ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა, ძალიან მტკივა... მაგრამ მაინც სიცოცხლე მინდა! ნუ დაუშვებთ, რომ მოვკვდე!

„დე, მიშველე! ვკვდები, დე!“ - ოდნავ გასაგონი ხმით კბილებში სცრის ეკა. მას უკვე ყვირილს თავიც კი აღარ აქვს... – „უკვე მოვკვდი, დე? ჯოჯოხეთში ვარ? ღმერთო, ასე ძალიან რატომ მტკივა?“ - საბრალო გოგონა ტუჩს დასისხლიანებამდე იკვნეტს და დედას ხელს უფრო და უფრო მაგრად უჭერს, ცრემლები კი ღაპაღუპით სდის თვალებიდან.
3,443.21 ₾
206
დონორები
შეგროვებულია

„დე, მიშველე! ვკვდები, დე!“ - ოდნავ გასაგონი ხმით კბილებში სცრის ეკა. მას უკვე ყვირილს თავიც კი აღარ აქვს... – „უკვე მოვკვდი, დე? ჯოჯოხეთში ვარ? ღმერთო, ასე ძალიან რატომ მტკივა?“ - საბრალო გოგონა ტუჩს დასისხლიანებამდე იკვნეტს და დედას ხელს უფრო და უფრო მაგრად უჭერს, ცრემლები კი ღაპაღუპით სდის თვალებიდან.

ეკა 14 წლისაა; მხოლოდ 25 კილოგრამს იწონის; „გაუმართლა“ და შარდის ბუშტის გარეშე დაიბადა; მთელი ორგანიზმი მოწამლული აქვს და ახლა თუ არ დავეხმარეთ, ყველაფერი ძალიან სევდიანად დასრულდება... მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯოჯოხეთური ტანჯვისა და არაადამიანური ტკივილის გარდა მას არაფერი ახსოვს. საბრალო, პატარა, სუსტმა გოგონამ რამდენიმე ოპერაცია და ნარკოზი გადაიტანა, საავადმყოფოს კედლები კი მისთვის მშობლიურ სახლად იქცა.

„როცა ეკა ტკივილისგან ყვირის, ყურებზე ხელს ვიფარებ და სახლიდან გავრბივარ. ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა უკვე აღარ შემიძლია!“ – 12 წლის ვასო შეშინებული თვალებით გვიყურებს და უჭირს სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას განიცდის, როდესაც დის ტანჯვა-წამებას ხედავს. - „მაგრამ ცუდი არაფერი იფიქროთ, - ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო! ჯართს ვაბარებ, ფულს ვაგროვებ და დედას ვაძლევ, როცა წამალი აქვს საყიდელი... უბრალოდ მის ტკივილს ვეღარ ვუყურებ... აღარ შემიძლია!“

„თავს დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, მაგრამ მერე ჩემს საბრალო გოგონას ვინ მიხედავს?“ - გულამომჯდარი ტირის საწყალი დედა და ხელებს ცისკენ აპყრობს. – „ამ მრავალწლიანი ტანჯვის პერიოდში ყველა რესურსი ამოვწურეთ, ყველაფერი გავყიდეთ, ყველანაირი სესხი ავიღეთ და უამრავი ვალი დავიდეთ. არადა, მხოლოდ ერთი და იმედია, უკანასკნელი ოპერაციაღა დაგვრჩა და როგორც იქნა, ეკაც გაიგებს, რა არის ნორმალური ცხოვრება... მჯერა, რომ უფალი არ დაგვტოვებს!“

ნინო, მესმის, რომ შვილის დაავადებაზე საუბარი ძალიან გიჭირთ, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, როგორ მიხვდით, რომ ეკატერინეს დახმარება სჭირდებოდა?

ნინო: ეკა სუსტი ბავშვი იყო, წონაში ძალიან რთულად იმატებდა. ექვსი წლის ასაკში მხოლოდ 15 კილოგრამს იწონიდა! ადგილობრივი ექიმები გვეუბნებოდნენ, საშიში არაფერიაო და ვიტამინებს უნიშნავდნენ... მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. როცა ჩემი გოგონა ექვსი წლის გახდა, ხელში ავიყვანე და თბილისში ჩამოვედი. მეგონა დედაქალაქის ექიმები ეკას უფრო საფუძვლიანად შეამოწმებდნენ... და ასეც მოხდა! აღმოჩნდა, რომ ერთი პრობლემა კი არა, უამრავი დაავადება გვქონდა, რომლებსაც გამოვლენა და მკურნალობა სჭირდებოდა. ერთ კვირაში მე და ეკამ ქალაქის თითქმის ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ, ათობით ექიმი ვინახულეთ და ასობით ანალიზი გავიკეთეთ... 

ღმერთო ჩემო! ალბათ ამ დღეების განმავლობაში რა აღარ გადაიტანეთ...

ნინო: რა მექნა, არ ვიცოდი... ექიმები ისეთებს ამბობდნენ, ტირილი მინდოდა. ბავშვს თურმე შარდის ბუშტი დაბადებიდან არ ჰქონია და მთელი ორგანიზმი ეწამლებოდა... თირკმლებთან, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა... არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გადავიტანეთ... აღარაფერს ვამბობ ფინანსებზე - იმ დღეებში ყველა ჩვენ გვეხმარებოდა: დედამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომელსაც უკვე მე-8 წელია ვერ ვიხდით... ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში 50,000 ლარზე მეტი დავხარჯეთ, ახლა კი უკაპიკოდ დავრჩით; საკვების და წამლების საყიდელი ფულიც კი აღარ გვაქვს.

