რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!
შემოწირულია
₾8,145.53
დონორი
577
მრავალშვილიანი ოჯახები
ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!
₾530,454.05
40827
გაჭირვებულები
შეჭირვებულთა, სნეულთა და უბედურთა დახმარებით, შენ მათ კი არ უწვდი დახმარების ხელს, არამედ ძეს ღვთისას!
„რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ… ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.“ (მათეს სახარება 25:35-36, 40)
₾468,965.11
42797
35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის. კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – მედიცინისა და საღი აზროვნების ყველა წესის თანხმად, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს ამქვეყნად, მაგრამ მისმა პატარა გოგონებმა, ნიცამ და ანიტამ მოახერხეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ მეცნიერების ყველა კანონის მოტყუება, საყვარელი მამიკოსთვის „ახალი კანონი“ დაწერეს, რომლის თანახმად, მას სიკვდილის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა! „უკვე ერთი წელია, გიორგი სიკვდილს ატყუებს… ამჟამად, 6:0 გახლავთ ანგარიში გიორგის სასარგებლოდ“
₾8,869.91
496
ავადმყოფი ბავშვები
ეს 11 წლის ხათუნაა. ბავშვს ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს. არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება! თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება? დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი! ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!
₾6,494.85
410
ჯერ კიდევ გუშინ, სავსებით ბედნიერი და ჯანმრთელი ქალი ვიყავი. საყვარელი მეუღლე და შვილი მყავდა! თითოეული თქვენგანიც ძალიან მიყვარს! დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, მაგრამ არ მინდა, მაწანწალა ძაღლივით, ქუჩაში გავატარო უკანასკნელი დღეები! ჩემო თანამემამულეებო, თქვენი სიკეთისთვის უფალი დაგლოცავთ!
₾14,386.12
1260
ლაზარე: არ მახსოვს, გუშინ რა ვჭამე… დედას საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, მაგრამ ყველას არ გვყოფნის. ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ვინც მოასწრებს, ისიც ჭამს. მე ვერ მოვასწარი, ქუჩაში ვთამაშობდი. ამიტომ მშიერი დავრჩი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელმე თქვენგანი ყოველდღე უყურებდეს საკუთარი შვილების მშიერ თვალებს და არ ჰქონდეს მათი გამოკვების საშუალება. მოდი გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ამ მშვენიერ ბავშვებს. ჩვენ გვჯერა თქვენი სიკეთისა და გულმოწყალებისა! სიკეთის კეთება იმაზე ადვილია, ვიდრე გვგონია!
₾3,890.34
304
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
₾2,343.99
159
განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პიროებში ცხოვრობენ.
₾347.00
20
დავეხმაროთ ოჯახს
საქართველოში დაახლოებით 70 000 ბავშვი ვერ იღებს საჭირო ოდენობის საკვებს.
₾3,208.31
106
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.
₾918.00
57
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 4 წელიწადზე მეტია, კვირაში 7 დღე დღესასწაულებზე და უქმე დღეებში ეხმარება უმწეო და გაუწყლოვანებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ..
₾644.12
51