რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 12.11.2019
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270სათამაშოების გარეშე ცხოვრება შეიძლება, თბილი ტანსაცმლის გარეშე კი, ზამთარში გავიყინები!
ანანოს დაბადების დღე აქვს 12 ნოემბერს, ის 6 წლის ხდება! მაგრამ, ღიმილის ნაცვლად, აცრემლებულია გოგონა! წარმოიდგინეთ, ამ პატარა გოგოს მილოცვა არასოდეს მიუღია. მის დღესასწაულზე მეზობელი ბავშვებიდან არავინ მოვა, არც თავად არასდროს სტუმრობდა მათ, რადგან მშობლებს არ აქვთ საჩუქრის ყიდვის საშუალება. ხელცარიელი ხომ არ წავიდოდა? გამოდის, რომ არავინ ესტუმრება და სიურპრიზებიც არ იქნება. ტორტსაც კი ვერ უყიდის დედა! მისი ოცნება ნაწნავებიან თოჯინაზე აუხდენელი დარჩება.
ანანო: „სათამაშოები არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ გარეშე ცხოვრება შემიძლია. თბილი ტანსაცმლის გარეშე კი, გავიყინები ზამთარში. ქურთუკი და თბილი ფეხსაცმელი ძალიან მჭირდება. იქნებ, წარმოუდგენელი რამ მოხდეს და კეთილმა ადამიანებმა საჩუქრით გამახარონ?!“
ტანსაცმელი არ მაქვს. მხოლოდ ის მაქვს, რაც ზედ მაცვია.
ანანო, 5 წლის: ტანსაცმელი არ მაქვს. მხოლოდ ის მაქვს, რაც ზედ მაცვია. სულ ერთი ხელი. ფეხსაცმელიც არ მაქვს. წვიმაში ფეხები მისველდება, ამიტომ ცუდ ამინდში სახლიდან არ გავდივარ. მინდა, რომ პრინცესას კაბები მქონდეს და ლამაზი ფეხსაცმელები. მაგრამ ჩემს მშობლებს ფული არ აქვთ. მამაჩემი ჯართს აგროვებს ნაგავსაყრელზე, აბარებს და პროდუქტებს ყიდულობს ჩვენთვის.
– ანანო, სათამაშოები გაქვს?
ანანო: არა.
– როგორი სათამაშოები მოგწონს?
ანანო: მინდა, რომ თოჯინა მყავდეს. თმებს დავუწნავ და ჩავაცმევ. იცი, დეიდა, ჩემთან არავინ მეგობრობს, იმიტომ რომ ღარიბი ოჯახიდან ვარ. თოჯინა ჩემი მეგობარი იქნება!
– რაზე ოცნებობ?
ანანო: გოგოს ველოსიპედზე ვოცნებობ. მეზობლებმა ძველი ველოსიპედი მაჩუქეს, მაგრამ მალე გაფუჭდა. მაგრამ ყველაზე დიდი ოცნება კომპიუტერია, რომ მულტფილმებს ვუყურო. მოწყენილი ვარ მულტფილმების გარეშე. სახლში ტელევიზორიც კი არ მაქვს. ველოდები, იქნებ მამამ იპოვოს ძველი ტელევიზორი ნაგავსაყრელზე. რა მაგარი იქნებოდა! მაგრამ ვერ პოულობს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ანანო დაგელიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
705.00₾დარჩა:
0₾