რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

calendar აპრილი 13, 2023

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. 

მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია,  დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“

 – მტერს არ უსურვებს ადამიანი იმას, რის გადატანაც თქვენ მოგიხდათ… გთხოვთ, თანმიმდევრობით გვიამბეთ ყველაფერი.

 მარიამი: არ ვიცი, მე და ჩემი შვილები ასე ვინ დაგვწყევლა. გაბრიელი და ლაშა-გიორგი მეორე ქორწინებაში გავაჩინე. როცა პირველად გავთხოვდი, ბავშვი ვიყავი. არ ვიცოდი, რამხელა პასუხისმგებლობა იყო ოჯახი. 4 წელიწადში დავშორდით და მარტო დავრჩი ჩემს შვილთან ერთად. რთული იყო, მაგრამ დედაჩემი მხარში ყოველთვის მედგა და მეხმარებოდა. ახლა, ჩემი უფროსი შვილი 18 წლისაა, ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მამამისთან ცხოვრობს.

 – მეორედ როდის შექმენით ოჯახი?

 მარიამი: ნოდარი 6 წლის წინ გავიცანი. ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა გამაცნო. ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა. ვიცოდი, რომ ნოდარის უდიდესი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი, 4  მცირეწლოვანი შვილი დაკარგა. ამ ამბავმა უბრალოდ შოკში ჩამაგდო. ეს ხომ ნამდვილი გმირობაა, ამხელა ტრაგედიის მერე, ადამიანის სახეს რომ შეინარჩუნებ. შემიყვარდა, მინდოდა, როგორმე მენუგეშებინა… მაგრამ, როგორც ჩანს, მას მამობის ბედნიერება არ უწერია.

„გაბრიელს მარტოს ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. გამუდმებით ტირის“

 – რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ გაბრიელი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა?

 მარიამი: ეს ჩემთვის ძლიერი დარტყმა იყო. არ ვიცოდი, როგორ მოვპყრობოდი, ძალიან სუსტი იყო, ხშირად ტიროდა. 5 თვე გაატარა რეანიმაციაში. დამოუკიდებლად ვერ დადის, ვერ ჭამს… 5 წლის განმავლობაში ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. მაგრამ, ემოციების გამოხატვა შეუძლია… ექვემდებარება რეაბილიტაციას. სახელმწიფო აფინანსებს მკურნალობის კურსს, მაგრამ ხანდახან, გზის ფულიც კი არ მაქვს. ფული, ფული… ამდენი ფული საიდან მოვიტანო?

„როდესაც უსახსრობის გამო, მკურნალობაზე გიწევს უარის თქმა, ეს სიკვდილის ტოლფასია!“

 – ლაშა-გიორგიზეც გვიამბეთ.

 მარიამი: მასზე ლაპარაკს რომ ვიწყებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ის სატანჯველად არის გაჩენილი! წლინახევრის არის და მუდმივად საავადმყოფოშია! სამშობიაროდანაც კი ვერ გამოვიყვანე… ცერებრული დამბლის გარდა, საშინელი დაავადება აქვს. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ძალიან სუსტი და მტვრევადი ძვლები აქვს, „შუშის“. ნებისმიერი შეხება, შეიძლება მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს. ახლა ის თბილისშია, რეანიმაციაში წევს, მე კი სანახავადაც ვერ მივდივარ.

„თებერვლის მერე არ მინახავს ჩემი პატარა ბიჭი

 – უსახსრობის გამო?

 მარიამი: რა თქმა უნდა, ფინანსებიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ, გაბრიელთან ერთად მგზავრობა ძალიან მიჭირს. მას ვერავისთან ვტოვებ. დედა ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ მან აგვისტოში, ლაშა-გიორგის დაბადებამდე ორი თვით ადრე დაგვტოვა. ავადმყოფ ბავშვთან ერთად ამხელა მანძილზე წასვლა-წამოსვლა კი, ფაქტობრივად შეუძლებელია. დავუტოვებდი ვინმეს, მაგრამ მე თუ ვერ მხედავს ტირილს იწყებს და ცუდად ხდება. ამიტომ, თებერვლის მერე არ მინახავს ჩემი პატარა… აი, რა ვქნა? რა გავაკეთო? თუკი გაბრიელს იმის უნარი მაინც აქვს, როგორღაც  ბგერებით მაინც რომ გამაგებინოს რა მოსწონს და რა არა – ლაშა-გიორგი მხოლოდ მიყურებს, სხვა არაფერი შეუძლია. ისიც, ყოველთვის არა. ხანდახან, მისი მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ აპარატზე აერთებენ.

„ორცეცხლშუა ვარ, ერთ შვილს ვერ ვტოვებ, მეორის სანახავად რომ წავიდე“

 – ექიმები რას გეუბნებიან?

 მარიამი: არ მაძლევენ იმის იმედს, რომ ოდესმე შევძლებ, ჩემს შვილს რომ ჩავეხუტო. მათი თქმით, შემიძლია წაყვანა, მაგრამ ვერ დამპირდებიან იმას, რომ სახლამდე ცოცხალი მიატანს… ისედაც არ აქვს დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენილი… ეს ვიცი, მაგრამ როგორია დედისთვის ამ აზრთან შეგუება?

„ექიმების თქმით, გაბრიელის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის კურსებს არ გამოტოვებს“

 – რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის?

 მარიამი: ჩემი ერთადერთი სათხოვარია, ბავშვთა კვება და პამპერსი. სხვა რა უნდა გთხოვოთ? საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, მაზლის სახლში ვცხოვრობთ. რომც გვქონდეს, რაზე უნდა იოცნებოს დედამ, რომელსაც ავად ჰყავს შვილები და ერთ-ერთი არის სიკვდილის პირას. რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს, პამპერსისა და კვების საყიდლად კი, პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა არ არის საკმარისი. ჩემი მეუღლე ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, მაგრამ ეს ხომ, კაპიკებია.

„ერთადერთ, რასაც გთხოვთ ჩემი შვილებისთვის, არის პამპერსი, კვება და ლოცვით შეწევნა“

 – მარიამ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ნამდვილ მეგობრებს შეიძენთ. უფალი თქვენ და თქვენს პატარებს არ მიგატოვებთ.

 მარიამი: ღმერთი ყოველდღიურად მაძლევს ძალას. მხოლოდ ღვთის მადლით დღემდე არ შევიშალე ჭკუიდან. ვლოცულობ, მადლობას ვწირავ მას, რომ ასეთი გამორჩეული შვილები მაჩუქა, რომ უფლის ანგელოზების დედის სახელს ამაყად ვატარებ. ერთი თხოვნა მექნება ყველა მკითხველთან, რომ ჩემი შვილების გადარჩენისთვის ილოცონ! მათ არაფერი სჭირდებათ ლოცვების გარდა.

* * *

 სადღაც გაქრა ყველა სიტყვა… გრძნობები გაუფერულდა… ყველა საზრუნავმა მნიშვნელობა დაკარგა… აი, ნამდვილი გასაჭირი, ნამდვილი ტრაგედია. ახალგაზრდა დედა თავისი პატარების სიცოცხლისთვის იბრძვის. ერთ-ერთი მათგანის ხელში აყვანაც არ შეუძლია! ადამიანებო! მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! მარიამს სჭირდება მხოლოდ პამპერსი, ბავშვთა სპეციალური კვება და მედიკამენტები! 

 მარიამის ტელეფონის ნომერს მივაწვდით ნებისმიერ მსურველს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარიამ ბაკურიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მეგობრებო, ჩვენ მოვასწარით და დავეხმარეთ, მაგრამ გუშინ ღამით, პატარა ლაშა ღმერთმა თავისთან წაიყვანა. ვილოცოთ მისი სულისთვის! გულწრფელად ვიზიარებთ დედის, მარიამის და ოჯახის მწუხარებას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლაშა-გიორგის სული.
ვილოცოთ ლაშა-გიორგის სულისთვის.

***

ჩემო ძვირფასო, კეთილო და უსაყვარლესო ადამიანებო! ახლა, თქვენი დამსახურებით, ერთად ვართ მე და ჩემი შვილი!


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ახლა, პატარა ლაშა-გიორგი დედიკოს ფრთის ქვეშ არის!

