ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში /

საჯარო შეთავაზება საქველმოქმედო შემოწირულობის მიწოდებაზე

აღნიშნული შეთავაზება მიმართულია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი (შემდგომში – „ქველმოქმედი“) – არასამთავრობო ორგანიზაციის ააიპ. „ჩერნოვეცკის ფონდის“ (ფონდი საქველმოქმედო მიზნებით, შემდგომში – „ფონდი“) ვებ-გვერდის: https://chernovetskyifund.ge/ge (შემდგომში – „ვებ-გვერდი“) ვიზიტორებისა და დარეგისტრირებული მომხმარებლებისადმი და წარმოადგენს ფონდისა და მისი წესდების საფუძველზე მოქმედი დირექტორის ოფიციალურ, საჯარო შეთავაზებას საქველმოქმედო შემოწირულობის ხელშეკრულების (შემდგომში – “ხელშეკრულება”) გაფორმების შესახებ, რომლის საგანი და არსებითი პირობები მოცემულია ქვემოთ, ვებ-გვერდზე ფონდის საქველმოქმედო პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ფარგლებში.

1. ტერმინები და განმარტებები:

საჯარო შეთავაზება – საიტზეა განთავსებული ფონდის მოქმედი შემოთავაზება, საქველმოქმედო შემოწირულობის მოწოდებაზე, რომელიც მიმართულია განუსაზღვრელ პირთა წრისადმი, მათ შორის ქველმოქმედისადმი.
მიღება – საჯარო შეთავაზების სრული და უპირობო მიღება, თანხის გადარიცხვის განხორციელება საიტზე განთავსებული გადახდის ფორმებით და საშუალებებით, ასევე ბანკების და საგადახდო სისტემებით (ტერმინალები) ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. მიღების მომენტად ითვლება ფონდის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის თარიღი.
საქველმოქმედო შემოწირულობა – ქველმოქმედის მიერ სახსრების (საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრების) უსასყიდლო გადაცემა წინასწარ შეთანხმებული საქველმოქმედო საქმიანობის გარკვეული მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების და   საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
პროგრამა/მიზნობრივი დახმარება – ფონდის საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის არსი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების მიზნობრივი დახმარება, რომლებსაც ფონდი დამოუკიდებლად არჩევს, და ხორციელდება მიღების მეშვეობით მოცემული ხელშეკრულების პირობებით.

2. ხელშეკრულების საგანი:

ხელშეკრულების საგანი არის ფონდის საწესდებო საქმიანობის განხორციელება ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემით, მათ შორის პროგრამისთვის/მიზნობრივი დახმარებისთვის, ასევე სხვა საქველმოქმედო მიზნების განხორციელებისთვის მოცემული შემოთავაზების, ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. ქველმოქმედი თვითონ განსაზღვრავს შემოწირულობის თანხას.

3. შეთავაზების მიღება ნიშნავს იმას, რომ ქველმოქმედი ითავისებს რა ხელშეკრულების საგანს და საჯარო შემოწირულობის შეგროვების მიზანს, ეთანხმება მის ყველა პუნქტს. 

4. ქველმოქმედი და ფონდი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69 მუხლის, 1 პუნქტის, 329 გვ. თანახმად, თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულება ძალაში შესულად ითვლება მისი წერილობითი გაფორმების შემდეგ.   ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ გარიგების წერილობითი ფორმის დარღვევა არ ნიშნავს იმას, რომ გარიგება არ არის ძალაში.

5. ფონდის უფლებები და ვალდებულებები:

5.1. ფონდს აქვს უფლება:

  • მიიღოს შემოწირულობა და გამოიყენოს ის ხელშეკრულების მიზნების შესაბამისად;
  • თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს შემოწირულობის გამოყენების მიმართულება ფონდის სხვა საქველმოქმედო პროგრამებზე და პროექტებზე;
  • ქველმოქმედი ადასტურებს და ეთანხმება იმას, რომ ფონდს აქვს უფლება გადარიცხოს საქველმოქმედო შემოწირულობა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება, პროგრამაში/მიზნობრივ დახმარებაში შეთანხმებულ თანხას, სხვა საქველმოქმედო მიზნებისთვის, ფონდის პროგრამებსა და პროექტებზე, ხოლო ფონდი არაა ვალდებული მიიღოს თანხმობა ქველმოქმედისგან ან სხვაგვარად მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც მითითებულია მოცემული ხელშეკრულების #12 პუნქტში
  • ქველმოქმედი ადასტურებს და თანხმდება იმაზე, რომ საქველმოქმედო შემოწირულობის შეგროვილი თანხის ნაწილი არაუმეტეს 20%–სა, შეიძლება დახარჯული იყოს ფონდის მიერ პროგრამის/მიზნობრივი დახმარების რეალიზებაზე ზედნადები ხარჯების დასაფარად, ასევე ფონდის სხვა პროგრამებზე და პროექტებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პროგრამაზე/მიზნობრივ დახმარებაზე, ფონდის პროგრამებზე და პროექტებზე ინტერნეტ ქსელში, ფონდის საიტზე და სხვა ელექტრონულ თუ ბეჭდურ მედიაში ინფორმაციის პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

5.2 ფონდი ვალდებულია:

  • ყოველწლიურად ელექტრონულ ფორმაში განათავსოს საიტზე ანგარიში შემოწირულობების გამოყენებასთან დაკავშირებით;

6. ქველმოქმედის უფლება:

  • აკონტროლოს საქველმოქმედო შემოწირულობის გამოყენება
  • მიიღოს ინფორმაცია პროექტის რეალიზაციაზე.

შემოწირულობის საჯარო შეგროვების ადგილი:
შემოწირულობის საჯარო შეგროვება ტარდება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე. ფონდის პირდაპირი საქმიანობა, რომელიც ხელშეკრულებით შემოწირულობის საჯარო შეგროვებას ეხება, ტარდება მისი მდებარეობის ადგილზე. .

8. თანხის შეგროვების ვადა:
თანხის საჯარო შეგროვება მიმდინარეობს ფონდის ლიკვიდაციის მომენატმდე, თუ ფონდის მიერ სხვა ვადა არ იქნება განსაზღვრული.

9. საქველმოქმედო შემოწირულობის გამოყენების თანმიმდევრობა:
ხელშეკრულებით შეგროვილი შემოწირულობების გამოყენება ხდება ფონდის საქმიანობის მიზნების შესაბამისად.

10. საერთო წვდომის თანმიმდევრობა ფონდის ფინანსურ ანგარიშებთან:
წვდომა ფონდის ფინანსურ ანგარიშებთან ხდება ყოველწლიურად მათი ფონდის საიტზე განთავსებით ელექტრონული ფორმით. ფონდის საიტზე განთავსდება საქველმოქმედო შემოწირულობის სრული თანხა და გამოყენებული შემოწირულობის ანგარიში.

11. თანხის გადახდასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბანკის საკომისიოს, გადახდის სისტემების ხარჯებს თავის თავზე იღებს ქველმოქმედი.

12. ქველმოქმედისთვის ცნობილია, რომ საკომისიო შეიძლება იყოს გადახდილი თანხის გამოქვითვის (ჩამოწერის) გზით ბანკის საკომისიოს ოდენობით, შემოწირულობიდან გადახდის სისტემების ოდენობით. ქველმოქმედი ადასტურებს ფონდის მიმართ მატერიალური პრეტენზიების არქონას, თანხის საკომისიოს გამოკლებით გადმორიცხვის დროს.

13. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ქველმოქმედი თანხმობას უცხადებს ფონდს ფიზიკური პირის შემოსავლების გადასახადის გადახდას შემოწირულობის განსათავსებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობის შესაბამისად. ქველმოქმედს არ ექნება პრეტენზია, ფონდის მიერ გადასახადების გამოკლებით თანხის გადაცემასთან დაკავშირებით

14. ეს საჯარო შეთავაზება და ხელშეკრულება, ასევე მისი ყველა დანართი შედგენილია ქართულ ენაზე. მიღების ფაქტით ქველმოქმედი ეთანხმება იმას, რომ თავისუფლად ფლობს ქართულ ენას და აცხადებს, რომ ქართულ ენაზე შედგენილი საჯარო შეთავაზება  და ხელშეკრულება, ასევე მისი ყველა დანართი არ შეიძლება იყოს  საფუძველი სასამართლოში გასაჩივრებისა ქველმოქმედის მიერ ან მისი ბათილად ცნობა იმ მიზეზით, რომ ქველმოქმედი არ ფლობდა ქართულ ენას, ან არ ვერ გაიგო ამ საჯარო შეთავაზების და ხელშეკრულების პირობები.