ბავშვების სურვილები

ჯერ არ აქვს თოჯინა, მაგრამ სახელი უკვე მოფიქრებული აქვს - ანა-მარია! ის მთელი გულით ეყვარება ქეთას!
შეგროვებულია
363 ₾
დონორი
5

მიჩვეული ვარ, რომ დამცინიან!
შეგროვებულია
376.32 ₾
დონორი
45

როდესაც დედიკოს რამეს ვთხოვ და ვტირი , მეუბნება, რომ სასწაულები ხდება მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის! ჩვენ კი, ღარიბები ვართ! დეიდა, შენ ხომ არ იცი, რატომ ვართ ღარიბები?
შეგროვებულია
405 ₾
დონორი
14

საბა ყველაზე უბედური ბიჭია მთელს დედამიწაზე!
შეგროვებულია
656.5 ₾
დონორი
10

ამ ბედნიერი ქართველი ბავშვების ღიმილი ჩერნოვეცკის ფონდის საჩუქარია ქველმოქმედებს! შენ ამას იმსახურებ, მეგობარო! ეს შენი ჯილდოა!
შეგროვებულია
1,567.91 ₾
დონორი
134
ბავშვების ახდენილი სურვილები

ღმერთო! შენ შეისმინე ჩემი ლოცვები!
ნათია: მოიცა! ახლა ათამდე დავითვლი, მერე კი, მიჩქმიტე! სიზმარში ხომ არ ვარ? ეს სინამდვილეა? ხომ არ გამეღვიძება ახლა? იცი რამდენჯერ მიოცნებია ამაზე? ეს ხომ, უბრალოდ შეუძლებელია!
-ნათია, ასეთ პლანშეტზე ოცნებობდი?
ნათია: კი! ღმერთო! ძალიან მაგარია! აღარ ვიცი, რა ვთქვა. ყველა სიტყვა ამერია თავში!
- რას ეტყოდი კეთილ ადამიანებს, რომლებმაც შენი სურვილი გაიგეს და ასეთი პლანშეტი გაჩუქეს?
ნათია: ყველას ვაკოცებდი! არ ვიცი, ალბათ ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი! ვეტყოდი, რომ ისინი ყველაზე კეთილი ადამიანები არიან საქართველოში. არა, მთელ პლანეტაზე! და კიდევ, რომ გავიზრდები, სხვა ბავშვებს ავუსრულებ სურვილებს! მოკლედ, ახლა წავედი, გავერკვევი და ჩემს მეგობრებს დავურეკე!

ბიჭს, რომელიც ვერ დადის, ახლა, ბედნიერებისგან ფრენა შეუძლია!
ბექა: იცი, ჩემნაირ ბავშვებს ბევრი სურვილი არ აქვთ! ვერ ვიოცნებებ ველოსიპედზე, ფეხბურთის სათამაშო სპორტულ ფორმაზე. სიარული არ შემიძლია, სკამზეც კი ვერ ვჯდები. ერთადერთი, რაზეც ვოცნებობდი, იყო კომპიუტერი ან პლანშეტი. მაგრამ იცით, პლანშეტი ჯობია, შემიძლია დავწვე და ისე ვუყურო.

მიჩქმიტეთ, მგონი, სიზმარში ვარ!
შალვა: რა დევს ამ ყუთში? არ მჯერა... ახლა მე გავიქცევი, მერე „მოვიქცევი“ და ისევ თუ მომცემ ამ ყუთს, ესე იგი, არ მძინავს. ღმერთო! არ მჯერა. და არასოდეს დავიჯერებ, რომ ეს პლანშეტი ჩემია! ასე არ ხდება! ახლა, ბედნიერებისგან მოვკვდები!
- კარგი, გახსენი, რას ელოდები?
შალვა: მოიცა, ახლა ჩემს საჩუქარს უნდა ვაკოცო! აი, ასე მაგრად ჩავკოცნიდი ყველას, ვინც მიყიდა. ღმერთო! არ მჯერა... ახლა მთელ სოფელში ყველაზე მაგარი პლანშეტი მექნება. მოდით, თქვენ მაინც ჩაგეხუტოთ და გაკოცოთ, თქვენ კი, ყველას გადაეცით!
- არც მე ვიცნობ მათ.
შალვა: და როგორ აჩუქეს სრულიად უცნობმა ადამიანებმა ასეთი ძვირფასი საჩუქარი სრულიად უცნობ ბიჭს? არ ვიცი! ახლა, ნამდვილად მჯერა სასწაულების!

მიჩქმიტე და მითხარი, რომ ეს სიზმარი არ არის!
მას შემდეგ, რაც გიამბეთ პატარა გაგაზე, რომელიც ხის ფიცარზე ფანქრით ხატავდა ღილაკებს და წარმოედგინა, რომ ეს პლანშეტი იყო, ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარებოდა, რომ თქვენ აასრულებდით მის სურვილს. და აი, სასწაულიც მოხდა: საოცნებო პლანშეტი ყველაზე ბედნიერი ქართველი ბიჭუნას ხელთაა! გაგამ დიდხანს ვერ ამოიღო ხმა. მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „ახლა გავიღვიძებ, ახლა ვიტირებ, არ მჯერა, არ მინდა, ახლა რომ გამეღვიძოს“.
მის ნაცვლად მადლობას ჩვენ გეუბნებით - ადამიანები, ვინც ნახა გაგას თვალები, რომელიც უყურებდა ნამდვილ სასწაულს. თურმე, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ასეთმა პატარა ნივთმა!

გიორგის მთავარი ოცნება აუსრულდა
გიორგი: დედიკო ცოცხალი რომ იყოს, ვაჩვენებდი როგორი საჩუქარი მომიტანეთ. ამ პლანშეტს ვაჩვენებდი! ვასწავლიდი მასზე როგორ უნდა მოეძებნა მულტფილმები.
- საშობაოდ რას ისურვებდი საჩუქრად?
გიორგი: აი, სულ რომ პლანშეტში არ ვიყო დაკარგული, ერთ ველოსიპედს ვისურვებდი და სპორტულ ფორმას.

თურმე, მეც შემიძლია ბედნიერი ვიყო და გავიღიმო!
ბარბარე: ვინც მნახავს, ყველას უკვირს, მეუბნებიან, რომ შევიცვალე, რომ უფრო ხშირად ვიღიმი. იცით მიზეზი რა არის? რა თქმა უნდა, იცით! თქვენ გამაბედნიერეთ ასე ძალიან! თქვენ რომ არა, ოცნება არასოდეს ამიხდებოდა! ახლა კი, მაქვს ჩემი საკუთარი ახალი პლანშეტი და აღარ ვეხვეწები მეგობრებს, რამდენიმე წუთით მაინც რომ მათხოვონ. ღმერთო! ყველას, ყველას გიხდით მადლობას, ისეთი ბედნიერი ვარ!

ეს "კეიმპუტულული" ჩემი მეგობარი იქნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის თქვენ გიღიმით! ნახე, რა ლამაზი მეგობარი მყავს! მულტფილმებსაც მაჩვენებს და მეთამაშება კიდეც. „ალიო-ალიოც“ - შეგიძლია ელაპარაკო ვინმეს. შენ დამირეკავ ყოველდღე, „მადლობები“ რომ გითხრა?

ჩემი გული ბედნიერებისგან ბრწყინავს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ლიკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ლიკა: ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! ჩემი საოცნებო პლანშეტი რომ მაჩუქეს, ისეთი სითბო ვიგრძენი, თითქოს შიგნიდან გამითბა გული! ისეთი გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. მინდა, ყველამ, ვინც ასე ძალიან გამახარა, იგივე იგრძნოს! და ყოველთვის მიიღონ საჩუქრად ის, რაც მთელი გულით სურთ!

როგორც იქნა! ახლა, ნამდვილი მოზარდი გოგო ვარ!
თეკლა: ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სურვილების ახდენა ასე, თითის ერთი დატკაცუნებით შეიძლებოდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება პლანშეტი იყო! წინასწარ მიხარია, იაპონური ენის ონლაინ გაკვეთილებს რომ მოვუსმენ. სიგიჟემდე მიყვარს აღმოსავლური კულტურა და უკეთ შევისწავლი მას ჩემი საკუთარი „გაჯეტის“ დახმარებით! ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, არც კი ვიცი, ვის უნდა ვუთხრა მადლობა! მინდა, გავიგო ყველას სახელები და მივწერო მადლობის წერილები! მადლობელი ვარ დედამიწის ზურგზე ყველაზე გულკეთილ ადამიანების!

გგონიათ, როდესმე დამავიწყდება ასეთი საჩუქარი? არასოდეს ცხოვრებაში!
„რა მაგარია! ეს ხომ ტელეფონიც არის, წიგნიც, „დასახტავიც“, კომპიც და ტელევიზორიც... ჩემს მაგივრად, მხოლოდ სკოლაში ვერ ივლის, ისე კი, მგონი, ყველაზე ჭკვიანი ნივთია კოსმოსში! აი, კოსმოსში თუ გავფრინდი - მე კი აუცილებლად გავფრინდები, იქიდან ყველას მადლობას გეტყვით! გგონიათ, როდესმე დამავიწყდება ასეთი საჩუქარი? არასოდეს ცხოვრებაში!“

ოცნებასთან „ჩახუტობანა“
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მაკას! ის თქვენ გიღიმით! ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ბედნიერი, რომ ჩემს საყვარელ ლამაზ პლანშეტს ერთი წამითაც არ ვუშვებდი ხელს! საკუთარ თავს არ ვუვლი ისე, როგორც მას მოვუვლი! ყოველ ღამე გავწმენდ, ყუთში შევინახავ და ერთად დავიძინებთ, ხოლმე. არ მეგონა, რომ სიხარულისგან ტირილი შეიძლებოდა!

დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
„ქალბატონებო და ბატონებო, ახლა, თქვენს წინაშე წარსდგება ყველაზე ლამაზი დედა-შვილი! ნახეთ, რა სილამაზეა, მოდით, ახლა გამოვიპრანჭებით, თქვენ კი სურათი გადაგვიღეთ და აჩვენეთ ყველას, ვინც დაგვეხმარა! დიდი მადლობა გადაეცით ყველას! არა-ა-ა, დიდი კი არა, უ-უ-დიდე-ე-ესი, ცამდე! არა, მთვარემდე!“
დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
|