რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
მრავალშვილიანი ოჯახები
ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!
შემოწირულია
₾615,389.01
დონორი
46797
გაჭირვებულები
შეჭირვებულთა, სნეულთა და უბედურთა დახმარებით, შენ მათ კი არ უწვდი დახმარების ხელს, არამედ ძეს ღვთისას!
„რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ… ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.“ (მათეს სახარება 25:35-36, 40)
₾468,965.11
42797
ავადმყოფი ზრდასრულები
უკვე სამი თვეა, გიო კომაშია. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ისაა, რომ თვალებს ახელს და ხუჭავს. დაფიქრდით, რაოდენ აუტანელ მდგომარეობაშია – 21 წლის ბიჭი იძულებულია, მთელი დღეები საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატაროს და აპარატის მეშვეობით ისუნთქოს. წყალი და საკვები კი ზონდის მეშვეობით მიიღოს. მაგრამ ყველაზე საშინელება არის კრუნჩხვები, რომლებიც გიოს ტანჯავს. შეტევები იმდენად ძლიერია, რომ მკლავები და ფეხები ეკრუნჩხება. როგორ უძლებს ამხელა ტანჯვას? როგორ ახერხებს, სიცოცხლე შეინარჩუნოს? დედა მუდმივად მის გვერდით არის, 24 საათის განმავლობაში: შვილს გულში იკრავს, სანამ შეტევა არ დასრულდება. გულმოკლული ქალი შვილის ხელს მაგრად უჭერს და გამუდმებით ელაპარაკება იმის იმედით, რომ გაიგებს მის სიტყვებს: „გიო, შვილო! გონს მოდი!“ გიოს ახალგაზრდულ და ბედნიერ ცხოვრებას წამში მოეღო ბოლო. 2024 წლის 15 სექტემბერს ბიჭი საშინელ ავარიაში მოყვა გერმანიაში, სადაც სამუშაოდ იყო ჩასული. სხეულისა და ორგანოების მრავალი დაჟეჟილობა არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც გულმკერდის არეში დარტყმა. მას გული გაუჩერდა. გადარჩენის შანსს, გარანტიას ან ცრუ იმედებს არავინ იძლეოდა. სასწაული მოხდა. გიო გადარჩა. გერმანელმა ექიმებმა ბიჭის „საიქიოდან“ დაბრუნება მოახერხეს. გული ამუშავდა, მაგრამ გონს ვერ მოვიდა და კომაში ჩავარდა. დიაგნოზი არასანუგეშოა – თავის ტვინის ინფარქტი. საბედნიეროდ, გიოს აქვს შანსი, სიცოცხლეს დაუბრუნდეს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე მოიგო. გთხოვთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინოთ! თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდება!
₾36,527.47
1878
35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის. კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – მედიცინისა და საღი აზროვნების ყველა წესის თანხმად, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს ამქვეყნად, მაგრამ მისმა პატარა გოგონებმა, ნიცამ და ანიტამ მოახერხეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ მეცნიერების ყველა კანონის მოტყუება, საყვარელი მამიკოსთვის „ახალი კანონი“ დაწერეს, რომლის თანახმად, მას სიკვდილის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა! „უკვე ერთი წელია, გიორგი სიკვდილს ატყუებს… ამჟამად, 6:0 გახლავთ ანგარიში გიორგის სასარგებლოდ“
₾8,869.91
496
აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!
₾1,325.58
58
ავადმყოფი ბავშვები
ეს 11 წლის ხათუნაა. ბავშვს ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს. არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება! თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება? დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი! ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!
₾6,594.85
411
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
₾2,343.99
159
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
₾3,147.58
145
განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პიროებში ცხოვრობენ.
₾347.00
20
დავეხმაროთ ოჯახს
საქართველოში დაახლოებით 70 000 ბავშვი ვერ იღებს საჭირო ოდენობის საკვებს.
₾3,208.31
106
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.
₾918.00
57
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 4 წელიწადზე მეტია, კვირაში 7 დღე დღესასწაულებზე და უქმე დღეებში ეხმარება უმწეო და გაუწყლოვანებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ..
₾644.12
51