ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

Wishes
სახლში / ბავშვების სურვილები /

პატარა ნათიას ხელშიც კი არასდროს სჭერია თოჯინა. გოგონა თავის დაიკოებთან ერთად, უიმედოდ ოცნებობდა სათამაშოებსა და გასაბერ აუზზე. ბავშვების ფერადი ოცნებები, მხოლოდ თქვენი დამსახურებით იქცა რეალობად, კეთილო ადამიანებო!

calendar

Birthday 06.05.2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ღმერთო, დაეხმარე ამ უნაზეს არსებას, მისი სახლის სახურავი რომ შეკეთდეს, საკუთრი ჭერი რომ ჰქონდეს თავზე!!! და ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში სხვა ბავშვებსაც მოუწიოთ მშობლებისგან მსგავსი პრობლემების შესახებ მოსმენა!

ნათია (4 წლის): „მე მინდა სახურავი, მე და ჩემს დებს რომ არ გვაწვიმდეს! კიდევ, დიდი „საკატავებელი“ მანქანა მინდა! ა-ა-ა-ი ამხელა ! თოჯინები მინდა, ჩემი დაიკოებისთვის ნინასთვის და ინნასთვის. მინდა ა-ა-ა-ი ამხელა (ხელებით გვაჩვენებს) გასაბერი აუზი!”

პატარა ნათიას და მისი საყვარელი დაიკოების სახლი საშინლად გამიყურება და სახურავი არ უვარგა! თავად ნათიას საშინელი საფრთხობელა-თოჯინა უჭირავს ხელში. მას არავისი შურს, მაგრამ ძალიან უნდა, მასაც ლამაზი გასაბერი აუზი და “საკატავებელი” მანქანა რომ ჰქონდეს, ისეთი, როგორიც სახლებში აქვს თავისი პატარა მეგობრების სახლებში, მეზობლად.

კიდევ, ამ პატარა ქართველ მზე გოგოს ძალიან, ძალიან სტკივა ყელი და დაუსრულებელი ხველა ხელს უშლის, მშვიდად რომ ეძინოს და ხედავდეს სიზმრებს! საშინლად ახველებს, მის მშობლებს კი, ფული არ აქვთ ექიმთან რომ წაიყვანონ!

ნათია გულკეთილი გოგოა და ოცნებობს, მისი პატარა დაიკო ნინა რომ გამოჯანმრთელდეს! მადლობა ღმერთს, რომ პატარა ნინა ჯერ ვერ ხვდება, რაოდენ საშინელია მისი მდგომარეობა! ის არაფერს ითხოვს, რადგან ჯერ ლაპარაკი არ იცის! მაგრამ, ყელის ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება, სანამ შეუქცევადი შედეგი დადგება! ოჯახს კი, ამის საშუალებაც არ გააჩნია!

ნინას ეს საშინელი სტომა დაბადებიდან ყელში აქვს. რომ დაიბადა,  ვერ სუნთქავდა. სტომა სასწრაფოდ ამოსაღებია, მაგრამ როგორ? თუ ოჯახს საკვებისა და წამლების ფულიც კი არ აქვს!

ამ მრავალშვილიანი ოჯახის სახლს სახურავი არ უვარგა, კედლები ქვის არის და ძალიან ცივია. ამ სახლში არ არის არც საჭმელი, არც თბილი ტანსაცმელი, ბავშვის ერთადერთი თოჯინა კი საფრთხობელას ჰგავს, ძველი და საშინელია. პატარა გოგონა კი ლამაზ ნივთებზე ოცნებობს.

არა, არა, მე-18 საუკუნის საქართველო არ გეგონოთ! და ეს ბავშვი არ არის მეფის ასული სამეფო აკვანში! თქვენს წინაშეა, ამაყი ქართველი ერის პატარა მოქალაქე თავის უძველეს, 100 წლის საწოლში! ღმერთო, ბედნიერი მომავალი მიეცი მას!

ამ “დიდებულ” სახლში, სადაც კეთილმა ადამიანმა, ჩვენმა თანამემამულემ, ცოტა ხნით შეიფარა ეს ოჯახი, (რისთვისაც ჩვენი ფონდის მთელი გუნდი და მისი მეგობრები დიდ მადლობას უხდის) რომლის არსებობაც ამქვეყნად არავის ადრდებს. საერთოდ არავის! ადგილობრივი ხელისუფლება მათ კეთროვნებად თვლის, ადამიანებად კი არა! კანონმა  სოციალურად დაუცველები უწოდა და ამიტომ, ქვეყნის ყველა თანამდებობის პირმა, როგორც საკუთარ შვილებზე ისე იზრუნოს მათზე! მაგრამ, არავინ აქცევს ყურადღებას, მეტიც, საქართველოში ასეთი საშინელების ხარჯზე მიღებული ანაზღაურებით ცხოვრობენ! მერები და ადგილობრივი დეპუტატები, კანონისა და კონსტიტუციის თანახმად, ყველა სოციალურად დაუცველის მიმართ მამობრივი მზრუნველობა უნდა გამოიჩინონ! მაგრამ, როგორც ჩანს, თვლიან, რომ ეს მათთვის ზედმეტი ტვირთია!

