
პრინცესასავით ლამაზი ვარ, ხომ მართალია?!
დაბადების დღე: 16.07.2014
შეგროვებულია:
33.4 ₾
(დონორი: 13)
პრინცესასავით ლამაზი ვარ, ხომ მართალია?!


- კარგი, რა! აი, ნახავ, რამდენ ადამიანს საქართველოში მოუნდება, რომ ჩაგეხუტოს, როდესაც დაინახავენ, რა ლამაზი ხარ!
ნანუკი: რას ამბობ! ჩემს პატარა მტირალა დაიკოებსაც კი არ სჯერათ ასეთი ზღაპრების. გამაცინე!
– აბა, რის გჯერა?
ნანუკი: მჯერა, რომ კარგი მეზობლები გვყავს. ხან ტანსაცმელი მოაქვთ ჩვენთვის, ხან სადილი, ხან კანფეტს გვჩუქნიან. ისეთ რამეებს კი, რაზეც სულ ვფიქრობ, ვერ მომცემენ. არ აქვთ ამდენი „ფულები“.
- და რაზე ოცნებობ?
ნანუკი: აი, ისევ ზღაპრებს იგონებ! კარგი, გეტყვი. ოღონდ, დედას არ უთხრა, თორემ მომკლავს! ტელეფონი მინდა და ველოსიპედი. ყველას აქვს, მე კი - არა. ბევრი რამე არ მაქვს, რაც სხვებს აქვთ. ფანქრებიც კი. და კიდევ, საწოლები არ გვაქვს.
– მართალია, სასწაულების და ზღაპრების არ გჯერა, მაგრამ, რა მოხდება, ეს ყველაფერი რომ გქონდეს? რას გააკეთებ?
ნანუკი: სიხარულისგან ფრთები გამეზრდება და ვიტირებ!
- და ტირილი რა საჭიროა?!
ნანუკი: შენ ვერ ხვდები. ყველა ბავშვი ტირის სიხარულისგან!