ლაშა-გიორგი დიაგნოზით „ვერ გადარჩება“ (ძვლის დაშლა) მხოლოდ რეანიმაციამ გადაარჩინა. სახიფათო იყო მისი ხელში აყვანა, ჩახუტება და მით უმეტეს, სახლში წაყვანა. წელიწადნახევრის განმავლობაში, მშობელი დედა, მარიამი მას მხოლოდ საავადმყოფოში ნახულობდა, რისთვისაც ოზურგეთიდან უწევდა თბილისში ჩამოსვლა.

მის ძამიკოს, გაბრიელსაც ექიმები სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიას ვერ აძლევდნენ. ცერებრული ლეიკომალაციის მქონე ბავშვები ვერ დადიან, ვერ ლაპარაკობენ და დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლიათ…

ეს წარმოუდგენელია! დაუჯერებელია, მაგრამ ორი შესანიშნავი ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ! დედიკოს, მარიამს სახლში ჰყავს ლაშა-გიორგი! უკვე 5 თვეა, რაც ის მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში არის და მის სიცოცხლეს აღარაფერი ემუქრება. გაბრიელი კი, წარმოგიდგენიათ? წავიდა პირველ კლასში!

ასეთ კარგ სიახლეებს, ჩვენ ვქმნით ყველანი ერთად, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო!

გაბრიელმა სიარული დაიწყო ნელ-ნელა! დედიკო ეხმარება და ვერც კი იჯერებს, რომ ამდენად ბედნიერია!

– მარიამ, როგორც იქნა, თქვენ და თქვენი შვილი ერთად ხართ… რას გრძნობთ? ასეთი სერიოზული ცვლილებების მიზეზი რა გახდა? 

მარიამი: ეჰ, რას ვგრძნობ… დედა-შვილის დაშორება როგორ შეიძლება?! აქ მყავს ჩემი პატარა, ჩემი მზე, ჩემი უმწეო წიწილა. მის სურნელს ვგრძნობ, მის პატარა ხელებს და ფეხებს ვეფერები, ვუყურებ მის ჭკვიან თვალებს. საავადმყოფოს ფერი საერთოდ აღარ ადევს, ხომ ასეა? შეხედეთ, სახლში, დედიკოს გვერდით ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ჩემს გვერდით სძინავს. მეც უფრო მშვიდად ვარ და გულიც იმდენად აღარ მტკივა.

სწორედ თქვენი დამსახურებაა, სახლში რომ არის ახლა. კარგი მოვლა ჰქონდა და იმიტომ შევძელით მისი საავადმყოფოდან გამოყვანა, 23 ივნისს. ჩემი ორი ანგელოზის სიცოცხლეს ვფიცავარ, თქვენი დახმარების გარეშე, ვერაფერს შევძლებდი. რაც თქვენ გაგიცანით, ჩემი ბიჭის საქმეც წინ წავიდა. მისი კვებაც გააუმჯობესეთ, სპეციალურ ფაფებს ყიდულობთ – „სიმილაკს“ და „ნუტრილაკ ანტირეფლუქსს“. ძვირადღირებულ პამპერსსა და მედიკამენტებს გვაწვდით რეგულარულად, ზონდებს, კათეტერებს, შპრიცებს, ბინტებს… იმდენ რამეს აკეთებთ ჩემი ბიჭებისთვის! დამამშვიდებლებს ვაძლევ ორივეს. გარდა ამისა, ლაშა-გიორგის გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატები, გაბრიელს კი – ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები სჭირდება…

თავიდან ძალიან მეშინოდა იმის, თუ როგორ გადაიტანდა ლაშა-გიორგი თბილისიდან ოზურგეთამდე მგზავრობას. ექიმმა კი გვითხრა: „ნელ-ნელა იარეთ, გაჩერებებით, დაასვენეთ ბავშვი“. საერთოდ არაფერი გაუგია ჩემს პატარას, მშვიდად ეძინა მთელი გზა. ახლა კი, იმდენად გავთამამდი, რომ სასეირნოდაც კი გამყავს. მეტს გეტყვით, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე თან დამყავს ლაშა-გიორგი!

ლაშა-გიორგი ტკბილად სძინავს გასეირნების შემდეგ

– წარმოდგენაც კი მიჭირს… ბავშვი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში რეანიმაციაში ცხოვრობდა… რამხელა პროგრესია!

მარიამი: დიახ, დიახ, ჩემო კარგებო! ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა! ძალა თქვენ შეჰმატეთ! ჩემი შვილის მოვლაც ვისწავლე. ზონდის ჩადგმა და ამოღება. წონაში არ იმატებს და სიმაღლეშიც არ იზრდება მაგრამ, სტაბილურია მისი მდგომარეობა და სახლში ყოფნა შეუძლია. ამითაც ბედნიერი ვარ და უფალს მადლობას ვწირავ! ადრე ხომ, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. 

მარიამმა ისწავლა შვილის დამოუკიდებლად მოვლა და უშიშრად უტარებს ყველანაირ განსაკუთრებულ პროცედურას

– ახლა კი, გვიამბეთ გაბრიელზე. როგორ არის?

მარიამი: ფონდის მკითხველებმა მისთვისაც ძალიან ბევრი გააკეთეს. „ავერსის“ კლინიკაში კვლევები ჩაგვიტარდა. თავის ტვინის მრტ, სისხლის საერთო ანალიზი, D ვიტამინის ანალიზი და კიდევ ბევრი რამ, რის ამოკითხვაც კი მიჭირს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გაირკვა, გაბრიელს ეპილეფსია აქვს და მედიკამენტების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მანამდე დაზუსტებით არ ვიცოდი, რა სჭირდა. ერთხელ, საშინელი შეტევა დაემართა და ნახევარი საათით გაითიშა. ახლა კი, ვიცით და გავაკონტროლებთ კიდეც.

უსახსრობის გამო, გაბრიელის კბილებს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. აღმოჩნდა, რომ ჩირქით სავსე ჰქონია ღრძილები! მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს ჩირქი სად შეიძლებოდა წასულიყო და მოეწამლა ბავშვი, თქვენი დახმარებით, ოპერაცია რომ არ გაგვეკეთებინა! ამისთვის, სამი ათას ხუთას ლარს ნამდვილად ვერსად ვერ ვიშოვნიდი! გაბრიელი ექვსი საათის განმავლობაში იყო ნარკოზის ქვეშ. კბილების შენარჩუნება მოხერხდა და ახლა, ტკივილის გარეშე შეუძლია ღეჭვა.

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ გაბრიელმა ნელ-ნელა სიარულიც კი დაიწყო. ამაშიც, თქვენ შეუწყეთ ხელი კარგი, ხარისხიანი კვებით და ასევე, სახელმწიფოს სარეაბილიტაციო პროგრამამ. მაისის თვიდან, თქვენი საკვებით დახმარების პროგრამით ვსარგებლობ და ბავშვს ისე ვაჭმევ, როგორც საჭიროა: ბოსტნეულს, ბურღულეულს, ქათმის და თევზის ხორცს… გარდა ამისა, ცალკე მივიღეთ მკითხველებისგან დახმარება. ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს გამოატანეს ჩვენთვის პროდუქტები და პამპერსები. ყველა მხრიდან ყურადღებას გვაქცევენ და ზრუნავენ ჩვენზე.

გაბრიელს მოსწონს, რომ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლია დგომა

– ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?

მარიამი: ძალიან მალე გავიცნობ (იღიმის). მე და გაბრიელი თბილისში რომ წავალთ ორთეზების წამოსაღებად, ანა ქუთათელს უნდა შევხვდე. იმედია, სწორად დავიმახსოვრე გვარი. დაგვეხმარა, მერე კი შევყევით საუბარს, „ფეისბუქ“-ზე დავმეგობრდით, ანა სტუმრად გველის და არ მაპატიებს, თუ არ ვინახულებ (იღიმის).

– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ვინც გვერდში დაგიდგათ?

