რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 03.07.2017
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
09012002707 წლის დაჩის სათამაშო არასდროს ჰქონია. ბავშვი ბურთზე ოცნებობს. ველოსიპედი კი, მისთვის დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება. კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერების შედეგად, ამ საბრალო ბავშვის ჩამქრალ თვალებში რწმენა და იმედი დაიბადება.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს 7 წლის დაჩია. ბავშვს სათამაშო არასდროს ჰქონია. საბრალო ბიჭუნას მთავარი ოცნება კი, სწორედ რომ სათამაშოებია, დღემდე.
დაჩი (7 წლის): ჩემი ოცნებაა, რომ ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის ბურთები მქონდეს. წარმომიდგენია, როგორი ბედნიერები არიან ბავშვები, ვისაც სამივე ბურთი აქვს. კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ ველოსიპედი მქონდეს, დიდი ხანია ოცნებად მაქვს. შარშან თოვლის ბაბუასაც კი მივწერე წერილი, მაგრამ არც ველოსიპედი, არც სხვა სათამაშოები არ მომიტანა.“
შეხედეთ, დაჩის ზურგს უკან როგორი დაჟანგებული გამათბობელი მოჩანს. ნაქირავები ბინის ცივ ოთახში, ბავშვს ყინულივით ცივი აქვს პატარა ხელები. დაჩის თოვლში გუნდაობა ძალიან უყვარს, მაგრამ წელსაც, ისევე როგორც შარშან, ვერ იგუნდავებს. ალბათ, მიზეზსაც მიხვდებით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. მამისგან მიტოვებულ საბრალო ბავშვს არც ქურთუკი აქვს, არც ფეხსაცმელი, არც თბილი ჯემპრი.
დაჩი (7 წლის): ვოცნებობ, რომ ერთხელ მაინც შევხვდე ზამთარს ახალი ტანსაცმელით. ჩემს კლასელებს, კარგი ტანსაცმელი აცვია ყველას. მე კი, ძველი ტანსაცმელი მაქვს მხოლოდ. ასევე ვოცნებობ იმაზე, სპორტული ტანსაცმელი რომ მქონდეს. ძალიან მომიხდებოდა ნაცრისფერი, ან შავი ფერის სპორტულები, მაგრამ, დედა ვერ მიყიდის. ტელეფონს რაც შეეხება, რომ მქონდეს, ალბათ, ცაში ავფრინდებოდი სიხარულით. მგონი, ერთადერთი ბავშვი ვარ სკოლაში, ვინც ტელეფონის არქონის გამო, მასწავლებლის ჩატს ვერ კითხულობს. რამდენჯერმე ტელეფონი ჩემს კლასელებს ვთხოვე, უბრალოდ ხელში რომ დამეჭირა.“
ღვთისნიერი ბავშვი, ყოველდღე ლოცულობს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. გორი, ანწუხელიძის ქუჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დაჩი ჩაგუნავა)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
გაიღიმეთ, მეგობრებო! ეს ხომ თქვენ გააბედნიერეთ პატარა დაჩი! ის პირადად თქვენ გიღიმით!
დაჩი: „დედა რომ მეუბნებოდა, სასწაულების გჯეროდესო, მართალი ყოფილა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე გათენდა. კეთილმა ხალხმა მაჩუქა ის ტელეფონი, რომელიც ძალიან მინდოდა. თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით ჩემს ცხოვრებაში, ამ ნატვრას ვერავინ შემისრულებდა“.
დაჩი: „ძალიან მომეწონა ეს ტელეფონი. თან ისეთ ლამაზ ფოტოებს იღებს. ბევრ ფოტოს გადავიღებ ჩემი და ჩემი და-ძმების, მერე წლები რომ გავა, ერთმანეთს შევადარებთ, ბავშვობას გავიხსენებთ, ამასთან ერთად გაგიხსენებთ თქვენც, კეთილო ხალხო… არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს!“
დაჩი, რაში გამოიყენებ შენს ახალ ტელეფონს?
დაჩი: „თამაშებს ჩავწერ და ჩემს კლასელებთან ერთად ვითამაშებ, ყველას აქვს ტელეფონი და ახლა მეც მექნება. ძალიან, ძალიან გახარებული ვარ!“
თამაშის გარდა, კიდევ რას გააკეთებ?
დაჩი: „დედიკოს დავურეკავ სკოლიდან და ველაპარაკები დასვენებებზე. სწავლაშიც ხელს შემიწყობს. მასწავლებელი დავლებებს მესენჯერით გვიგზავნის და აქვე გავაკეთებ უფრო მარტივად“.
შეხედეთ, შეხედეთ და კმაყოფილი იყავით თქვენი გულისხმიერებით, კეთილო ხალხო! ერთ დროს ამ პატარა ანგელოზის თვალები შიშითა და უიმედობით იყო სავსე, თქვენმა გულებმა კი მის თვალებში სიცოცხლისა და ბედნიერების ცეცხლი დაანთო. თქვენ კიდევ ერთი ბავშვის გული გააბრწყინეთ და მიეცით მას არაამქვეყნიური ბედნიერება!
ძალიან გვაინტერესებს, მეგობრებო, როგორ შეცვალა ღმერთმა თქვენი ცხოვრება, როცა თანაგრძნობა შეიგრძენით?!
სულ ხარჯები:
350.00₾დარჩა:
0₾