ბავშვების სურვილები

მსოფლიოში ყველზე ლამაზი კაბა და საუკეთესო საწოლი მოჯადოებული პრინცესა ანასთვის
შეგროვებულია
107.5 ₾
დონორი
18

„დედას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის!..“
შეგროვებულია
110 ₾
დონორი
4

ნიკოლოზს სათამაშოები არასდროს ჰქონია
შეგროვებულია
111 ₾
დონორი
5

კლასში საუკეთესო მოსწავლეა, ათოსანი - ლიკა (11 წლის) ნუთუ, ის საქართველოს საამაყო შვილი არ არის?! ნუთუ, მას პლანშეტი და ტელეფონი არ უნდა ჰქონდეს?! ის ხომ, ამ ნივთების გარეშე სწავლას ვერ გააგრძელებს?! და შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს დიდი მეცნიერი ან პოლიტიკოსი, ან თუნდაც, უდიდესი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში!?
შეგროვებულია
115 ₾
დონორი
21

დეიდა, თუ არ გაქვს იმდენი ფული მთელი თოჯინა რომ მიყიდო, მაშინ მისთვის ფეხი მაინც მაჩუქე, ის ხომ კოჭლია. ცოდოა, არა?
შეგროვებულია
115.17 ₾
დონორი
7

მე, დედაჩემს და ჩემს დას ძალიან გვჭირდება მობილური ტელეფონები! თუნდაც, ულამაზო. ჩვენ ხომ ჩვენს ძამიკოებთან ვრჩებით და დედას თუ ვერ დავურეკავთ, ისინი შეიძლება მოკვდნენ! დედიკოსაც ნებისმიერ წამს რომ შეეძლოს დარეკვა! მათი სიკვდილი არ შეიძება! ჩვენ მათ განვკურნავთ!
შეგროვებულია
124.25 ₾
დონორი
13

ავადმყოფი გული მაქვს, ჩემთვის არ შეიძლება არც ხტუნვა, არც სირბილი, სხვა გასართობიც არაფერი მაქვს
შეგროვებულია
130 ₾
დონორი
16

ჩემი დედიკო დამპირდა, ვარდისფერ „როლიკებს“ გიყიდიო, მაგრამ ვერ მიყიდა... ის ცაში გაფრინდა, ღმერთთან. ბაბუას კი, საჭმლის ფული არ აქვს, აბა, „როლიკებს“ როგორ მიყიდის?!
შეგროვებულია
131 ₾
დონორი
6

რამდენი ვეძებე, მაგრამ მთელი ველოსიპედი ვერ ვიპოვე ნაგავში...
შეგროვებულია
133.04 ₾
დონორი
9

"მგონი, ტყუილად დავიბადე", - ალბათ, იტყოდა უსაყვარლესი ნინი, ლაპარაკი რომ შეეძლოს. ჯერჯერობით კი, ნინი სულ ტირის შიმშილისგან და სიცივისგან
შეგროვებულია
134 ₾
დონორი
19

ყველა ბიჭის სახლთან უნდა იდგეს ველოსიპედი.
შეგროვებულია
144.22 ₾
დონორი
10

სულ ვცდილობ, რომ შევაკეთო, ის კი მაინც იშლება...
შეგროვებულია
155 ₾
დონორი
10
ბავშვების ახდენილი სურვილები

ვარდისფერი „ბოტასები“ და კაბა მინდა, როგორებიც დედას ჰქონდა
„როდესაც ეს კაბა და ლამაზი, თბილი ჩექმები მაჩუქეს, დიდხანს ვიკრავდი გულში, მაშინაც კი, როცა მეძინა! წარმოვიდგინე, ვითომ მე და დედა წავედით მაღაზიაში და ეს კაბა მან შემირჩია. იცით რა ბედნიერი ვარ? დედაჩემი კი, ალბათ, იღიმის და ჩემზე უფრო უხარია! ასე ამბობს: "ჩემი ლამაზი გოგო"

გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.
„ვრუმ-ვრუ-უ-უ-უმ, შეხედე, როგორ გაფრინდეს! ნახე მატორი რომ დატრიალდება, რამხელა ქარი ამოვარდეს! რამხელა ხმა აქვს! ეს მართლა ჩემია? არ მძინავს? მიჩქმიტე, დედა! მართლა არ მძინავს? არ მჯერა, ტირილს დავიწყებ ეხლა!“
ეს უნდა გენახათ! ეს სიხარულის გამომხატველი სიტყვები ათბობს სამყაროს. ჩვენს პლანეტას, სწორედ ეს ემოციები ატრიალებს! გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.

რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!
ანდრია: დედა ამბობს, რომ მანქანის ამდენი კოცნა არ შეიძლება! ჩემს დას თუ შეუძლია თავის თოჯინას ბევრჯერ აკოცოს, მანქანამ რა დააშავა?
- ასეთი მანქანა გინდოდა, ანდრია?
ანდრია: არა! არც მეგონა ასეთი ლამაზი და მაგარი მანქანები თუ არსებობდა! არასოდეს მინახავს ასეთი! ჩვენს ეზოში ყველა გადაირევა! იტყვიან: „ანდრია, საიდან გაქვს ასეთი მანქანა?“ მე კი ვეტყვი, რომ ქართველმა ხალხმა მაჩუქა.
- კიდევ რას ისურვებდი საჩუქრად?
ანდრია: ესე უცებ ვერ გეტყვი! უნდა დავფიქრდე. შენი ტელეფონის ნომერი მაქვს, როგორც კი მოვიფიქრებ, მაშინვე დარეკავ, გეტყვი და ვიცი, რომ სურვილი აუცილებლად ამისრულდება!

პატარა ოცნება დიდ სათამაშო მანქანაზე
„თქვენც გაიგეთ სიხარულისგან როგორ ვყვიროდით, როდესაც ძიამ მანქანა და თოჯინა მოგვიტანა? დედამ თქვა, რომ მთელმა საქართველომ გაიგო. ასე გვითხრა, ყვირილს თუ არ შევწყვეტთ, თქვენს საჩუქრებს უკან წაიღებენო - მაგრამ არავის წაუღია და ძალიან გაგვიხარდა! ხან მანქანას ვკოცნიდით, ხან თოჯინას, ხან ძიას და დედიკოს!"

ანას სამი ახალი კაბა აქვს
ანა: ასეთი ლამაზი კაბები არავის აქვს ჩვენს ქალაქში! ალბათ, სხვა ქალაქიდან ჩამოიტანეთ, ჰო?
– ვეცადეთ, ყველაზე ლამაზი და თბილი ამოგვერჩია.
ანა: დიდი მადლობა ყველას, ვინც ისინი ჩემთვის ამოარჩია!
- კიდევ რა გსურს, რომ გაჩუქონ?
ანა: ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს, როგორც ჩემს კლასელებს. ძალიან მინდა. მაგრამ, თუ არ გამოვა, დიდად არ მეწყინება!

ანასტასიას "ბევრები" თოჯინები და ფერადი ფანქრები აქვს
ანასტასია: ეს ბელაა, ეს კი - ლელა, ჯერ ერთით ვთამაშობ, მერე რომ დაიღლება, მეორეთი. მე რომ დავიღლები, ან მათ თუ სძინავთ, ჩემს ჯადოსნურ ჩანთას ვხსნი ხოლმე, რომელშიც ბევრი ფანქრები მაქვს! იცი, რა ლამაზად უნდა ვისწავლო ხატვა? სულ მალე, ყველაზე მაგარი მხატვარი გავხდები!

მეგობრებო, კარგად რომ ისწავლოს, ბავშვს საწერი მაგიდა სჭირდება
სად იყიდეთ ასეთი მაგიდა? ჩვეულებრივ მაღაზიებში ხომ ასეთს ვერ ნახავ? სულ მინდა მასთან ვიჯდე, მუდმივად, ვიმეცადინო, დავხატო, ვჭამო! იმხელაა, ალბათ, ზედ დავიძინებდი კიდეც! ნახე, რა მაგარია.
ყველა კეთილ ძიას და დეიდას მინდა მადლობა გადავუხადო! თქვენ ჩემი სურვილი გამოიცანით! მე თვითონ, ასეთ ლამაზ მაგიდას ვერ ავარჩევდი!

ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!
მარიამი: არ მახსოვს, ამდენი რამე თუ ვითხოვე. რა უხერხულია... მგონი, ზედმეტად ბევრი საჩუქარი მომიტანეთ. ნამდვილად მხოლოდ ჩემთვისაა ეს ყველაფერი? იქნებ, სხვებისთვისაც არის? იმდენი სათამაშოები და ფანქრები მაჩუქეთ, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე მეყოფა!
- მოგეწონა?
მარიამი: ზუსტად ვიცი, როგორც კი წახვალთ, ბედნიერებისგან ვიტირებ! ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია, არც ახალ წელს, არც დაბადების დღეზე. აქ კი, ამდენი კარგი და ახალი რამეა! ღმერთო, მგონი, თქვენს წასვლამდე ვერ შევიკავებ თავს და ახლავე ვიტირებ.

საბას ახალი პიპია
საბა: ჩემი მეგობრების მანქანები ასეთი მაგრები არაა, მხოლოდ ბორბლები უტრიალებთ, ეს კი, ნახე! როგორც სუპერფილმებშია, ზუსტად ისეთია! არც კი მეგონა, ასეთები თუ არსებობდა. ისეთია, თუთქოს ნამდვილ მანქანად უნდა გადაიქცესო.
- ახალი წლისთვის რას ინატრებდი?
საბა: პატარა პლანშეტს. ისეთივე პატარას, როგორც მე ვარ. ვითამაშებდი და მუსიკას მოვუსმენდი.

ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!
გიორგი: ვერ მიცანი, ეს ხომ მე ვარ, გიორგი! დედიკოც ვერ მცნობს ხოლმე. გახსოვს, როგორ ძალიან მინდოდა სპაიდერმენის ფორმა? ხოდა, გამოიცანი რა მოხდა? ორი ცალი მომიტანეს!
- დაგრჩა რამე აუსრულებელი ოცნება?
გიორგი: ზღაპრების წიგნები მინდოდა და კუბიკები. კიდევ ველოსიპედიც მინდოდა, მაგრამ დედიკო მეუბნება, პატარა ხარო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პლანშეტისთვის უკვე პატარა არ ვარ და მინდა პლანშეტი!

მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!
მონიკა: სიგიჟემდე მიყვარს ყველა, ვინც ეს ლამაზი გორიალა მაჩუქა! შეხედე, თან ვარდისფერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგონებისთვის არის!
- ყველაზე დიდი ოცნება აგისრულეთ. კიდევ, რის გაკეთება შეგვიძლია შენთვის?
მონიკა: არც კი ვიცი! კიდევ რაზე შეიძლება ვიოცნებო? ვითომ, პლანშეტზე? მოდი, ახლა პლანშეტზე ვიოცნებებ.

გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ
გიორგი: მე სამეცადინო მაგიდაზე ვოცნებობდი, ერთი პაწაწუნა მაგიდა გვქონდა, და როცა ვინმე საჭმელად დაჯდებოდა, მე გაკვეთილების გასაკეთებელი ადგილი აღარ მქონდა. ახლა კი თუ გინდა ასი წიგნი დადე ზედ, მაინც ყველა ვეტევით!
- კიდევ რას ისურვებდი, ახალ წელს რომ გქონდეს?
გიორგი: ძალიან მინდა ბევრი წიგნი და პლანშეტში. ინტერნეტში ხომ ყველა წიგნის პოვნაა შესაძლებელი!
|