„გაგვიმართლა, – ამბობს საბრალო დედა, ნინო – თუმცა თავიდან, მართალი გითხრათ, სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი! რამდენიმე თვის წინ ხომ, პატრონმა მე და ჩემი შვილები მაწანწალა ძაღლებივით ქუჩაში გამოგვყარა! სხვათა შორის, სახლიდან, სადაც ვიხდიდით ქირას! და არავინ, საერთოდ არავინ გამოგვესარჩლა! იქ, ამაზე უარესი პირობებიც კი იყო. თავზე გვაწვიმდა და კედლებიდან ქვიშა იყრებოდა. ღრიჭოებიდან სახლში ვირთხები და გველები შემოდიოდნენ. აქ, ვერ შემოდიან მაინც.“

– რას ამბობთ, ნინო?! და ასეთ სახლში იხდიდით ქირას? რამდენი წელია, რაც ასეთ პირობებში ცხოვრობთ?

ნინო: არც კი ვიცი. ნათია იქ დაიბადა. ანუ ხუთ წელზე მეტი. აქაც ცუდი პირობებია, მაგრამ ჭერი მაინც გაქვს თავზე. თორემ ავადმყოფ ბავშვთან ერთად ქუჩაში ყოფნა, მართლაც საშინელება იქნებოდა.

აი, ასე გამოიყურება თურმე “ბედნიერი” ქართველი დედა! გველი ან ვირთხა მაინც რომ არ დაკბენს!მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო, ამ ოჯახის მთავარი გასაჭირი ეს არ არის! ყველაზე პატარას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნინო: რაც ახლა ნახეთ და ასე ძალიან შეგაშფოთათ, ჩვენთვს „ლამაზი ცხოვრებაა“. რამდენიმე თვის წინ, ნაქირავები სახლიდან გამოგვყარეს, იქ კი, პირობები ამაზე უარესი იყო.

– ამ სახლშიც ქირას იხდით?

ნინო: არა, ცოტა ხნით შეგვიფარეს. ისიც არ ვიცი, აქედან როდის მოგვიწევს წასვლა.

– საკუთარი საცხოვრებელი არ გაქვთ?

ნინო: ჩემს ქმარს სახლი ჰქონდა. მაგრამ დიდი ხნის წინ მომხდარი სტიქიის დროს ჩავარდა სახურავი. დედამთილმა არაერთხელ დაწერა განცხადება, ითხოვა შეკეთება, მაგრამ, არავინ დაეხმარა. ახლა, ალბათ, სახურავიც რომ გაკეთდეს, იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ჩვენც არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ როგორც ჩანს, არ ესმით ჩვენი.

– ღმერთო! ჩვენ მივმართავთ ყველა ინსატნციას! ეს საშინელებაა! ასე ცხოვრება არ შეიძლება. მეტიც, როგორც ვხედავ, თქვენი შვილიც არ არის ჯანმრთელად.

ნინო: აი, ხედავთ, სტომა აქვს ყელში ჩადგმული. დაბადებიდან ასეა. ვერ სუნთავდა და ასე გადაარჩინეს. ახლა მისი ამოღებაა საჭირო. ველოდებით დაფინანსებას. არ ვიცი, რა ეღირება. ექიმმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა დაფაროს ყველანაირი ხარჯი. თუ არ დაფარა, ხომ დაგვეხმარებით?

– აქ ვართ იმისთვის, ყველაფერში რომ დაგეხმაროთ.  ბავშვებს შედარებით მაინც ადამიანური პირობები რომ შევუქმნათ.

ნინო: ჩვენც ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოდის. ვიღებთ შემწეობას და პენსიას, მაგრამ, საკვებზეც კი არ გვყოფნის ეს თანხა. ასე ვიტანჯებით. ჩემი მეუღლეც ავად არის, მაგრამ ხანდახან, მწყემსად მუშაობს. შიმშილისგან ტირიან ბავშვები. ნათია, უფროსი, ძალიან ჭკვიანი გოგონა მყავს, საბავშვო ბაღში დადის. იქ თბილა მაინც და აჭმევენ.