მარიამ: ვგრძნობ, რომ თითოეული თქვენგანი უფლის საჩუქარია ჩემთვის. ბედნიერებით, სითბოთი და მადლიერებით სავსე მაქვს გული. თქვენ მე შვილი დამიბრუნეთ! ლაშა-გიორგი ჩემს გვერდით არის და არა შორს, საავადმყოფოში. ყოველ ჯერზე, რომ შევხედავ, გლოცავთ და ვევედრები თქვენს კეთილდღეობას ყველა წმინდანს. ჩემი გაბრიელი კი, სკოლაში წავიდა! თქვენი დამსახურებით, უბედნიერესი დედა ვარ ახლა! თქვენ ჩემთვის უკვე ახლობელი ადამიანები ხართ, თითოეული თქვენგანი ჩემთვის ძვირფასია. ამხელა ბედნიერებისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ?! ჩემო ძვირფასო, კეთილო და საყვარელო ადამიანებო!

– მარიამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გვიხარია ორივე პატარას ამბავი! გაბრიელი როგორ გაუმკლავდა სკოლაში ადაპტაციას? კარგი კლასი ჰყავს?

მარიამი: ჩემი ბიჭი, ისეთი ლამაზი და გამოპრანჭული, თეთრი პერანგითა და შავი პეპლით! ახალი ჯინსის შარვალიც ძალიან მოუხდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ იზრუნეთ: ჩააცვით და სკოლისთვის მოამზადეთ, შეუძინეთ ახალი ჩანთა და ყველანაირი სასკოლო ნივთი. არც ველოდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი დღე დადგებოდა. ექიმები ხომ, მისი გაჩენის წუთიდან გვაშინებდნენ, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად წავიყვანეთ სკოლაში, თითქოს ბურთი გვქონდა გაჩხერილი ყელში ორივეს, ძალიან ემოციური დღე იყო ჩვენთვის.

მარიამი: „მე და ჩემმა მეუღლემ ერთად წავიყვანეთ სკოლაში გაბრიელი. ძალიან ემოციური მომენტი იყო!“

 „რა ლამაზი ბიჭია ჩვენი გაბი! თეთრი პერანგი და პეპელა როგორ უხდება!“

რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს სხვა ბავშვებივით წერას და კითხვას. მაგრამ, სკოლა გაბრიელს იმისთვის სჭირდება, რომ განვითარდეს, რომ არ დანებდეს დაავადებას.

გულზე მომეშვა. არაჩვეულებრივი კლასი შეხვდა! ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები – ყველა არის ძალიან თბილი და გულკეთილი. უყვართ და ეფერებიან, ყურადღებას აქცევენ გაბრიელს, როგორც საკუთარ ძმას. ხელს ჩაჰკიდებენ ხოლმე და სათამაშოდ მიჰყავთ.

მარიამი: „არაჩვეულებრივი კლასი ჰყავს ჩემს შვილს. ყველა სითბოთი და სიყვარულით ექცევა.“

– მარიამ, სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? მთავრობა თუ იღებს რაიმე მონაწილეობას თქვენს ცხოვრებაში?

მარიამი: გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ. ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოა ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება. ყოფილა შემთხვევა, რომ თანხა მოუციათ თბილისში წასასვლელად, პამპერსის ან პროდუქტის შესაძენად. მაგრამ, იმდენად მძიმედ ავად არიან ჩემი შვილები, რომ მუდმივად სჭირდებათ მზრუნველობა.

– ამჟამად, კონკრეტულად რა საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი? 

მარიამი: სახლში სველი წერტილი არ გვაქვს. ეს მოუხერხებელია ისეთი ოჯახისთვისაც კი, სადაც ჯანმრთელი ბავშვები იზრდებიან. ტაშტში ვაბანავებ ბიჭებს. სააბაზანო რომ გვქონოდა, ბევრად მარტივი იქნებოდა ბავშვების მოვლა.