რაზე ცხოვრობთ, ნინო? რა შემოსავალი და ხარჯები გაქვთ?

ნინო:ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 280 ლარი და ჩემი გოგონას ინვალიდობის პენსია - 200 ლარი. მისი პენსია წამლებზე და საფენებზეც კი ძლივს გვყოფნის. ახლა ანტიბიოტიკის ხუთი აბი მაქვს საყიდელი, რომ ორგანიზმში ანთება ჩავაცხროთ - მაღალი სიცხე აქვს - 40°C! „ნექსიუმის“ ხუთი აბიც საყიდელია - კუჭისთვის. თქვენი აზრით, რა ღირს? 80 ლარი! წარმოგიდგენიათ? რომ ვიყიდო, აღარც საფენების ფული დამრჩება, აღარც საჭმლის და აღარც სხვა წამლების, რომლებიც ეკამ ყოველდღიურად უნდა სვას. არადა, კიდევ ორი შვილი მყავს: 12 წლის ვასო და 16 წლის ეთერი. ჩემმა მეუღლემ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა - კომპანია დახურეს, სადაც მუშაობდა. ჩვენი რეგიონი მდიდარი არაა. ვისაც შეუძლია, მაღაროში მუშაობს, მაგრამ არსენს ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს. მითხარით, რა ვქნათ? როგორ ვიცხოვროთ? იმას ვუყუროთ, როგორ კვდება ერთი შვილი ტკივილისგან და დანარჩენები - შიმშილისგან? (ტირის.)

ვასო (12 წლის):შეიძლება, მეც გითხრათ? არ გეგონოთ, რომ დედას არ ვეხმარები! ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. ყულაბა მაქვს და როცა ჩემს დას წამლები აღარ აქვს, მაშინ ვტეხავ. ბოლოს მისთვის მთელი 20 ლარი ვიშოვე! ვიცი, ბევრი არაა, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერია!

და შენთვის რის ყიდვას ისურვებდი? ფულს რისთვის აგროვებდი?

ვასო: ჩემი დებისთვის საწოლების ყიდვა მინდოდა. არ გვაქვს... მზად ვარ იატაკზე დავიძინო, ოღონდ გოგონები იყვნენ კარგად.

ნამდვილი რაინდი ყოფილხარ!

ვასო: არა მგონია. ჩვეულებრივი კაცი ვარ. ყველა ასე მოიქცეოდა.

ნინო: ხედავთ? სახლში ყველანი მხოლოდ ეკატერინეზე ვფიქრობთ; ოღონდაც მას შევუმსუბუქოთ ტანჯვა... როცა ყვირილს იწყებს, ვასო სახლიდან გარბის; ეკას ტანჯვას ვეღარ უყურებს.

ნინო, მოდი ჩვენს მკითხველებს ვუამბოთ რა ოპერაციები გაკეთდა და ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რა გჭირდებათ?

ნინო:შარდის ბუშტის აღდგენის მიზნით სამი ურთულესი ოპერაცია გაკეთდა; შემდეგ ორ-ორი თვე საავადმყოფოებში ვიწექით, რადგან აღდგენა მძიმედ მიმდინარეობდა. პირველი ოპერაცია ეკას 6 წლის ასაკში გაუკეთეს; იმ წელს სკოლაში მივდიოდით. ოპერაციის შემდეგ ჩემი საბრალო გოგო სკოლის ჩანთაზე ნაკლებს იწონიდა...

ახლა კიდევ ერთი და იმედი მაქვს, უკანასკნელი ოპერაცია გვჭირდება, ამის შემდეგ კი რთული აღდგენითი პროცესი დაიწყება, უამრავი წამალი და სარეაბილიტაციო კურსი დაგვჭირდება. თუ ამ ყველაფრისთვის ფულის მოგროვება ვერ შევძელით, ოპერაციის გაკეთებას უბრალოდ აზრი აღარ ექნება. ბავშვი შეიძლება ინფექციისგან მოკვდეს...

წამლებისა და რეაბილიტაციის გარდა კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?

ნინო: გვჭირდება, რა თქმა უნდა! ხომ ვამბობ, თავი ძლივს გაგვაქვს. არც საწოლები გვაქვს, არც საკვები... მაგრამ მთავარია ეკა იყოს ჯანმრთელი!

თქვენს ტკივილს ჩვენს მკითხველებამდე აუცილებლად მივიტანთ! მათი გულის კარი ღიაა უფლისა და სიკეთისთვის!

ნინო: მჯერა, რომ გაგვიგონებენ! მჯერა, რომ გვერდში დაგვიდგებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს უკვე აღარაფრის სჯერა... შეხედეთ, ჯერ კიდევ ტირის!.. მჯერა, რომ შეძლებთ მისთვის საპირისპიროს დამტკიცებას!

***

  მეგობრებო, ეკატერინე ჩუბინიძის და მისი ოჯახის ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარს ჰგავს. ტკივილი არ ცხრება, არ არსებობს სრულფასოვანი მკურნალობა. ოჯახს ძალიან უჭირს და დახმარებას ითხოვს! შეუძლებელია უბედური ბავშვის სიტყვები გულით მოისმინო და გულგრილი დარჩე!

შეგიძლიათ ეკატერინეს თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. მათი მისამართია: ჭიათურა, სოფ. მღვიმევი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ეკატერინე ჩუბინიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ეკატერინეს და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: