რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!

გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, – გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის საყვარელ დედიკოს გული რომ გვატკინოს, – ძალიან გამიმართლა, გავიღვიძე და ჯერ არ წამერთვა თვალის ჩინი. მხედველობის ოცდაათი პროცენტი მაქვს შენარჩუნებული ერთ თვალში. საკუთარ ხელებს ვხედავ და ეს ნიშნავს იმას, რომ უბედნიერესი ბიჭი ვარ ამქვეყნად! პირს ვიბან, მერე კი დედას ვეხუტები! რა ლამაზია მისი სახე! როგორი თბილი და მოსიყვარულე ხელები აქვს!“ მაგრამ… უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!

შემოწირულია

₾6,572.48

დონორი

459

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

₾6,454.85

დონორი

407

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„დედა, მიშველე, ვიხრჩობი!..“

გვისმინე, იესო! დაეხმარე უბედურ ადამიანებს და ნუ დაგვტოვებ ჩვენც უპასუხოდ! ვის მივმართოთ? რა ცოდვის გამოა ამ მოსიყვარულე და ასე დაუმსახურებლად დატანჯულ ოჯახში სამი პატარა ქართველი ბავშვი დამცირებული და შიმშილობამდე მიყვანილი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე? წარმოგიდგინე, უფალო, რომ ზუსტად ამ დღეებში, მას შემდეგ, რაც ბავშვი კინაღამ ასჯერ მოკვდა დედის თვალწინ, თანამდებობის პირთაგან ერთ-ერთმა ინება და გერმანიაში გადააგზავნა 6 წლის გრიგოლის ანალიზები, რომელიც საშინელი ეპილეფსიური კრუნჩხვებით იტანჯება!

შემოწირულია

₾6,379.04

დონორი

522

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ჩემი საბრალო ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით!!!

„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!

შემოწირულია

₾5,106.64

დონორი

300

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

თამარი: „10 წლის წინ რომ მცოდნოდა თქვენი ფონდის და კეთილი ადამიანების შესახებ, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით გვერდში გიდგათ, ახლა პარალიზებული არ ვიქნებოდი! მე ხომ გოგო ვარ! ვაიმე, რა გულსატკენია!“

„ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტირებთ! – ამბობს თამარი, – ჯერ კიდევ ვცოცხლობ, მჯერა, რომ ერთადერთი არ ვარ ქართველთა შორის! ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი ფეხზე დაყენება. უბრალოდ, დედას არაფრის საშუალება არ გააჩნია! ის ჩემზე უფრო უბედურად გრძნობს თავს. წყეული ფიბრომა თანდათან კლავს!!! ხელით დავყავარ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ეს სასტიკად აუკრძალეს! რით დაიმსახურა ამხელა ტკივილი? ის ხომ უბრალო ქართველი ქალია!“

შემოწირულია

₾4,316.35

დონორი

267

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია. 

შემოწირულია

₾3,696.34

დონორი

220

დიახ! მსურს დახმარება!
37 - 42 of 47 items
1 5 6 7 8

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული!

„ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც…“ – 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას – „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ – შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი – მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“

შემოწირულია

₾6,915.60

დონორი

416

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

დღეს ანუკიმ ერთი წლის უნანს პურის ნატეხი წაართვა. უნანი კივის და ჩირქიან ცრემლებს ღვრის! მას სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევა! მთელ ამ საბრალო ოჯახს კი – საჭმელი!

მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე, მშრომელი და თბილი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც კი ოდესმე გვინახავს ჩვენი რთული მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში! ღმერთო, მიეცი მათ სახსრები, ანას რომ უმკურნალონ და დააპურე ეს მშიერი ბავშვები! მათ ხომ, არაფერი დაუშავებიათ და არ იციან, როგორი იქნება მათი ხვალინდელი დღე, თუ ჩვენ მათ ოდესმე მივატოვებთ და აღარ ვიზრუნებთ მათზე!

შემოწირულია

₾6,816.75

დონორი

627

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!

„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ პასუხს!“
მშობიარობისას ექიმებმა ახალშობილს დაუნდობლად მოტეხეს ფეხი და არაფერი უთხრეს საბრალო დედას! ახლა, პატარას არ ეზრდება მარცხენა ფეხი! მადლობა უფალს, რომ არსებობს გამოსავალი! მას საზღვარგარეთ სჭირდება ოპერაციის გაკეთება! და შესაძლოა, ერთი ოპერაცია არ იყოს საკმარისი. მაგრამ, რაც მთავარია, მისი გამოჯანმრთელება შესაძლებელია! და ეს უდიდესი ბედნიერება არის! ნიკოლოზს სიარული და ხოხვა ძალიან უნდა, მასაც უნდა, სამყაროს გაცნობა ისევე, როგორც ჩვენს შვილებს. ამის გაკეთებას რომ ცდილობს, ცხარე ცრემლებით ტირის. ნუთუ, სამშობიაროში ამაზე არავინ აგებს პასუხს?! მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ?!

შემოწირულია

₾6,700.97

დონორი

545

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
37 - 42 of 186 items
1 5 6 7 8 9 31