– ასეთ ექსტრემალურ პირობებში როგორ ზრდით ბავშვებს? სად აბანავებთ, რას აჭმევთ?

ნინო: მართლაც რთულია. ზოგჯერ მეზობლებს მოაქვთ საჭმელი. ვბანაობთ ტაშტებში. აქ სისუფთავის შენარჩუნება შეუძლებელია. თითქოს კედლებიდან მოდის ეს ჭუჭყი. დღეს ლობიოს ვამზადებთ. ვფიქრობ, რამდენიმე დღე ვიმყოფინებთ. ვიცი, რომ ბავშვებს სხვანაირი საკვები სჭირდებათ. მაგრამ მათთვის ლობიოს წვნიანიც ფუფუნებაა!

– თქვენი მეზობლები დაგვიკავშირდნენ, თქვეს, რომ დახმარების გარეშე, დიდხანს არ გაძლებდით.

ნინო: კი, ძალიან დარდობენ ჩვენს გამო. ძალიან კეთილი ადამიანები არიან. თავადაც არ ულხინთ, მაგრამ ჩემს შვილებს ეხმარებიან. ზოგჯერ, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანების იმედი უფრო მეტად გქონდეს, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრების.

– ნათესავები არ გეხმარებიან?

ნინო: პატარა ვიყავი, მშობლები რომ გარდამეცვალა. მყავს და-ძმა, მაგრამ მათთან მრავალი წელია ურთიერთობა არ მაქვს. არც ვიცი მათი ამბავი. მათ კი არ იციან ჩემი. დაწვრილებით არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე!

– გასაგებია. ანუ, ბედნიერი ბავშვობა არც თქვენ გქონიათ.

ნინო: არა! ბავშვობიდან კარგს ვერაფერს გავიხსენებ. ასე ვიტყოდი, ადამიანი იბადება ტანჯვისთვის. მეც ამისთვის დავიბადე და ჩემი ქმარიც. ჩემი შვილებიც, ალბათ, ასევე დაიტანჯებიან. რა სიკეთე უნდა ნახონ ამ ორმოში? რა შემიძლია მივცე? დაობებული საჭმელი, სიცივე, ჭუჭყი, ავადმყოფობა… მე ასე გავიზარდე და ასე იზრდებიან ჩემი შვილებიც. არ მჯერა, რომ შესაძლებელია რაიმეს შეცვლა.

– ძალიან ლამაზი შვილები გყავთ. საქართველო გაერთიანდება და ყველანი ერთად ვეცდებით, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება, ბავშვობის რაიმე კარგი მოგონება მაინც რომ ჰქონდეთ. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ თქვენი საცხოვრებელი პირობები უნდა გაუმჯობესდეს, ნინას კი გამოკვლევები ჩაუტარდეს. შემდეგ კი საზოგადოების თანადგომით, ყველანაირად ვეცდებით, პატარებმა უფრო ხშირად რომ გაიღიმონ და ფერადი მოგონებები დარჩეთ!

ნათიას, ნინას და ინას ოჯახი მაგალითია უხილავ მტერთან ბრძოლის, როდესაც ყოველი დღე ახალი განსაცდელია. მათთვის ადამიანური პირობების შექმნა ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა იყოს პრიორიტეტული. გავჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორ დავეხმაროთ ამ ოჯახს და ბევრ სხვას, რომლებიც მათ მსგავსად რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება და მივცეთ იმედი მომავლისა, რომელიც ამჟამად მათთვის არ არსებობს. დავამტკიცოთ, რომ ეს ადამიანები არავის დავიწყებია, რომ ისინი არ არიან მარტონი და ჩვენ, ქართველები, ჩვენიანებს გასაჭირში არ მივატოვებთ. მზრუნველობისა და თანადგომის დრო დადგა!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თელავი, მშვიდობის ქ. № 111.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ნათია ჯავარაშვილების).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

პატარა ნათიას ხელშიც კი არასდროს სჭერია თოჯინა. გოგონა თავის დაიკოებთან ერთად, უიმედოდ ოცნებობდა სათამაშოებსა და გასაბერ აუზზე. ბავშვების ფერადი ოცნებები, მხოლოდ თქვენი დამსახურებით იქცა რეალობად, კეთილო ადამიანებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!


