– თამარ, როგორც ვატყობ, შენს თოჯინებს კარგად უვლი..
თამარი: დიახ, თმას ვუწნი ხოლმე, კიდევ ტანსაცმელს ვუკერავ და ვაცმევ… წარმოვიდგენ, რომ მე ვარ…
– და შენც თოჯინასავით ლამაზი რომ ხარ, ხომ იცი?
თამარი: კი ვიცი, მაგრამ თმას ვერ ვიკეთებ ლამაზად, არც ლამაზი ტანსაცმელი მაქვს…
– დიდი რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?
თამარი: მინდა მკერავი გამოვიდე… იმისთვის, რომ ბევრი ლამაზი ტანსაცმელი შევიკერო და ჩავიცვა. არც თმის სამაგრები მაქვს, მინდა ბევრი მქონდეს, ყველანაირი ფერის. მერე, მეც თოჯინასავით ლამაზი ვიქნები და სკოლაში „აჩეჩილს“ არავინ დამიძახებს.
– როგორი თმის სამაგრები გინდა?
თამარი: აი-ი-ი, რეზინები, „შპილკები“ და კიდევ, ბევრი კბილები რომ აქვს… მინდა, ლამაზი ტანსაცმელიც მქონდეს, ახლის სუნი რომ აქვს…