რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ბავშვების დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვებს ქართველმა ექიმმა დაუზიანა თავის ტვინი! ჩვენ კი მისი სიტყვების გვჯერა. მეგობრებო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სიცოცხლეს ჩუქნით იმ პატარებს, ვინც ექიმებმა დაასახიჩრეს, რაზეც პასუხს არავინ აგებს! გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მკურნალობის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ღვთისნიერო ადამიანებო, ახლა საბრალო ბავშვების ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა!

ტყუპებზე ორსულობა გაურთულდა საბრალო დედას, რადგან ჰიდრონეფროზი (თირკმელების დაავადება) აღმოაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, როდესაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა და თირკმელში სტენტი ჩაუდგეს. შეჭირვებული ქალი ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წვალებით მოგროვებული თანხით მივიდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თირკმელში ჩადგმული სტენტის გამო, მხოლოდ საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო მისი მშობიარობა და არა ფიზიოლოგიურად, რადგან ეს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ბავშვების საბრალო დედამ ვერ შეძლო მშობიარობამდე დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეტარებინა. იცით, რატომ? წყეული უფულობის გამო. ამიტომ იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი ქალისთვის და საბრალო ტყუპებისთვის.

ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ორი ბავშვის გაჩენა შეეძლო ქალს, რომელსაც სტენტი ჰქონდა ჩადგმული თირკმელში. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… დიახ, გართულებული მშობიარობის გამო, ბავშვებს ასფიქსია განუვითარდათ და თავის ტვინი დაუზიანდათ. უპასუხისმგებლო ექიმს კი იმ ღამით მშვიდად ეძინა სახლში. მეორე დღეს კი პრეტენზიები გამოთქვა დედის მიმართ: „რა გატირებს, შენი შვილები ავადმყოფები დაიბადნენ, ასეთი ბავშვები რაში გჭირდებაო?“ დიახ, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმა გაბედა გამწარებულ დედასთან ექიმმა. იმ ექიმმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის.

შემოწირულია

₾6,594.53

დონორი

482

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არცერთ ბავშვს არ დაემართება ასეთი საშინელება. თითქოს საქართველოს ბავშვები არ სჭირდებოდეს! საოცარი გოგონა, ლილიანა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ოთხი წლის ასაკში მომაკვდინებელი ვირუსი დაემართა! საშინელებაა! ექვსი წლის ულამაზეს ლილიანას ოთხი წლის ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება აქვს. მისი წონა კი სულ რაღაც 14 კილოგრამია. სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმა საშინელი ვირუსი გადაიტანა, რომელმაც ეს საშინელება გამოიწვია. გოგონას გამოჯანმრთელების ერთადერთი შანსი საზღვარგარეთ მკურნალობაა, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა დედას ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია და მხოლოდ თქვენი იმედი აქვს, ღვთისნიერო ადამიანებო!

ეს ექვსი წლის ლილიანაა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მარტოხელა დედა ხარობდა მისით. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უჭირდა, სახლში მაინც ბედნიერება სუფევდა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამ ცხოვრებაში ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ჯანმრთელობაა. ლილიანას ოთხი წელი რომ შეუსრულდა, გაჭირვების მიუხედავად, დედამ შეძლო მაღაზიაში ტორტის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ყიდვა. საღამოს კი ბედნიერმა ლილიანამ სანთლები ჩააქრო… დიახ, ბავშვი ბედნიერი შეეგება მის ცხოვრებაში 4 წლის „მობრძანებას“. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სწორედ ის მეოთხე წელი გახდებოდა დიდი უბედურების მომტანი მათ ოჯახში.

ეს საშინელი ამბავი კი ასე დაიწყო: ერთ დილით ბავშვმა რომ გაიღვიძა, მაღალი სიცხე ჰქონდა, აკანკალებდა, ყელი ეწვოდა და იმდენად სუსტად იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომის ძალაც კი არ ჰქონდა. „ოჰ ეს საშინელი ვირუსი“, — თქვა ბავშვის დედამ და მოგროვებული კაპიკებით წავიდა აფთიაქში. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს საშინელი ვირუსიჯოჯოხეთად გადაიქცეოდა ბავშვისთვის. ანგელოზივით ლამაზ გოგონას რთულად კონტროლირებადი ეპილეფსია განუვითარდა.

შემოწირულია

₾7,740.52

დონორი

475

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ამქვეყნიური ჯოჯოხეთური ტანჯვა! მომაკვდინებელმა სქოლიოზმა ლამისაა მოკლას — დაახრჩოს ჯერ კიდევ ასეთი ნორჩი მარიამი! მძიმე შეტევის დროს მას არ შეუძლია სუნთქვა და ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! სიცოცხლის გადასარჩენად გოგონას საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება!

სქოლიოზი ყოველდღე სულ უფრო მეტად აწვება ბავშვის ფილტვებს და ზოგჯერ საერთოდ უკეტავს ჟანგბადს! ტკივილები საბრალო გოგონას არც ძილის, არც ადგომის ან თუნდაც საწოლში გვერდის შეცვლის საშუალებას არ აძლევს!

მარიამის გულმკერდი სულ უფრო მეტად დეფორმირდება დღითი დღე და არავითარი ტკივილგამაყუჩებელი არ უმსუბუქებს ტანჯვას! ერთადერთი ხსნა მისი საზღვარგარეთ წაყვანა არის, რასაც მისი მშობლები მუხლმოდრეკილი გვევედრებიან! მაგრამ შეჭირვებულ ოჯახს ამხელა თანხა საიდან უნდა ჰქონდეს? მეგობრებო, დროს თუ დავკარგავთ, გარდაუვალია მისი სიკვდილი!

ლიკა, დედა (37 წლის): „უკვე 18 წელია, ჩემს გოგონას ვატარებ ხელით და სანამ ცოცხალი ვარ, ასე იქნება! მაგრამ მეც რომ მეწურება ძალა?!

გოგონა 18 წლისაა! ნებისმიერი გოგონასთვის ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! ხანდახან, მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ ზოგიერთი ჩვენგანი უფლისგან მივიწყებულია. მაგრამ მაშინვე ლოცვას ვიწყებ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასე ფიქრი დიდი ცოდვაა! მეგობრებო, მე მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უფალი ყველას შანსს გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ და ეშმაკი დავამარცხოთ!

გოგონა დაბადებიდან მიკროცეფალიით იტანჯება, მისი თავის ქალა არასწორად ჩამოყალიბდა და ტვინის განვითარებისთვის უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა.

შემოწირულია

₾8,104.82

დონორი

589

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

₾6,624.85

დონორი

414

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ამჟამად, პატარა დემეტრე თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის! მეგობრებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გადარჩება ეს პატარა ანგელოზი, თუ არა! ბავშვს დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ნუთუ მართლა დავუშვებთ იმას, რომ ქართველი ბიჭუნა უცხო მიწაზე დაიღუპოს?!

ღმერთო, რა ლამაზი, რა ტკბილი ბიჭიანუ დაუშვებ, რომ მოკვდეს! სწორედ ამ წუთებში პატარა დემეტრე სიკვდილს ებრძვის! ამჟამად, ბავშვი თურქეთის ერთერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან ბავშვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მკურნალობაში.

ნატო, დემეტრეს დედა (31 წლის):დემეტრე ერთი წლის და 8 თვის არის. სულ სძინავს, ტირილიც არ შეუძლია. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვის გეგმიურ აცრას მოჰყვა ასეთი გართულება, რაც უიშვიათესი შემთხვევა არისმილიონი ბავშვიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ასეთი რეაქცია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ ჩვენი შვილი დაუყოვნებლივ თურქეთში წავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ, რაც გვქონდა. ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, ვინც დაეხმარება ჩვენს ბიჭს“.

აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ტვინის დაზიანება ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ფილტვი გაუჩერდა, ამიტომაც სასწრაფოდ შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე

შემოწირულია

₾32,895.68

დონორი

2129

დიახ! მსურს დახმარება!
37 - 42 of 52 items
1 5 6 7 8 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

საბრალო ბავშვს იმდენად ძლიერი კრუნჩხვები აქვს, რომ ლამისაა ძვლები დაემტვრეს!

ვანიკოს გვერდით გატარებული ორიოდე წუთიც საკმარისია, რომ ვერასოდეს დაივიწყო, თორმეტი წლის ბიჭუნა როგორ იტანჯება და რამხელა ტკივილებს უძლებს. ზოგიერთმა დიდმა ადამიანმაც შეიძლება ვერ გაუძლოს, ამ ჯოჯოხეთის მეათასედ ნაწილსაც კი! ხანდახან, მშვიდი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭუნა, სიმივით დაიჭიმება ხოლმე! ძარღვები ებერება, კუნთები კი, იმდენად დაძაბული აქვს, თითქოს უნდა, ყველა ძვალი რომ დაუმტვრიოს. ეს ძალიან მტკივნეულია, ძალიან… სულ რაღაც ერთი წუთის წინ, ის მშვიდად იწვა, პატარა ანგელოზივით, იღიმოდა და კრუტუნებდა. ახლა კი, ამოვარდნაზე აქვს ხელ-ფეხი და ისე აგდებს თავს უკან, თითქოს კისრის მოტეხვა უნდა. ბებო კი, ძალიან მაგრად იკრავს ბიჭუნას გულში, რომ არაფერი დაიშავოს.

შემოწირულია

₾14,795.12

დონორი

994

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
37 - 42 of 212 items
1 5 6 7 8 9 36