რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას.
გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში!
მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270გურამი რეანიმიციულ განყოფილებაში.
„ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია ფულზე. ეს ხომ, დიდი უსამართლობაა!“
„რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე ფულზე?” – მშვენიერი ქართველი ბიჭი, გურამი სწორედ შემომეგება ასეთი კითხვით, რომელმაც დანასავით გამიპო გული.
კინაღამ მის თვალწინ ავტირდი! მისი ისტორია ხომ, უკვე ისედაც ვიცოდი. მაგრამ, დღემდე არ ვიცი, რა პასუხი გავცე ამ კითხვას…
ხელი გაუწოდე გურამს, კეთილო ადამიანო! თორემ, ამ უდანაშაულო 16 წლის ბიჭუნას ლამაზი ქართული თვალები თქვენც არასდროს დაგტოვებთ ჩემსავით. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მან უფრო მეტი ტკივილი გადაიტანა, ვიდრე უფროსების უმეტესობას აქვს გადატანილი!
შეხედეთ, ამ ბავშვის სევდიან თვალებს. მისი სიცოცხლე დამოკიდებულია ჩვენზე.
სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას.
გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში!
მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?
„კეთილო ადამიანებო, გადაარჩინეთ გურამი, გთხოვთ! რამხელა ტანჯვა აქვს გადატანილი! მან უნდა იცოცხლოს! ბოლოს და ბოლოს, ექიმებიც კი შეჰპირდნენ სიცოცხლის გადარჩენას!”
ჩვენ კი, მეგობრებო, უნდა ვუპასუხოთ გურამის მთავარ კითხვას: მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე?! და დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში, თანამემამულეების გვერდით, მისი სიცოცხლე დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს სიკეთესა და უფლის რწმენაზე! მოდით, დავუმტკიცოთ მას ეს!
უფალმა მოგვანდო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ჩვენს ცხოვრებაში! და ეს დიდი პრივილეგიაა მათთვის, ვისაც გააჩნია გულწრფელი რწმენა, იმედი და სიყვარული!
ამ სტატიას ვწერ და თავში ერთდროულად მიტრიალებს ათასი სიტყვა. პირველი, რაც გამახსენდა, ბუმბერაზი პოეტის, გალაქტიონ ტაბიძის ლექსია – „კარალეთის დღეები“. ეს დიდებული ლექსი კარალეთზე პირველად რომ წავიკითხე, რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც, თავად მომიწევდა კარალეთიდან გულდამძიმებულს თბილისში დაბრუნება. დიახ, მოვდივარ კარალეთიდან და თან, ბავშვის შეშინებული თვალები მომყვება. მოვდივარ კარალეთიდან დანაშაულის გრძნობით, რადგან პასუხის გარეშე დავტოვე იმ სევდიანი ბიჭის მთავარი კითხვა – „რატომ არის ფულზე დამოკიდებული ბავშვების სიცოცხლე?“
ახლა კი, ძვირფასო მკითხველი, ისღა დამრჩენია, თქვენამდე მოვიტანო პატარა გურამის სევდიანი ისტორია. 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, მწვავე ლეიკემია რომჰქონდა. 2 წლის განმავლობაში, ბავშვს საავადმყოფოს თეთრ კედლებში უთენდებოდა და უღამდებოდა. ქიმიის გადასხმისას კი, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. თმაგაცვენილი და დაუძლურებული გურამი მაინც არ კარგავდა იმედს. დღეს კი, ბავშვის თვალებში ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც კი კვდება.
გურამი (16 წლის): „დეიდა, თქვენ დღეს თბილისში ბრუნდებით? ალბათ, როგორი ბედნიერი ხართ. მე კი გზის ფულიც არ მაქვს, თბილისში რომ ჩავიდე და მივიდე კლინიკაში. ლეიკემია სულ უფრო მწვავდება, სასწრაფო მკურნალობაა საჭირო, მაგრამ მკურნალობის ფული არ აქვთ ჩემს მშობლებს. მამა უნარშეზღუდულია და ვერ მუშაობს. დედა კი მარტოს ვერ მტოვებს და ამის გამო, ვერც ის იმუშავებს. ჩემს ბებოს და პაპას სოციალური დახმარება მოუხსნეს. ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია ფულზე. ეს ხომ, დიდი უსამართლობაა? სკოლაში ბევრ რამეს გვასწავლიან. ისედაც ბევრ წიგნს ვკითხულობ, მაგრამ ვერც ერთ წიგნში ამოვიკითხე პასუხი ყველაზე მთავარ შეკითხვაზე: რატომ არის ფულზე დამოკიდებული ბავშვების სიცოცხლე? იქნებ, თქვენ მაინც მიპასუხოთ, დეიდა (მიმართავს კორესპონდენტს). რატომ გაჩუმდით? არც თქვენ გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?
