რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

14 წლის მძიმედ დაავადებული ლამარას რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ ვაგროვებთ თანხას! გოგონა გვთხოვს, გაუსაძლისი ტკივილისგან ვიხსნათ! სქოლიოზის გამო მისი ფილტვები ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება დაიხრჩოს ბავშვი!

მოსიყვარულე დედისთვის შვილის ყოველდღიური ტანჯვის ყურებაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როდესაც მას ვერაფერს შველის! დედის დახმარების გარეშე ლამარა ერთ წუთსაც ვერ ძლებს. 14 წლისაა, მაგრამ არ შეუძლია არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. გოგონა ბავშვობიდან ეტლს და… დედიკოს არის მიჯაჭვული. დიახ, საბრალო დედა წელშია გაწყვეტილი, მაგრამ ის მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე ხელით ატაროს შვილი. ლამარას ხერხემლის საშინელი ტკივილი აწუხებს. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, კუზი იზრდება. ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები საფრთხეშია. სქოლიოზი ფილტვებზე ზეწოლას ახდენს და შეიძლება დაახრჩოს ბავშვი! ოჯახის შემოსავალი მთლიანად ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება. ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთადერთი ძროხა გაყიდეს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური რომ გადაეხადათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოგონას უკეთესობა აქვს და მსუბუქი საგნების ხელში დაჭერაც ისწავლა. მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ, რადგან თანხა ამოიწურა. სამწუხაროდ, ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს. უკვე ერთი წელია, რაც გოგონას ექიმთან წაყვანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. იმის იმედით, რომ კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიატოვებენ, სამკურნალო მასაჟის საფასურის გადახდასა და გოგონასთვის სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებაში დაეხმარებიან, მშობლებმა ჩვენს ფონდს მიმართეს.

შემოწირული

₾2,432.41

დონორი

157

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“
„უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“
შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?
„შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

შემოწირული

₾2,304.28

დონორი

199

მინდა დავეხმარო
49 - 50 of 50 items
1 7 8 9

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

კარალეთიდან მოვდივარ და ვტირი! ასეთი რამ პირველად დამემართა! ჩვენ ფონდში ათასგვარ გასაჭირს ვუყურებთ ყოველდღე… მაგრამ ეს სულ სხვაა… თან მომყვება გურამის სიკვდილის შიშით სავსე თვალები, მას ხომ, 13 წლიდან სისხლის კიბო არ ანებებს თავს! სალაპარაკო ენაზე ამ დაავადებას სისხლის გათეთრება, მეცნიერულ ენაზე კი – ლეიკოზი ჰქვია!

სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას.
გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში!
მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?

შემოწირული

₾4,959.07

დონორი

334

პროექტი დასრულდა
49 - 54 of 181 items
1 7 8 9 10 11 31