და ტანჯვას, იმას, თუ როგორ კვდება დედის მკლავებში და უბრუნდება სიცოცხლეს დღეში რამდენიმეჯერ მათი ნანატრი შვილი! მხოლოდ ექიმების უყურადღებობის, დაუდევრობის და უგულობის გამო ხდება ეს ყველაფერი!

შემოწირულია

₾24,420.59

დონორი

2008

მინდა დავეხმარო
19 - 24 of 36 items
1 2 3 4 5 6

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

19 - 24 of 31 items
1 2 3 4 5 6