რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 19.02.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მარიამი 19 თებერვალს 11 წლის გახდება. ეს ყველაზე საშინელი დაბადების დღე იქნება გოგონასთვის, რადგან მას დედამიწის ზურგზე საერთოდ აღარაფერი გააჩნია. ამ სამწუხარო რეალობის შეცვლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ღვთისნიერო ადამიანებო! დრო ცოტა დარჩა. უნდა მოვასწროთ მარიამის გახარება.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარიამი (10 წლის): ჩემს დაბადების დღეს მოუთმენლად ველოდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ახლა კი ყველაზე უბედური ბავშვი ვარ. ჩემი პატარაობის ყველა ფოტო ცეცხლში დაიწვა. სამახსოვროდ ერთი ფოტოც კი არ შემომრჩა და ყველაზე მეტად ამაზე მტკივა გული.
ბავშვი დამწვარ სახლში სამოსს ეძებს, იქნებ რომელიმე მათგანი მაინც გადაურჩა ცეცხლში დაწვას.
მარიამ, ყველაზე მეტად რა საჩუქარი გაგახარებდა დაბადების დღეზე?
მარიამ: რბილ და ფუმფულა საწოლზე ვოცნებობ. იქ, სადაც ახლა დროებით ვართ შესახლებული მე, ჩემი დაიკო და ძამიკოები, საკმარისი საწოლები არაა და იატაკზე გაშლილ ლეიბზე მძინავს. ყველაზე მეტად კი დაბადების დღეზე ტელეფონი გამახარებდა. რადგან ისევ შევუერთდებოდი სკოლის ჩათს. ეს კი სწავლის პროცესში ძალიან დამეხმარებოდა. მე მიყვარს სწავლა და წიგნების კითხვა.
კეთილო ადამიანებო, ფონდში დარწმუნებული ვართ, თქვენ არ დაუშვებთ, რომ საკუთარ დაბადების დღეს მარიამი ასეთი თვალცრემლიანი შეხვდეს. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარით შესაძლებელი იქნება, რომ საბრალო ბავშვს 19 თებერვალს საოცნებო საჩუქრები მივუტანოთ თქვენი სახელით. შემდეგ ერთად ვუყუროთ გოგონას ბედნიერი ემოციების ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს და ერთად ვიტიროთ სიხარულის ცრემლებით.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მარიამ კვინიკაძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
გაიღიმეთ, მეგობრებო! ეს ხომ თქვენ გააბედნიერეთ პატარა მარი! ის პირადად თქვენ გიღიმით!
მარი: ოჰ, რა კარგ ხასიათზე ვარ ახლა! გეფიცებით, ახლა მხოლოდ ბედნიერი და მხიარული ვიქნები, ერთ ცრემლსაც კი ვეღარ დაინახავთ ჩემს თვალზე! დამწვარი ტელეფონის ნაცვლად, ახლა უკვე ახალი ტელეფონი მაქვს და ვიცი, რასაც გავაკეთებ! მე ისეთი ბავშვი ვარ, რომელსაც ენების შესწავლა უყვარს. მე თურქულსაც ვსწავლობდი, ინდურსაც, ინგლისურსაც და მათ სიმღერებსაც კი ვმღეროდი. მერე, როცა ჩვენი სახლი დაიწვა და ტელეფონიც დამეწვა, ყველაფერი მივატოვე, აღარაფერი არ მინდოდა. მხოლოდ ვტიროდი.
მაგრამ ახლა ისევ დავიწყებ ენების შესწავლას! ოჰ, რამდენ სიმღერას ჩამოვტვირთავ აქ და ვიმღერებ! გინდა, თურქული სიმღერა გიმღერო შეყვარებულებზე, დეიდა? მომისმინე, მომისმინე, ისე მინდა ახლა ვიმღერო!
ტყუპმა ძმებმა, ლუკამ და ნიკომ, თქვენგან უამრავი ტანსაცმელი და სათამაშო მიიღეს საჩუქრად! ხანძრის შემდეგ თქვენ ამ ოჯახს ახალი, ლამაზი ცხოვრება აჩუქეთ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
სულ ხარჯები:
300.00₾დარჩა:
2233.11₾