რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 20.03.2016
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს 8 წლის საბაა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევში ბიჭს ყველა იცნობს, როგორც ყველაზე ღატაკი ოჯახის შვილს. ოჯახშიб საბასთან ერთად, მისი 5 დედმამიშვილი შიმშილისგან გონებას კარგავს. ტანსაცმელს და სათამაშოებს კი, ნაგავსაყრელზე პოულობენ. საბა ყველაზე სევდიანი ბიჭია ამ ოჯახში. ბავშვის თვალები მუდამ ცრემლებით არის სავსე. ბიჭს დაბადების დღე არასოდეს აღუნიშნავს. დიდი სურვილის მიუხედავად, ერთხელაც ვერ დაპატიჟა თანაკლასელები, რადგან შემწვარი კარტოფილის და ხმელი პურის გარდა, სახლში სხვა საჭმელი არასდროს არის.
საბა (8 წლის): „დაბადების დღე არასოდეს გადამიხდია და გული მტკივა.“ იცით, როგორ დაბადების დღეზე ვოცნებობ? სუფრაზე ბევრი საჭმელი რომ იყოს, ხორციანი საჭმელი: ტოლმა, მწვადი, ხინკალი. ჩემი ოცნებაა, რომ ერთხელ მაინც ჩავაქრო სანთლები და სურვილი ჩავიფიქრო.
– რა სურვილს ჩაიფიქრებდი?
საბა: პულტიანი მანქანა მინდა. ველოსიპედი და ბურთი. ამ სამ სურვილს ჩავიფიქრებდი სანთლების ჩაქრობისას.
კეთილო ადამიანებო, ბავშვი კიდევ იმაზე ოცნებობს, რომ დაბადების დღეზე, სანახევროდ გაფუჭებული ტელევიზორი მაინც აჩუქონ, რათა მულტფილმების ყურება შეძლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ბიჭისთვის იმედგაცრუებით სრულდება ყოველი დაბადების დღე.
და კიდევ!!! აუცილებლად ილოცეთ საქართველოს პატარა მოქალაქისთვის მის დაბადების დღეზე (20 მარტი) თუ შესაძლებლობა გექნებათ, დაურეკეთ ან SMS გაუგზავნეთ! ფული არ არის მთავარი! მთავარია, ჩვენი სული და ღვთის წინაშე კეთილი ზრახვები! აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი!
ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს და თვალებით ითხოვს შველას. ეს 8 წლის საბაა სოფელ კნოლევიდან, სადაც ბავშვს ხშირად ესმის ოკუპანტების მიერ გასროლილი ტყვიების ხმა და შიშისგან ყურებზე ხელებს იფარებს. მაგრამ შიმშილისგან გონების დაკარგვის შიში გაცილებით ძლიერი ყოფილა. საბა ნაგავსაყრელზე ტანსაცმელს ეძებს და თან ოკუპანტების საგუშაგოს გაჰყურებს. ნაგვის გროვაში ზოგჯერ საჭმელსაც პოულობს და მაგ დროს ბიჭი ყველაზე ბედნიერია. ვინ იცის, იქნებ ოკუპანტებისგან გადაგდებულ პურის ლუკმას იღებს, მაგრამ მშიერი ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ შიმშილისგან ისევ არ დაკარგოს გონება, როგორც ეს გუშინ მოხდა. დიახ, შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვს თვალები აუჭრელდა, გონება დაკარგა და თავი მაგიდის კიდეს დაარტყა. ლამის ტრაგედია დატრიალდა ზანაძეების ოჯახში.
ნაცვლად იმისა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ბავშვი უდარდელად ატარებდეს, წინასწარ ნერვიულობს, სექტემბერში სკოლაში რა ჩაიცვას. ეს 3 წელი, რაც ბავშვი სკოლაში დადის, მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს — ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მაინც წავიდეს სკოლაში ახალი ტანსაცმელით.
