ორი წლის წინ საბა სარალიძის დედამ შემთხვევით შეამჩნია, რომ მისი შვილი მხედველობას კარგავდა. ავტობუსში აჩვენა მონიტორი სადგურების დასახელებებით, მან კი ვერაფერი დაინახა. საბას ეგონა, რომ ადამიანების სილუეტებისა და ნივთების ბუნდოვნად, თითქოსდა ბროლის ჭიქაში დანახვა ნორმალურია. კერატოკონუსი ვერაგი დაავადებაა, ის მხედველობას თანდათანობით „ართმევს“. საბას ძალიან ცუდი მდგომარეობა აღმოაჩნდა — მარჯვენა თვალში 5% მხედველობა, მარცხენაში კი — 30%! ბევრი დრო დაიკარგა — ბავშვს ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა სწორედ ამ მომენტში მიმართა ჩერნოვეცკის ფონდს. გვსურს, სიხარულით გაგიზიაროთ კარგი ახალი ამბავი! ფონდისა და მისი მეგობრების ძალისხმევით, საბას თურქეთში მარჯვენა თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მხედველობის აღდგენის შანსი მიეცა! საბას ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ, მერე კი, ჩერნოვეცკის ფონდის ძალისხმევით, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ მარჯვენა თვალის მხედველობა 5%-დან 70%-მდე ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს.