რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ის 17 წლისაა, მაგრამ დედის გარეშე, ვერაფერს აკეთებს. რომ მოშივდება, დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოსკენ ექაჩება. „საყვარელი სანახავი იყო, ამას 2 წლის ასაკში რომ აკეთებდა. ახლა კი, გულსაკლავია ამის ყურება“.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ჩემი შვილი სამუდამოდ ჩვილი დარჩება“
„როგორ შეიძლება თამაზის ქუჩაში გაგდება? თქვენ შეძლებდით?“
„რომ მოშივდება, თამაზი დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოში მიჰყავს ხოლმე“
„თვის ბოლოს, როდესაც დახმარების თანხა ამოწურულია, საბრალო თამაზი ცარიელ პურს ღეჭავს“
„ჩემი ცხოვრება მხოლოდ შვილს ეკუთვნის – ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მარტოხელა დედების ხვედრი“
„როგორებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები, ისინი ჩვენები არიან და მათზე პასუხს ჩვენ ვაგებთ“
„როგორ მიხარია, ჩემი შვილი კმაყოფილი და ბედნიერი რომ არის. თქვენს დიდ და მოსიყვარულე ოჯახში კარგად ვგრძნობთ თავს“
თამაზი ვერასდროს შეამჩნევს, რომ სახლში ახალი ნივთები გაჩნდა: გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა. მას ცერებრული დამბლა აქვს და ამიტომაც, მუდამ პატარა ბავშვივით იქნება – ვერ ლაპარაკობს, ვერ ჭამს, თვითონ ვერ იცვამს. ხელჩაკიდებული დაჰყვება დედას. მაგრამ, არსებობს ერთი რამ, რასაც ის ყოველთვის ამჩნევს და ეს გემრიელი საჭმელია! უზომოდ ბედნიერია, როდესაც მიირთმევს ახალი გაზქურის ღუმელში გამომცხვარ ხაჭაპურს. ასევე, უდიდესი სიამოვნებით აგემოვნებს დედიკოს მომზადებულ გუფთას.
ის ვერასდროს გაიგებს, რომ ჩვენი პროექტის შემდეგ, ასობით ადამიანს შეუყვარდა. მაგრამ ისევე, როგორც ყველა პატარას, გემრიელი სადილი და სუფთა პამპერსი მოსწონს. მისმა მარტოხელა დედიკომ, ირინამ კი, ძალიან კარგად იცის, როგორ დაუდექით მათ მხარში და თქვენი უსაზღვროდ მადლიერია.
თამაზი ვერასდროს გაიგებს, რომ პროექტის შემდეგ, ის ასობით ჩვენს მკითხველს შეუყვარდა. უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მის კომფორტზე იზრუნეთ მთელი გულით!
ირინა: რა კარგია, რომ თქვენი პროექტი არსებობს. სხვას ვის უნდა მიმართონ ჩვენისთანა შეჭირვებულმა ადამიანებმა?! რა კარგია, ჩემს მეზობელს რომ დავუჯერე და მოგწერეთ. თავიდან კი მერიდებოდა, ამდენი ხალხის შეწუხება, მაგრამ მან მითხრა: „ირინა, თავიდან ბოლომდე იზრუნებენ თქვენზე, მისწერე, ჩქარა.“
ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი: ტექნიკაც მივიღეთ, პამპერსიც, პროდუქტიც და მედიკამენტებიც. მიგვიღეთ და შეგვიყვარეთ ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. მეც აღარ მერიდება ისე ძალიან, რადგან ვხედავ, რომ თქვენი ფონდი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. მკითხველები უბრალოდ რეკავენ, კითხულობენ რა გვჭირდება და რა გვაკლია, მერე კი გვეხმარებიან. ძალიან გულთბილი თანამშრომლები გყავთ და ყველანაირად ზრუნავენ ჩვენზე. ძალიან მომწონს, რომ თქვენი დიდი ოჯახის წევრი ვარ, თქვენს სიყვარულს და ყურადღებას რომ ვგრძნობ. აქ შეიკრიბნენ გულისხმიერი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი და უთანაგრძნობს. თავად უფალმა შეგკრიბათ ერთად.
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ირინა: აქ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ამოვისუნთქო და ნაკლებად დავიღალო. ძალიან დიდი მადლობა ყველას! ორკამფორიანი ქურა მქონდა, რომელიც საშინლად ბოლავდა. თქვენ კი, დიდი გაზქურა მაჩუქეთ საცხობი ღუმელით. ყველის ყიდვას როგორც კი ვახერხებ ან თამაზისთვის ვინმე თუ მომცემს, მაშინვე ხაჭაპურს ვაცხობ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ჩემი ბიჭი! მისთვის ხომ, ჭამა არის ერთადერთი სიამოვნება! ვაცხობ ორცხობილებს და კექსებს. როგორ მახარებს მისი ღიმილი. ვაჭმევ და ვკოცნი.
„ძალიან კარგი ღუმელია! თამაზის ხაჭაპურსაც ვუცხობ და ორცხობილებსაც. მთავარია პროდუქტი მქონდეს, ჩემი ბიჭისთვის ყველაფერს მოვამზადებ!“
„მორჩა! არანაირი ხელით რეცხვა! თქვენ მე უბრალოდ გადამარჩინეთ!“
არაერთხელ პროდუქტიც მოვიმარაგე თქვენი წყალობით. მაღაზიიდან მომქონდა ფარში, ქათმის ხორცი, ბურღულეული. თამაზიკოს გულის გასახარად გემრიელობები – ტკბილეული ან თხილი. ხარჯიც შემიმცირდა თქვენი დამსახურებით, პენსია და სოციალური შემწეობა მთლიანად საკვებ პროდუქტზე აღარ მეხარჯებოდა.
დროც მეზოგება, ხელით რომ აღარ ვრეცხავ, მანქანაში ვყრი ყველაფერს. თამაზიკოს პამპერსი აქვს და მისი საწოლის თეთრეულიც ყოველთვის სუფთაა. სულ ცოტა ხნის წინ, ფონდიდან 150 ლარის პამპერსი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა, ჩვენ ხომ, პამპერსი და პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად.
„უზომოდ მიხარია, რომ ახალი მაცივარი გვაქვს. ახლა, მოწესრიგებულია ჩემი სამზარეულო“
„პამპერსი და პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად. თვეში სამი შეკვრა პამპერსი გვინდა“
– მოდით, ზუსტად ასე დავწეროთ და მკითხველსაც ეცოდინება, რომ პამპერსითა და პროდუქტით დახმარება ყოველთვის გჭირდებათ. კიდევ რა გაწუხებთ, მოსაგვარებელი რა დაგრჩათ?
ირინა: დიახ, თამაზიკოს დღეში სამი ცალი პამპერსი სჭირდება, ზამთარში უფრო მეტიც. თვეში სამი შეკვრა საერთო ჯამში. ძალიან ვდარდობ იმის გამო, რომ არ გვაქვს საკუთარი ჭერი. იძულებული ვარ, უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ბინიდან ბინაში ვიწანწალო. მაგრამ, ეს საკითხი თქვენ კი არა, უფრო მთავრობას ეხება, რომლისგანაც დახმარებას, მგონი, ტყუილად ველი.
– მიმართეთ? აუხსენით თქვენი მდგომარეობა?
ირინა: დიახ და თან, არაერთხელ. რამდენიმე დღის წინ, გამგეობას მივმართე თხოვნით, ამ თვის ქირა რომ დაეფარათ. რამდენიმე თვის ქირის გადახდაც კი, ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩემთვის. მაგრამ არა, არ უნდათ, გულთან ახლოს არ მიიტანეს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი მკითხველების დახმარება და თანადგომა?
ირინა: გადარჩენას, როდესაც ყველა სხვა კარი იკეტება. მხოლოდ ძალიან ნათელი სულის მქონე ადამიანები გრძნობენ სხვის ტკივილს და ყველანაირად ცდილობენ დახმარებას. ნეტავ მქონდეს საშუალება, რომ მეც თქვენნაირად მოვიქცე და ამ ფილოსოფიის მიხედვით ვიცხოვრო. მიუხედავად ამდენი სირთულისა, თქვენი ოპტიმისტური განწყობა მეც გადამედო და იმედიც მომეცა.
„ჩემი ბიჭიც გრძნობს ჩემს დადებით განწყობას. თქვენთან დამეგობრების მერე, მეც ოპტიმიზმითა და იმედით ამევსო გული”
როდესაც ამ პატარა ოჯახს ვეხმარებით პროდუქტითა და პამპერსით, დედას, ირინას შესაძლებლობა ეძლევა პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად დახარჯოს. ჩვენი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, თამაზი გაიზარდა, ის უკვე 18 წლისაა და ულვაშიც კი ეტყობა. მაგრამ, ის ვერასდროს იზრუნებს საკუთარ თავსა და დედიკოზე. ვერც იმას მიხვდება, რამდენი კეთდება მისთვის. სამაგიეროდ, უფალი ყოველთვის ხედავს თქვენს გულისხმიერებას, სიყვარულსა და თანადგომას.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
4850.14₾დატოვა:
0.20₾