საბა (8 წლის) — ჯინსის ახალი შარვალი, მაისური და ბოტასები — ჩემი აუხდენელი ოცნებაა. სხვა ბავშვებს რომ ვუყურებ სკოლაში ლამაზად ჩაცმულებს, მერიდება, მათ გვერდით დავდგე. დახეული ტანსაცმელი დედამ ნემსით გამიკერა, მაგრამ ეტყობა, რომ გაკერილია და ვცდილობ, იმ ნაკერზე ხელი დავაფარო ხოლმე, რომ სხვა ბავშვებმა არ დაინახონ. კიდევ ვოცნებობ, რომ სათამაშოები მქონდეს. ნაგავსაყრელზე ვნახე სათამაშო მანქანა. სახლში წამოვიღე, გავასუფთავე, მაგრამ ბორბლები არა აქვს და ეგ რანაირი მანქანაა? როგორ მინდა, რომ პულტიანი მანქანა მქონდეს. ასე მგონია, რომ სიხარულისგან ღამე აღარ დამეძინებოდა.
— დეიდა, (მიმართავს კორესპონდენტს), როცა ჩემი ტოლი იყავით, თქვენც ოცნებობით?
— კი, საბა. ყველა ბავშვი ოცნებობს.
საბა — მაგრამ ჩემნაირ ღარიბ ბავშვებს არ უსრულდებათ სურვილები.
— ასე ნუ ფიქრობ. აქამდე კეთილი ადამიანების ყურამდე არ მისულა შენი სურვილები, ახლა კი გაიგებენ. ჰოდა, ხომ არ გინდა, შენც მიმართო ამ კეთილ ადამიანებს? მათთვის რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?
საბა — მერიდება, დეიდა. ასე მგონია, რომ ჩემნაირ ღარიბ ბავშვებს არც მოუსმენენ.
— ცდები, საბა. იცი, როგორ ადამიანს ჰქვია კეთილი? სწორედ ღარიბ ბავშვს რომ დაეხმარება სურვილების ასრულებაში.
ამ დროს ბავშვს სევდიანი თვალები გაუბრწყინდა, დაბლა დახრილი თავი ზემოთ ასწია, მხრებში გაიმართა და ჩემი იქ ყოფნის პერიოდში პირველად გაიღიმა. დიახ, პირველად გაიღიმა და თან ისე, თითქოს მზე ამოვიდა მის პატარა, დარდით სავსე გულში.
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
კორ.: ნინი
საბა, 8 წლის: მეგონა სკოლაში ისე წავიდოდი, როგორც ყოველთვის, ძველი ტანსაცმლით. მაგრამ ხვალ ძალიან მაგარი დღე იქნება – ყველაფერი ახალი მეცმება! დღესაც მაგარი დღეა! ჯერ არ ვყოფილვარ ესკალატორებიან მაღაზიებში და არც არაფერი მომიზომავს მოსასინჯ ოთახში.
– დღეს მოიზომებ ყველაფერს, რაც მოგეწონება!
საბა: მაშინ ეს სვიტერი მინდა სატვირთო მანქანით, გაბერილი ჟილეტი და ბოტასები ბეტმენით.
– შეგიძლია მეტი აირჩიო. აბა დაიწყე!
საბა: მაშინ, თუ ასეა, ბევრს ავარჩევ. ავიღოთ ყვითელი ბოტასებიც და შავიც. ავიღოთ ორი სპორტული შარვალი… ტანსაცმლის ჩანთა მძიმდება, ჯობია იატაკზე გავაცურო. თუ ყველაფერი მომერგება, ყველაფერს მიყიდით?
– აუცილებლად!
საბა: მაშინ მთელი ეს ჩანთა მინდა. და მინდა მაღაზიიდან ახალი ბეტმენიანი ჰუდით გავიდე. ძველებს კი გზაში ნაგვის ურნაში ჩავყრი.
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
639.00₾დატოვა:
0₾