ქიმიოთერაპიის დროს, თმა სულ გამცვივდა. პირველად სარკეში რომ ჩავიხედე, შიში ვიგრძენი. სიკვდილის შიში. მას შემდეგ, ეს საშინელი შეგრძნება აჩრდილივით ყველგან დამყვება თან.
ჩემი ტოლი ბიჭები ოცნებობენ, მე კი ოცნებაც არ შემიძლია. რაზე ვიოცნებო? ისიც არ ვიცი, დილა გამითენდება, თუ მკვდარს მნახავენ ლოგინში. ჩემს მშობლებს შვილი არ ჰყავთ ჩემს გარდა. მეც რომ მოვკდე, მათ ვინ უპატრონებს?
ღმერთო, რამდენჯერ მოგაკითხე შენს სახლში – ეკლესიაში. ვიფიქრე, იქიდან უფრო მოგაწვდენდი ჩემს ხმას. უფალო, როდესაც სამყაროს ქმნიდი, რატომ გამოიგონე ფული? ამ წყეული ფულის გამო უნდა მოვკვდე. არ მინდა სიკვდილი… სიცოცხლე მინდა…
ლუიზა (ბავშვის ბებია): 3 წელი ქიმიოთერაპიისგან დაუძლურებულ ბავშვს ვუყურებდი საავადმყოფოს პალატაში. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ბავშვი და ვერაფერს ვშველოდი. ასეთ გამწარებულ სიბერეს მტერსაც არ ვუსურვებ. ქიმიის კურსი დავამთავრეთ და ახლა, ელემენტერულად, იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, ბავშვი კლინიკაში რომ მივიყვანოთ. არადა, ქიმიის შემდეგ თუ მედიკამენტური მკურნალობა არ ჩატარდება, წყალში ჩაგვეყრება ამდენწლიანი წვალება. ნეტავ შემეძლოს, რომ ჩემი სიცოცხლე დავთმო. ღმერთო, მომკალი!!!
არცერთი ბებია არ უნდა უყურებდეს, მისი შვილიშვილი ნელი და მტანჯველი სიკვდილით როგორ კვდება. და რის გამო კვდება? უფულობის გამო! სად არის სამართალი ამ ქვეყანაზე? დანა ჩამარტყით გულში ვინმემ, რომ სამუდამოდ დასრულდეს ჩემი ტანჯული სიბერე. სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს მე და ჩემს მეუღლეს. იქნებ, ბავშვის მკურნალობის ფული იმ კაპიკებით მაინც შეგვეგროვებინა.
სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ, კედლები დაბზარულია, სახლი თავზე გვენგრევა და სოციალური შემწეობის ჩარიცხვა შეგვიწყვიტეს. ნუთუ, ასეთი სიბერე დავიმსახურეთ საქართველოში მოხუცებმა? ფქვილს ვერ ვყიდულობ, თონეში პური რომ გამოვაცხო. მაგრამ, ჩემს თავს არ ვჩივი. შვილიშვილს ლეიკემია აქვს და თბილისში რომ წამეყვანა, გზის ფულად მაინც გამომადგებოდა სოციალური შემწეობა. დღემდე ვერ მივიღე პასუხი, რატომ შეგვიწყვიტეს.
შვილო (მიმართავს კორესპონდენტს), შენ ხომ უნდა დაბრუნდე თბილისში? გემუდარები, ჩემი შვილიშვილის ამბავი გააგებინე ყველას. გთხოვ, ყველამ უნდა გაიგოს, ბავშვი უფულობის გამო რომ კვდება. კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩემი შვილიშვილის გადარჩენა.
„ნეტავ შემეძლოს, სიცოცხლეს დავთმობ, ჩემი შვილიშვილის გადასარჩენად.“
„არცერთი მოხუცი ჩემსავით არ უნდა იტანჯებოდეს. შვილიშვილი გადამირჩინეთ, გევედრებით!“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ გურამს, მისამართია: გორის რაიონი, სოფელი კარალეთი.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
4959.01₾დატოვა:
0.06₾