რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 11.04.2012
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საბა მთელი თავისი პატარა სიცოცხლის მანძილზე აგროვებდა ფულს ბუცებისა და სპორტული ფორმის საყიდლად! ეს ქართველი ბავშვის მთელი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ყულაბიდან მთელი ფული უმცროსი ძამიკოს კვებაზე დახარჯა. მოდი ავუსრულოთ ბიჭს ოცნება. სიკეთე სიკეთით უნდა გადაეხადოს! ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ საბა ყველაზე ბედნიერი გავხადოთ საქართველოში
თორმეტი წლის საბას ნესტიან მიწაზე დაგებულ თხელ ლეიბზე სძინავს, რადგან მის სახლს იატაკიც კი არ აქვს. რბილ საწოლსა და თბილ საბანს ის მხოლოდ სიზმარში ხედავს. საბა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავთ. სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბიჭი თავისი კლასელებივით კი არ ისვენებს, შეშის შესაგროვებლად მიდის, რომ მისი და-ძმები სიცივისგან არ გაიყინონ. ოჯახი სოციალური შემწეობით ცხოვრობს, რომელიც თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნით. საბა ფეხბურთელობაზე ოცნებობს და ბევრს ვარჯიშობს, რომ წარმატებული გახდეს. არც ისე დიდი ხნის წინ მისი გუნდი საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა. საბამ რომ კვლავაც გააგრძელოს ფეხბურთი, წვივების დამცავი, ბუცები და სპორტული ფორმა სჭირდება. ფორმა ძალიან დაუპატარავდა, მაგრამ დედას და მამას, სამწუხაროდ, ამის ფული არ აქვთ. ამიტომ საბამ ფულის მოგროვება გადაწყვიტა. მაგრამ მთელი ხურდა ფული ყულაბიდან უმცროსი ძამიკოს კვებაზე დახარჯა და ისევ არაფრის გარეშე დარჩა.
მეგობრებო, საბას სჯერა საშობაო სასწაულებისა და კეთილი ადამიანების, რომლებიც გაჭირვებულებს ყოველთვის სუფთა გულით ეხმარებიან და არა მხოლოდ დღესასწაულებზე. მოდით საბასთვის კეთილი ჯადოქრები გავხდეთ! რა გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ და მისი ოცნება ავასრულოთ?
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: საბა სონიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: