ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.