რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 11.04.2020
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს 5 წლის ელენეა, ზღვისფერთვალება გოგონა სოხუმიდან. თუმცა ცხოვრების უსამართლობის გამო მშობლიური მზე არ უნახავს. ბავშვი მხოლოდ სათამაშო მზეს ეხუტება სევდიანად. თუმცა მისით არასდროს თამაშობს, არც ძირს აგდებს, მხოლოდ იხუტებს. ელენე სულ რაღაც 5 წლის არის და თითქოს მის თვალებში მთელი სამყაროს სევდას ერთად მოუყრია თავი. ბავშვს D ვიტამინის ნაკლებობა კრიტიკულ ზღვარზე აქვს, რამაც არაერთი პრობლემა შეუქმნა მის ჯანმრთელობას, მაგრამ დედას ექიმთან ვერ მიჰყავს, რადგან ელენეს დის ოპერაციისთვის ფულს აგროვებს. გონიერი ბავშვი ხვდება, რომ მისი დაიკო მძიმედ არის ავად, ამიტომ არაფრის ყიდვას სთხოვს დედას. როდესაც მის სახლში მისულმა (ფონდის კორესპონდენტი) ვკითხე, თუ რაზე ოცნებობდა, მიპასუხა: „ჩემი დაიკო გამოჯანმრთელდეს მალე“. ამ ფრაზის თქმისას კი დიდი და ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. წარმოგიდგენიათ, რამხელა გული აქვს ამ პატარა გოგოს, რომ თავადაც ავადმყოფი ბავშვი დის გამოჯანმრთელებას ითხოვს?! იმის მიუხედავად, რომ ელენეს ერთი თოჯინაც კი არა აქვს, ბავშვს ერიდებოდა ფონდის კორესპონდენტთან თავის სურვილებზე საუბარი.
— ელენე, რატომ გერიდება შენს სურვილებზე საუბარი?
ელენე: ცუდი საქციელი მგონია ჩემს სურვილებზე ლაპარაკი, როცა ჩემი დაიკო, ჩემი ბარბარე, ასე ცუდად არის. დედიკო კი ყოველდღე ტირის, რომ გამოკვლევაზე ვერ მიჰყავს ბარბარე. ჰოდა, აბა მე რომ ჩემი სურვილების ასრულება ვთხოვო დედას და რაღაცების ყიდვა, ეგ ხომ ცუდი საქციელია, დეიდა!
— ელენე, როგორი გონიერი და კეთილი გოგო ყოფილხარ შენ. მაგრამ შენს სურვილებს ამჯერად არა დედას, არამედ კეთილ ადამიანებს ვეტყვით, რომლებიც შენნაირ კეთილ გოგონებს ეხმარებიან სურვილების ასრულებაში.
ელენე: მართლა, დეიდა? (ბავშვის ჩამქრალი თვალები უცებ განათდა და მის ლურჯ თვალებში თითქოს ზღვა ალივლივდა.
დეიდა, ტელევიზორი მინდა ყველაზე მეტად. სახლში არ გვაქვს, მე კი მულტფილმების ყურება ოცნებად მაქვს გადაქცეული. ასევე ფუმფულა ლოგინი, ფუმფულა საბანი და ბალიში მინდა, რომ ტკბილად დავიძინო. სათამაშო სამზარეულო და „კალიასკიანი“ თოჯინაც მინდა. დეიდა, ერთი სათამაშოც კი არასდროს მქონია. სხვა ბავშვებს კი იმდენი სათამაშოები აქვთ, იმდენი, რომ ვერც ითვლიან. მერიდება ხოლმე, რომ რომელიმე ბავშვს ვუთხრა, ცოტა ხნით მაინც მათხოვოს სათამაშო. ზოგჯერ პლასტმასის ბოთლს თავშალს შემოვახვევ, ვითომ თოჯინაა და ლოგინში ჩავიწვენ ხოლმე. დეიდა, კიდევ ორი სურვილი მაქვს. მაგრამ, როცა გავიზრდები, ვიმუშავებ და ჩემი ფული მექნება, მერე ვიყიდი.
— მითხარი, ელენე. ყველა შენი სურვილი ერთად გავაგებინოთ კეთილ ადამიანებს.
ელენე: საბავშვო სკუტერი („სამაკატი“) მინდა ძალიან, პლანშეტი და კიდევ, კარავზე ვოცნებობ მთელი გულით.
— კარავი რატომ გინდა?
ელენე: ფული არ გვაქვს, რომ დასასვენებლად წაგვიყვანოს დედამ სასტუმროში მე და ჩემი დაიკო. არც იმის ფული აქვს, რომ სახლი ვიქირაოთ. არადა ძალიან მინდა ლამაზ ბუნებაში ყოფნა. იქ, სადაც მდინარეა და მაღალი ხეები, მწვანე მდელო. ჩემი ოცნებაა, კარავში გავათენო ღამე ასეთ ლამაზ ბუნებაში და დილით მზის ამოსვლას კარვიდან ვუყურო.
კეთილო ადამიანებო, ცხოვრების უკუღმართობის გამო ელენე ერთხელ უკვე დააცილეს მშობლიური სოხუმის მზეს. სანამ ბავშვი თავის მშობლიურ მზეს შეხვდება, იქამდე ჩვენ გავხდეთ მისი მზე. დიახ, სიკეთე ხომ ყველაზე თბილი მზეა, რომელიც ნათელ სხივებს მოჰფენს ამ სევდიანი ბავშვის უფერულ დღეებს.
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დატოვა: