Birthday 04.07.2016
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გაიცანით, მეგობრებო! ქართული მუსიკის მომავალი გენიოსი!
„გამარჯობა, მე მუსიკის ბიჭი ვარ” – სწორედ ასე გამაცნო საკუთარი თავი 9 წლის ნიკოლაიმ და მე, ფონდის კორესპონდენტი იმ წამსვე მივხვდი, რომ ის ფაქიზი სულის ბავშვი იყო, დიდი გულით და ვეებერთელა ოცნებებით, რის ასრულებასაც საზიზღარი სიღარიბე უშლის ხელს.
მორიდებული ბიჭუნა მხოლოდ მაშინ ხდება თამამი, როდესაც დოლზე უკრავს. ,,მუსიკის ბიჭის” მთავარი ოცნება გარმონის წრეზე სიარულია. ნიჭიერ ბავშვს სურს, რომ მუსიკის სამყაროში შეაბიჯოს, მაგრამ უფულობამ ,,ფრთები შეაჭრა” ბავშვის ოცნებებს. ნიკოლაის დედა თითოეულ თეთრს ლოგინად ჩავარდნილი მომაკვდავი დედის წამლებისთვის აგროვებს.
ნიკოლაი (9 წლის): უიმედოდ ვოცნებობ დიდ სათამაშო მანქანაზე, რომელსაც ძრავი ექნება. კიდევ მაისური მინდა, რომელზეც მანქანა იქნება დახატული.
ნიკოლაი: „ჩემს სახლთან ახლოს ერთი მაღაზიაა და ვიტრინიდან ვხედავ ხოლმე ასეთ მაისურებს. მაღაზიაში შესვლასაც კი ვერ ვბედავ…. ალბათ არც კი შემიშვებენ, რადგან მე ხომ ღარიბი ბავშვი ვარ.“
ნიკოლაი: „პლანშეტი რომ მქონდეს, YouTube-ზე ვუყურებდი ვიდეოებს, სადაც გარმონზე დაკვრას და ცეკვას ასწავლიან. დეიდა, ვიცი, რომ უიმედოდ ვოცნებობ, მაგრამ ოცნების დროს ხომ მაინც ვარ ბედნიერი.“
ღვთისნიერო ადამიანებო, ფონდში გვჯერა, რომ თქვენს გულებამდე მიაღწევს ,,მუსიკის ბიჭის” ოცნებები. თქვენ უამრავ ბავშვს აჩუქეთ ყველაზე ძვირფასი რამ – რწმენა და იმედი. მოდით, არც ნიკოლაის დავწყვიტოთ გული. ,,მუსიკის ბიჭის” გული იმაზე მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ნიკოლაი ტერკაზარიანი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკოლოზს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!


სულ ხარჯები:
563.00₾დარჩა:
0.00₾