Birthday 03.06.2019
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, მასწავლე ველოსიპედის ტარება საჭის გარეშე – კარების ზღურბლიდან მომმართა ამ შესანიშნავმა ბავშვმა ლამაზი ქართული სახელით – გაბრიელი – მე ბევრჯერ ვცადე მაგრამ არაფრით გამომდის!„
გაბრიელი (5 წლის): „ჩემს ძველ ველოსიპედს არ აქვს საჭე. მე და ჩემი ძმა ვაკეთებდით, მაგრამ ვერ გავაკეთეთ, მამიკომაც კი ვერ შეაკეთა. იქნებ შენ შეძლო დეიდა ? მილიონჯერ გეტყვი მადლობას ამისთვის!“


გაბრიელი: „ მე ვოცნებობ ახალ ველოსიპედზე და ძალიან დიდ სათამაშო ტრაქტორზე. იცი, რამდენი თამაშის მოფიქრება შეიძლება ტრაქტორით? შეიძლება, რომ დავეხმარო დედას და მამას შეშის მიტანაში ღუმელისთვის, ან ვაშლი მოვიტანო ბაღიდან. ახლა მე არც ერთი სათამაშ არ მაქვს და სულ ტირილი მინდება! მაგრამ არ შეიძლება ტირილი, მე ხომ კაცი ვარ! დედიკოს და მამიკოს ძალიან უნდათ რომ მიყიდონ, მაგრამ მათ საჭმლის ფულიც არ აქვთ. ჩვენ ძველ პურს ვჭამთ ან საერთოდ მშივრები ვსხედვართ. ჩემი მშობლები არ მუშაობენ! მამიკოს ტუბერკულიოზი აქვს, დედა კი ოთხ შვილს უვლის. მე კიდევ ძველი ტანსაცმელი მაქვს. ვოცნებობ ახალ ბოტასებზე, შარვალზე და მაისურზე, სხვა ბავშვებს რომ აქვთ ისეთზე.“
მეგობრებო, გაუგზავნეთ პატარა გაბრიელს თქვენი სითბოს ნაწილი და სულ მალე მის სახეზე დაინახავთ ღიმილს! ბავშვი საჩუქრებს ელოდება! მოდით გავაბედნიეროთ ბავშვები!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გაბრიელ ბუთურიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay и PayBox (OPPA). განყოფილებაში „ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებისა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე შეუძლია გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე: 0901200270! იყავით დალოცვილები!
ამიერიდან, კიდევ ერთი ტრაქტორისტი იქნება ჩემს სოფელში – ეს მე ვარ, გაბი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გაბრიელს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაბრიელი (6 წლის): ამ ახალი ტრაქტორით ბევრი მიწა უნდა გადავთხარო. ამიერიდან, კიდევ ერთი ტრაქტორისტი იქნება ჩემს სოფელში – მე ვარ! ახლა, ტრაქტორს დავქოქავ, ძრავა რომ გათბეს. ხედავთ, აქ ღილაკია, რომ დაიქოქოს. სანამ ძრავა გათბება, მე წავალ, შევჭამ.

გაბრიელი: ტრაქტორის მძღოლებს კარგი კვება სჭირდებათ – ბევრს მუშაობენ. მალე მოვალ! ძეხვსა და ყველს, ბანანსა და იოგურტს შევჭამ, მერე კი, კაბინაში ჩავჯდები. თორემ, ჩემი დები და გიო უკვე უჩემოდ იწყებენ ქეიფს, ყველაფერს სინჯავენ, რაც მოგვიტანეთ!
მეგობრებო, ბავშვებმა რომ გაიხარონ, ბაღში, ხის ქვეშ გავუშალეთ სუფრა. რამხელა სიხარულით შეექცეოდნენ გაბი, გიო, ლალი და ლიზი იმ ყველაფერს, რასაც მთელი გულით ნატრობდნენ პატარები ამდენ ხანს! ერთმანეთს საჩუქრებს ულოცავდნენ და კოკა-კოლით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ეს ბავშვები დააპურეთ და საჩუქრები გადაეცით!
გაბრიელი (სადილის შემდეგ): წავედი სამსახურში. ტრაქტორის კაბინაში როგორ ცხელა! მაგიდიდან კოლა წამოვიღე, სამსახურში რომ დავლიო. სამსახურის შემდეგ კი, ჩემი ახალი ველოსიპედით ვისეირნებ.
ლამაზი, ბედნიერი ემოციებით აღსავსე დღე! მაგრამ მოდით, დღესასწაულის შემდგომ დილასაც გადავხედოთ. ბავშვებისთვის მოტანილი საჭმლის მოსამზადებლად, გიოს, გაბის, ლიზის და ლალის დედას შეშის ღუმელის დანთება მოუწევს. ამ სიცხეში! მერე კი, ლოდინი, როდის მომზადდება სადილი ნელ–ნელა. ოთხშვილიან ოჯახს გაზქურა არ აქვს.
ბავშვებს აბაზანა არ აქვთ, ისინი ოთახის შუაგულში, ტაშტში ბანაობენ. ეს ერთადერთი პატარა ოთახი – საძინებელიც, აბაზანაც და სამზარეულოც არის ექვსი ადამიანისთვის… გარდა ამისა, სახურავიდან წყალი ჩამოდის წვიმის დროს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ბენეფიციარების დღესასწაულის მეორე მხარე ყოველთვის, ყოველთვის ძალიან სევდიანია, მეგობრებო. ჩვენ კი, შესაძლებლობა გვეძლევა, ნამდვილი მზრუნველობა გამოვიჩინოთ. შეგიძლიათ, ახლავე გადახვიდეთ ბმულზე და დაეხმაროთ
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
135.00₾დარჩა:
0.00₾