Birthday 05.12.2021
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ულამაზესი პატარა მაშო, ქართველი გოგონაა, უდიდესი კეთილი გულითა და უკიდეგანო ოცნებებით, რომლებშიც ის ღარიბი ოჯახის შვილი კი არა, ნამდვილი პრინცესაა!
სევდა და მწუხარებაა ჩამდგარი ამ ანგელოზის თვალებში. გოგონა კი, სულ რაღაც სამი წლისაა. დიდი გული აქვს და ბავშვური ოცნებები… მაშოს ოცნებები ისეთივე გულწრფელია, როგორიც თავად არის.
ბავშვი ავარიულ, ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს.
მაშო (3 წლის): „დეიდა, დუტის წითელი ქურთუკი მინდა, ლამაზი ნახატით. ვოცნებობ, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე ვარდისფერი კაბა და ფეხსაცმელი რომ მეცვას, ისეთი, როგორც ზღაპრულ პრინცესას. დეიდა, დეიდა… კიდევ ერთი ოცნება მაქვს,“ – მორცხვად ჩაიჩურჩულა გოგონამ.
ფონდის ჟურნალისტი: „ყურადღებით გისმენ, შენ ხომ, ნამდვილი პრინცესა ხარ,“ – ეს სიტყვები რომ წარმოვთქვი, მოკრძალებული ღიმილი შევნიშნე ბავშვის ნათელ სახეზე.
მაშო: „ვოცნებობ, სათამაშო დათუნია მქონდეს და სპილო. დეიდა, სპილოები ძალიან მიყვარს. ისინი დიდები, ძალიან ძლიერები, მაგრამ ისეთი გულკეთილები არიან, რომ არავის არაფერს დაუშავებენ. მულტფილმებიდან ვიცი ეს ყველაფერი, დეიდა“.
ფონდის ჟურნალისტი: „მაშო, იცი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, მეც სპილოები მიყვარს ყველაზე მეტად.“
ეს სიტყვები რომ გაიგონა, ვიგრძენი, რომ ბავშვმა მეგობარი დაინახა ჩემში. ის, ვისაც შეუძლია, თავისი გულის ტკივილი რომ გაუზიაროს.
30 წლის მარტოხელა დედა გაჭირვებით ზრდის გოგონას.
მაშო: „ჩემი საყვარელი დედიკო ავადაა. შემთხვევით გავიგონე, ბებო და დედა რომ საუბრობდნენ. დედიკო ტიროდა და ამბობდა, რომ ოპერაციისთვის თანხა ისევ ვერ შეაგროვა. დეიდა, იცი, ოპერაციისთვის ფულს როგორ აგროვებენ? მინდა, რომ თავად შევაგროვო ეს თანხა დედიკოსთვის.“
როდესაც გოგონასგან მოვისმინე ასეთი კითხვა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ბავშვები ნამდვილი ანგელოზები არიან, უფლისგან მოვლენილი ამქვეყნად, რათა მთელ დედამიწაზე სიყვარულის მარცვლები დათესონ.
გულმოწყალე ადამიანებო, შემოგვიერთდით! მოდით, ერთად ავუსრულოთ მაშოს ბავშვური ოცნებები… ამისთვის ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო, საკმარისია გულკეთილობა.
ჩუმად, ჩუმად!!! მეგობარო, არავის უთხრა! მაშომ ყურში, საიდუმლოდ, ჩურჩულით მითხრა თავისი ოცნებები – „ძალიან, ძალიან მინდა:
ბევრია? მაგრამ, მე ხომ პრინცესა ვარ – შენ თვითონ მითხარი!!!“
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მაშო საჩალელი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
პატარა ულამაზეს მაშოს და მის კეთილ დედიკოს სასწრაფოდ სჭირდებათ ექიმის დახმარება!
ამ ლამაზი ოჯახისთვის, ექიმის მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვებას ვიწყებთ! მეგობრებო, ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება! აქ ხომ ყველა, აბსოლუტურად ყველა ავად არის. მოდით, ერთად მაშოს და მთელ მის ოჯახს გამოჯანმრთელებაში დავეხმაროთ! მათ ერთმანეთის ტანჯვის ცქერა აღარ შეუძლიათ! მათ მკურნალობისა და წამლების საყიდელი ფული არ აქვთ, მაგრამ აქვთ სიყვარული, რომელიც ფულზე ძვირფასია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაეხმარეთ – მადლობას გიხდით!

მაშოს სამყაროში, ყველაფერი სიყვარულის კანონებს ემორჩილება. როდესაც დედა ავად იყო, პლუშის სათამაშოებიც „ავადმყოფობდნენ“. მაშო მათ პატარა ხელებით ეფერებოდა და სჯეროდა: სათამაშოები თუ გამოკეთდებიან, დედასაც აღარ ეტკინება.

თქვენ, ფონდის კეთილმა მეგობრებმა უკვე გადაარჩინეთ დედა – ოპერაცია აჩუქეთ მას. ამ სახლში სიცოცხლე დაბრუნდა. ახალი, ქერათმიანი თოჯინა ქეთიც, ფონდის მეგობრებისგან მიიღეს საჩუქრად. მაშო კი, მას შოკოლადებსა და ბისკვიტებს უზიარებს, რაც თქვენ გამოუგზავნეთ.


მაგრამ, ერთ თამაშს ბავშვური სერიოზულობით თამაშობს. მაშო იღებს ლეიკოპლასტირს და ქეთის თითებს უხვევს. სათითაოდ. ზუსტად ისე, როგორც თავად აქვს შეხვეული. „შენ, ექიმი გჭირდება, ქეთი!“ – ჩურჩულებს გოგონა.

თავად მაშოს სჭირდება ექიმის დახმარება. უკვე სამი წელია, თითების ქავილი და ტკივილი აწუხებს; დედის თქმით, ყველაფერი ლეკვთან კონტაქტის შემდეგ დაიწყო. მაშო თოჯინას მკურნალობს, რადგან თავად ოცნებობს იმაზე, რომ გამოჯანმრთელდეს.
თანხის შეგროვებას ვიწყებთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვისთვის ერთადერთი „წამალი“ ლეიკოპლასტირი იყოს.
მოდით, დავეხმაროთ მაშოს დაავადების დამარცხებაში, ჯანმრთელი და ბედნიერი რომ გაიზარდოს!
მეგობრებო, სხვის გასაჭირი არ არსებობს, ამიტომ თუკი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესახებ რაიმე იცით – მოგვწერეთ! ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ!
მუდამ კავშირზე!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მაშო საჩალელი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
69.00₾დარჩა:
266.55₾