ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,678.18

დონორი

3415

დიახ! მსურს დახმარება!
37 - 38 of 38 items
1 5 6 7
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

რით დაიმსახურეს ამ ქართველმა ბავშვებმა ასეთი დამცირება?!

ნათია: ბევრნი ვართ. მე, ჩემი მეუღლე და ექვსი შვილი ამ ერთი ბეწო სახლში ძლივს ვეტევით. წასასვლელიც არსად გვაქვს. რომ გაიგებენ, რამდენი შვილი გვყავს, ისე გვიყურებენ, როგორც ტარაკნებს. სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, ალბათ ჯილდოს მომცემდნენ იმისთვის, ათი შვილი რომ გავაჩინე! დიახ, გმირად ვთვლი საკუთარ თავს. არ არის მარტივი საქართველოსთვის შვილების აღზრდა. არავინ გვაფასებს, არავის ვჭირდებით. შემწეობას გვაძლევენ და ჰგონიათ, რომ საკმარისია.

შემოწირულია

₾3,244.85

დონორი

273

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
37 - 42 of 76 items
1 5 6 7 8 9 13