რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 04.07.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270გიო უკარო და უფანჯრო სახლში ცხოვრობს და ფეხშიშველი დადის მიწის იატაკზე. მის სახლში ბნელა, სინესტეა, ცივა და მშიერი ბავშვის ტირილი ისმის. ყველაფერს, რაზეც გიო ოცნებობს და რაც მას არა აქვს, ის თავის ნახატებში ხატავს.
გიო: ძალიან მინდა ველოსიპედი მქონდეს! არასდროს მქონია. აი, დავხატე ის. ველოსიპედით მივქრივარ ჩვენს ახშანში და ყველას ხელს ვუქნევ, ვინც გზად მხვდება. ეჰ, დახატული ველოსიპედით ხომ ვერსად წახვალ… ნამდვილით კი ბიჭებს შევეჯიბრებოდი, ვინ პირველი იქნებოდა, და ეზოში სადგომსაც გავუკეთებდი, ადგილი უკვე ვიპოვე.
– ტელეფონიც დახატე, გიო?
გიო: ფურცელზე მაინც იყოს, რადგან ისე არა მაქვს. მაგრამ ტელეფონი ძალიან დამამშვენებდა. მე უთქმელი არა ვარ, როგორც ჩემი და, მარი. ზუსტად ვიცი, რომ ლამაზი კაბები უნდა, მაგრამ რცხვენია, რომ თქვას. ჩათვალე, რომ მის მაგივრად გითხარი. ტელეფონი რომ მქონდეს, სულ მეგობრებს დავურეკავდი, ისინი კი მე დამირეკავდნენ…
– მალე სახატავი ალბომი და ფლომასტერებიც დამიმთავრდება და ვეღარ დავხატავ.
მეგობრებო, გიოს დახატული ნივთები კი არა, ნამდვილი ნივთები სჭირდება! დაე, ყველა მისი ნახატი ჩვენი მეშვეობით ნამდვილ ნივთებად იქცეს!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
გიო: რა სამწუხაროა, აქამდე რომ არ გიცნობდით. ძალიან კარგი ადამიანები ხართ. ბავშვებს ჩუქნით იმას, რაც უნდათ. ძალიან მინდოდა, საკუთარი ტელეფონი რომ მქონოდა. ხომ იცი, ლაპარაკი მიყვარს. მალე საკუთარი ნომერიც მექნება და დარეკვას შევძლებ.
– პირველს ვის დაურეკავ?
გიო: ლუკა ქეთელაურს, ჩემს ახლო მეგობარს. თუ ზარს გამომიშვებ, შენც დაგირეკავ. სანამ თბილისში წახვალ, შეგიძლია გადაღება რომ მასწავლო? ვაიმე, რამდენი „თვალია“ აქვს, რამდენი კამერა! ლამაზად გადავუღებ ყველას – ჩემს თავს, ოჯახს, მეგობრებს, მთელს ახშანს!
გიო: მარი, ტარიელ, ანი, დე–ე! ველოსიპედი მომიტანეს!!! შოკში ვარ, გეფიცებით!! დამეხმარე, რომ დავჯდე! შემახსენე, ტარება როგორ უნდა და მერე, მე თვითონ ვივლი! (მიმართავს ჩვენს თანამშრომელს).
ახლავე გავალ გარეთ და მთელ ახშანს შემოვივლი ამ ველოსიპედით! ყველამ რომ ნახოს, დაბადების დღეზე რა მაჩუქეს!
ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო ძვირფასო (ველოსიპედს ეფერება)… სიჩქარეებიც აქვს და მუხრუჭიც, ყველაფერი ისეა, როგორც გთხოვეთ. ეს პირველი ველოსიპედია ჩემს ცხოვრებაში! და ცხოვრებაში პირველი დაბადების დღე საჩუქრებით! ყველას უთხარით, რომ გიო სისაური კახეთიდან დიდ გულს გიგზავნით!
ოღონდ არავის უთხრათ, ცრემლები რომ ვერ შევიკავე…
სულ ხარჯები:
456.25₾დარჩა:
21.28₾