აუზი მექნება, არ მჯერა“ – ნათიას მთავარი ოცნება ასრულდა
კახეთში, ჯავარაშვილების ოჯახში, საშინელ სიღატაკეს ვეღარ უძლებდა სამი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი თოჯინაც კი არ ჰქონდათ გოგონებს. ყველაზე უფროსი, 4 წლის ნათია სიზმარშიც კი გასაბერ აუზს ხედავდა და ბევრს ცურავდა. ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საბრალო გოგონა მხოლოდ სიზმარში იყო ბედნიერი. რეალობაში კი, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისი ოცნებები არასდროს ახდებოდა. თქვენ კი, კეთილო ადამიანებო, არა მხოლოდ ოცნებები აუსრულეთ ანგელოზ გოგონებს, არამედ ყველაზე მთავარი –  იმის იმედი და რწმენა მიეცით ბავშვებს, რომ ისინი, ამ სამყაროში მარტო არ არიან

შეხედეთ, გახარებული ბავშვი ფონდის თანამშრომელს როგორ ეფერება

ბავშვის მთავარი ოცნება ასრულებულია. ამიერიდან, ბევრს იჭყუმპალავებს აუზში

ნათიას პირველად უჭირავს თოჯინა ხელში
შეხედეთ ამ ფოტოს. სიხარულისგან ტირილს მოანდომებს ადამიანს. აქამდე, ნათიას ხელშიც კი არასდროს სჭერია სათამაშო. დღეს, ის თავის საოცნებო თოჯინას პირველად ეხუტება. თავადაც თოჯინასავით ლამაზი ბავშვის სიხარულს საზღვარი არ აქვს.  

დებიდან ყველაზე უმცროსი, ინგულა ფონდის თანამშრომელს ეგებება

ახლა, პატარა ნინის ბევრი სათამაშო, გემრიელობა და პამპერსი აქვს.

როდესაც პატარა ინგულა სხვა ბავშვების თოჯინებს ხედავდა, მასაც უნდოდა და იწყებდა ტირილს. ბავშვს პირველად უჭირავს თოჯინა ხელში
როდესაც პატარა ინგულა ტიროდა, დედა ცულს თავშალს შემოახვევდა ხოლმე, ვითომ თოჯინა იყო. დღეიდან კი, ბევრი სათამაშო ექნება ინგულას. კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერება რომ არა, ეს ანგელოზი გოგონა დღეს ისევთავშლიან ცულთანერთად დაიძინებდა, ვითომ თოჯინა იყო.

დღეიდან, ამ ანგელოზებს აღარ ეცმევათ დახეული და ძველი ტანსაცმელი 
შეხედეთ ამ სამ ანგელოზს. ნუთუ, ისინი დახეულ ტანსაცმელს იმსახურებდნენ? ამას არცერთი ბავშვი იმსახურებსამიერიდან, ახალი და ლამაზი ტანსაცმელი ეცმევათ დებს

ეს ხომ, „პრინცესული კაბაა“. რა ბედნიერი ვარ
ნათია (4 წლის):ჩემი ოცნებები ახდა. არ მჯერა. ასეთ კაბაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ დედა ვერ მყიდულობდა. ეს ხომ პრინცესების კაბაა. ამ კაბას რომ ჩავიცვამ, მეც პრინცესას დავემსგავსები. თავი სიზმარში მგონია. არ გამაღვიძოთ, სულ ასეთ სიზმარში ყოფნა მინდა.“ 

გახარებულმა ბავშვებმა, ფონდის თანამშრომელთან თამაში დაიწყეს
კეთილო ადამიანებო, თავად დარწმუნდით, რომ თქვენმა სიკეთემ სასწაული მოახდინა და ჯავარაშვილების ოჯახში, სადაც  უბედურება სუფევდა, უკვე მხიარული ჟრიამული ისმის დღეს. ბავშვების სიცილის ხმაეს ხომ, ყველაზე საოცარი ხმებია
თუ გსურთ, რომ სხვა ბავშვებიც გახადოთ ასეთი ბედნიერი და უბედურებისგან იხსნათ, მაშინ აუცილებლად დაგვიკავშირდით. გახსოვდეთ, რომ თითოეული ლარიც კი მნიშვნელოვანია.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ჯავარაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
05.07.2024
თოჯინა
38.00₾
08.07.2024
აუზი
276.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
79.00₾

სულ ხარჯები:

393.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2024 10:41:50
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2024 16:44:10
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.02.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.02.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2024 21:09:18
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2024 19:29:26
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2024 19:05:53
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2024 08:25:39
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.02.2024 00:10:24
₾30.00

შემოწირულია:

₾393.00

18 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾393.00

18 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება