ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

იურისტი-სამართალდამცავი

იურისტი-სამართალდამცავი „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში“, ქ. თბილისი 

მოთხოვნები კანდიდატებისთვის:

  1. საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სიღრმისეული ცოდნა, სასამართლო პრაქტიკა აუცილებელია;
  2. უმაღლესი იურიდიული განათლება;
  3. სამოქალაქო საკითხებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  4. რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა გამართული გრამატიკით (წერითი და სასაუბრო);
  5. სხვადასხვა ინსტანციებისთვის წერილების, მიმართვების მომზადების გამოცდილება;
  6. შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის მაღალი დონე;

ვალდებულებები:

  1. საქველმოქმედო ფონდში მოქალაქეთა მომართვებთან მუშაობა;
  2. იმ მოქალაქეთა საკითხების გადაჭრა, რომლებიც დახმარებისთვის მოგვმართავენ: წერილების, იურიდიული დოკუმენტების, კონსულტაციების, მიმართვების მომზადება კომპანიებში, ორგანიზაციებში, ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში საკითხების გადაჭრისა და დახმარების მიზნით. დახმარების მთხოვნელი თითოეული ადამიანის/ოჯახის პრობლემის დეტალურად დამუშავება, მოქმედების გეგმის, ვადების დასახვა, აგრეთვე, რის გაკეთება შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;
  3. ხელმძღვანელობის დავალებით მოთხოვნების/პასუხების მომზადება ოფიციალური ორგანოებისთვის;
  4. მონაწილეობის მიღება ფონდის საქმეებისთვის წარმოებულ სასამართლო განხილვებში;
  5. ფონდის ხელმძღვანელობასა და დამფუძნებელთან ხაზზე ყოფნა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში (ზარზე პასუხი). თუმცა ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება!

სამუშაო პირობები:

  1. სამუშაო გრაფიკი 9.00—18.00 . თბილისში;
  2. ხელფასი – 1000-1500 დოლ. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით ლარში + პრემიები კარგად შესრულებული საქმისთვის.
  3. მუშაობის პირველი თვესტაჟირება – 800 დოლ., რომელიც შეიძლება უფრო ადრე დასრულდეს: ან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებით, ან სამუშაოდან წასვლით, თუ სტაჟიორის მიერ დეკლარირებული ცოდნა არ შეესაბამება სინამდვილეს და სწავლის სურვილიც არ აქვს!
  4. უფასოდ სწავლა უკრაინის დამსახურებულ იურისტთან, სამართლის დოქტორ ლეონიდ ჩერნოვეცკთან!
  5. ძალიან მაღალი ხელფასით მაღალი კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ყურადღება! მისამართი კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის გამოსაგზავნად: mydreamwork999@gmail.com, გამოგზავნის დროს წერილის თემის ველში მიუთითეთ „იურისტი“, რათა ვიცოდეთ, კომპანიის რომელ ვაკანსიას გამოეხმაურეთ.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით!