რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
სერგო (8 წლის, არტიომის ძმა): „ჩემი ძამიკო სულ ოთხზე დადის! ცოტა ხანს ასე ხოხვა შენც სცადე! მე ვცადე… და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, სისხლი მდიოდა! არტიომი კი ყოველდღე ასეთ დღეშია!“
ასე ხოხვა ძალიან ძნელია და მტკივნეული… მაგრამ სერგოს საყვარელი ძმის გამხნევება სურს და ამიტომ დახოხავს მასთან ერთად!
„საუკეთესო ძმა არის ამქვეყნად სერგო“
ამ ოჯახის ისტორია გახლავთ ბრძოლის, სიყვარულის და თავგანწირვის ისტორია. გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ ოჯახს, სადაც სიყვარული სუფევს, შეუძლია ნებისმიერი სირთულის დაძლევა. ისინი ითხოვენ დახმარებას და ახლა, როდესაც მათი ბრძოლის შესახებ შეიტყობთ, თქვენც საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რის გაკეთება შეგვიძლია, რით დავეხმაროთ? რას გავაკეთებდით საკუთარი შვილების გამო, მკურნალობის საშუალება რომ გვქონდეს და ვხედავდეთ, როგორ იტანჯებიან ისინი?
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!
პავლე (მამა): არტიომი არის ჩვენი პირველ შვილი. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ ველოდით ყველანი. თითქოს არაფერი ჩანდა საშიში, მაგრამ მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი პრობლემებით დაიბადა. თითქოს მდუღარე წყალი გადაგვასხეს. ძალიან ვდარდობდით, ძალიან… იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა! მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ ბავშვი მიგვეტოვებინა და „ბედნიერად“ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. რა სისულელეა! საკუთარ სისხლსა და ხორცზე ვინ იტყვის უარს? ალბათ, მხოლოდ უგულო პირუტყვი!
„მხოლოდ გულქვა ადამიანს შეუძლია უარის თქმა საკუთარ შვილზე, როგორიც არ უნა გაჩნდეს“
— არაერთი მამა ასეთ განსაცდელს ვერ უმკლავდება, ოჯახიდან მიდის და სნეულ ბავშვს უბედურ, უმწეო დედას უტოვებს. ზოგი ცოლ-შვილს სახლიდან აგდებს ან არჩევანის წინაშე აყენებს: ან უნარშეზღუდული ბავშვი, ან ოჯახი…
პავლე: ღმერთმა დამიფაროს! არტიომის გაჩენის შემდეგ ჩვენ ერთნი გავხდით. სად უნდა წავიდე ან ისინი სად უნდა გავუშვა? ეს ზღაპრებია. საზოგადოებამ უნდა გარიყოს ასეთი ადამიანები და გამარჯობასაც არავინ არ უნდა ეუბნებოდეს! მაგრამ ეს ჩემი განსახილველი არ არის! ამისთვის არ შემიწუხებიხართ.
„საბრალო ბიჭუნას დაჭიმული აქვს ყველა კუნთი და ეს არ აძლევს საშუალებას, ნორმალურად იცხოვროს“
— კი, მართალს ამბობთ! თქვენი შვილისა და მისი მდგომარეობის შესახებ გვიამბეთ.
პავლე: არტიომი რომ დაიბადა, ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული, ახრჩობდა. სასწრაფომ გადაიყვანა თბილისში და ძლივს გადაარჩინეს. მაშინ გვითხრეს, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნებოდა. ჰაერის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. მე და ჩემი მეუღლე კი ყველა წმინდანს ვევედრებოდით, რომ ჩვენი შვილი ცოცხალი გადარჩენილიყო. და სასწაულიც მოხდა! მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ბავშვმა გადაადგილება შეძლოს: დაგვყავდა ექიმებთან, რეაბილიტაციაზე, ლოგოპედთან… შედეგიც სახეზეა. არტიომს ხოხვა, ცალკეული სიტყვების წარმოთქმა, ემოციების გამოხატვა შეუძლია. ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ მცენარესავით იქნებოდა და არაფერი ეშველებოდა. ამჟამად დაჭიმული აქვს ყველა კუნთი. ხანდახან იმდენად, რომ მეშინია. მეჩვენება, თითქოს ძვლებს დაუმტვრევს.
„ჩემს ძამიკოს სულ ვეთამაშები ხოლმე. პლანშეტი რომ გვქონდეს, მულტფილმების ერთად ყურებას შევძლებდით“
— არტიომისთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
პავლე: არტიომს აქვს ისეთი დაავადება, რომ განვითარდეს, სპეციალისტების დახმარება აუცილებლად სჭირდება! უნდა ჩაუტარდეს მასაჟის კურსი, კუნთების დაჭიმულობა რომ მოიხსნას და ტონუსი შენარჩუნდეს ძვლების სწორი ზრდისთვის და სახსრების მოქნილობისთვის. ჩვენ კი ფული საერთოდ აღარ გვაქვს. ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. ყველაფერი გავყიდეთ, რაც ფასეული გაგვაჩნდა, ვალები დავიდეთ, ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ… აღარაფერი გვაბადია. ახლა უფალმა თქვენთან მოგვიყვანა. თქვენ ხართ ჩვენი უკანასკნელი იმედი. არტიომის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ შუა გზაზე მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება.
„დაეხმარეთ ჩემს ძამიკოს, ძალიან გთხოვთ!“
სერგო: ვიცი, რომ დაგვეხმარებით! თქვენ ხომ მშველელები ხართ! ერთხელ ვიდეოში ვნახე, ერთ ბიჭს, რომელიც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი ძმა, სკამი და ეტლი აჩუქეთ. ჩემს ძმასაც სჭირდება! კიდევ, ველოსიპედი და პლანშეტი რომ აჩუქეთ ერთ ბიჭს.
— ველოსიპედი და პლანშეტიც შენს ძამიკოს სჭირდება?
სერგო: როგორ გითხრათ… პლანშეტით მულტფილმების, ფეხბურთის და სხვადასხვა რამეების ერთად ყურებას შევძლებთ…
საბრალო ბიჭუნა პურის ნაჭერსაც კი ვერ იჭერს ხელში
„მინდა, ჩვეულებრივ ბავშვებს რომ ვგავდე. ძალიან მინდა!!!“
ძამიკო მუდამ მის გვერდით არის. მუდამ მზად არის, დაეხმაროს!
— პავლე, შევაჯამოთ. არტიომს რა სჭირდება?
პავლე: სჭირდება მასაჟის კურსი, ჩვენთვის კი ეს წარმოუდგენელი თანხაა. ერთი პროცედურის საფასურია 30 ლარი, ჩემს შვილს კი ოცი მაინც დასჭირდება. ეს პროცედურები ახალციხეში ტარდება. მე კი არ მაქვს საშუალება, წინ და უკან ვატარო ბავშვი ყოველდღე. ამიტომ მკურნალობის პერიოდში ბინა უნდა ვიქირაოთ და ასეთ ხარჯსაც ვერ გავწვდებით. ჩვენი შემოსავალია დედაჩემის და ჩემი შვილის საპენსიო თანხა, სოციალური შემწეობა და ჩემი სეზონური ნამუშევარი. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, მაგრამ თანხის შეგროვებას ვერაფრით ვახერხებ. კიდევ, სპეციალური ეტლი, სკამი და მაგიდა სჭირდება არტიომს.
სერგო: არ დაგავიწყდეს, ჩემზეც უთხარი, მამა!
— არ იდარდო, უკვე ჩაწერილია შენი სურვილები და აუცილებლად აგისრულდება!
სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობას გიხდით. ძალა ერთობაშია!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი აბასთუმანი, ასათიანის ქ. ბინა № 31.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
კორ.: ნინო
სულ ხარჯები:
3220.00₾დატოვა:
2186.64₾