იმისთვის, რომ მისმა შვილებმა იცოცხლონ, დედას, მარიამს მუდმივად სჭირდება დახმარება. ლაშა-გიორგი და გაბრიელი, მხოლოდ წამლებისა და კარგი მოვლის დამსახურებით ცოცხლობენ დღემდე. ამის დამოუკიდებლად უზრუნველყოფის საშუალება კი, ამ ოჯახს არ გააჩნია. მათთვის მედიკამენტების, პამპერსის, სპეციალური კვების, ზონდების, კათეტერების მიწოდება – მათი სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს. იმისთვის, რომ ასეთ პასუხისმგებლობას იჩენთ, თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბაკურიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ТBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA).  ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“ ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 10
პროდუქტები
300.78₾
2023 მაი 10
მედიკამენტები
424.00₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
59.42₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
7500.00₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
299.98₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
460.29₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები,პამპერსები
518.60₾
2023 ივლ 10
პამპერსები
200.00₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
305.94₾
2023 ივლ 10
ოპერაცია სტომატოლოგიური
3440.00₾
2023 ივლ 17
კონსულტაცია (წინა საოპერაციო)
408.16₾
2023 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
430.00₾
2023 აგვ 02
პროდუქტები
300.01₾
2023 აგვ 08
გამოკვლევა
349.49₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
325.51₾
2023 აგვ 17
გამოკვლევა
157.73₾
2023 სექ 09
პროდუქტები
339.53₾
2023 სექ 09
გამოკვლევა
220.13₾
2023 სექ 20
ტანსაცმელი და საკონცელარიო
146.85₾
2023 სექ 20
მედიკამენტები
362.83₾
2023 სექ 20
მედიკამენტები
675.78₾
2023 სექ 20
გამოკვლევა
200.00₾
2023 სექ 20
მედიკამენტები
161.35₾
2023 სექ 25
მრტ,ანალიზები
805.00₾
2023 ოქტ 06
პროდუქტები
301.35₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2023 ნოე 13
პროდუქტები
355.30₾
2023 ნოე 13
კონსულტაცია,გაბრიელი
640.74₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
895.22₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
791.92₾
2023 დეკ 05
პროდუქტები
339.06₾
2024 იან 10
პროდუქტები
291.89₾
2024 იან 10
სამშენებლო მასალა,მათიაშვილი
454.00₾
2024 იან 11
მედიკამენტები
1072.87₾
2024 იან 22
პროდუქტები
311.75₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
381.86₾
2024 თებ 26
ანალიზები
179.33₾
2024 თებ 26
ანალიზები
240.00₾
2024 თებ 28
პროდუქტები
334.54₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
553.11₾
2024 აპრ 04
გამოკვლევა
305.00₾
2024 აპრ 20
პროდუქტები
356.99₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
471.27₾
2024 მაი 08
პროდუქტები
398.74₾
26.05.2024
გამოკვლევა, ანალიზები
1044.76₾
27.05.2024
ბინის ქირა
1655.00₾
07.06.2024
პროდუქტები
399.49₾
13.06.2024
მედიკამენტები
372.81₾
16.07.2024
მედიკამენტები
300.27₾
16.07.2024
გამოკვლევა
160.00₾
16.07.2024
პროდუქტები
399.94₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დავითი პაკაცოშვილი
05.02.2024 20:00:00
₾20.00
ფრიდონ ბეგიაშვილი
28.01.2024 20:00:00
₾5.00
ჭანტურია ზურაბი
24.01.2024 20:00:00
₾3.00
ჩხობაძე გრიგოლი
26.12.2023 20:00:00
₾50.00
მუმლაძე ნინო
21.12.2023 20:00:00
₾2.00
ნაჭყებია დიმა
17.12.2023 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
16.12.2023 20:00:00
₾1.00
ხუჯაძე მარიამ
15.12.2023 20:00:00
₾30.00
ტარიელ ტარიელაძე
03.12.2023 20:00:00
₾30.00
რომანი ლომიძე
03.12.2023 20:00:00
₾3.00
სხიერელი მარიამი
30.11.2023 20:00:00
₾10.00
ცირეკიძე გრიგოლ
11.11.2023 20:00:00
₾10.00
დანელია დავით
09.11.2023 20:00:00
₾10.00
შორენა ფარსენაძე
09.11.2023 20:00:00
₾20.00
გიორგი მონიავა
09.11.2023 20:00:00
₾5.00
ნათია ბერაია
29.10.2023 20:00:00
₾5.00
ჭელიძე რუსუდან
27.10.2023 20:00:00
₾3.00
თამთა გოგრიჭიანი
26.10.2023 20:00:00
₾10.00
მანუჩარ მეგრელიშვილი
26.10.2023 20:00:00
₾10.00
მედეა სულაქველიძე
24.10.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირული:

₾41,663.18

3413 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾41,663.18

3413 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება