ბავშვების სურვილები

ძალიან მინდა, ლამაზი ზურგჩანთით წავიდე სკოლაში! და ფეხშიშველი რომ არ ვიყო... თორემ სხვა ბავშვები შემომხედავენ და მეტყვიან, რომ ღატაკი ვარ...! მე კი, არ ვარ ღატაკი! უბრალოდ, დედაჩემს ფული არ აქვს.
შეგროვებულია
217.86 ₾
დონორი
22

ჩემი დედიკო დამპირდა, ვარდისფერ „როლიკებს“ გიყიდიო, მაგრამ ვერ მიყიდა... ის ცაში გაფრინდა, ღმერთთან. ბაბუას კი, საჭმლის ფული არ აქვს, აბა, „როლიკებს“ როგორ მიყიდის?!
შეგროვებულია
231 ₾
დონორი
7

კლასში საუკეთესო მოსწავლეა, ათოსანი - ლიკა (11 წლის) ნუთუ, ის საქართველოს საამაყო შვილი არ არის?! ნუთუ, მას პლანშეტი და ტელეფონი არ უნდა ჰქონდეს?! ის ხომ, ამ ნივთების გარეშე სწავლას ვერ გააგრძელებს?! და შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს დიდი მეცნიერი ან პოლიტიკოსი, ან თუნდაც, უდიდესი პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში!?
შეგროვებულია
245.5 ₾
დონორი
45

მინდა, მონაწილეობა ყველა შეჯიბრში მივიღო... ვასახელო ჩემი ქვეყანა - საქართველო! და ძალიან მინდა, საკუთარი ფორმით გამოვიდე ხოლმე შეჯიბრზე...
შეგროვებულია
253.18 ₾
დონორი
24

სიგიჟემდე მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს! აი, საშინლად მინდა!
შეგროვებულია
260.28 ₾
დონორი
21

ძალიან მჭირდება კომპიუტერი! მის გარეშე, ვერ შევასრულებ დაპირებას, რომელიც დედას მივეცი: ვისწავლო და თავად ვიშოვნო ფული, ჩემი დაიკოების ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შევცვალო!
შეგროვებულია
268.39 ₾
დონორი
12

ერთადერთი ოცნება მაქვს - ტელეფონი! მაგრამ დედას არ ვეუბნები, ვიცი, რომ ტირილს დაიწყებს... მას ხომ ფული არ აქვს და ვერც ისესხებს
შეგროვებულია
273.83 ₾
დონორი
43

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალები ქართველ ბავშვებს აქვთ! მაგრამ საშინელი სიღატაკის გამო, ხშირად სიკაშკაშეს კარგავენ... როგორ შეიძლება ამხელა გოგომ დახეული ტანსაცმლით იაროს? როდესაც გაკვეთილზე, მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს ტელეფონებს ჩახედონ, მას ცრემლით ევსება ულამაზესი თვალები. ნუთუ, ეს სამართლიანია, რომ ამისთანა გოგოს ტანსაცმელი არ აქვს და მუდამ მშიერია?
შეგროვებულია
275 ₾
დონორი
5

მე ვარ პატარა დუდა და მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, რომ დედიკო უფრო ხშირად მომეფეროს, მაკოცოს და გულში ჩამიკრას.
შეგროვებულია
275.11 ₾
დონორი
22

მინდა ვიყო გამორჩეული ბავშვი, რომელსაც დაბადების დღე აქვს. ასეთ გამორჩეულ ბავშვებს მაღაზიის ვიტრინებსა და კაფეების ფანჯრებში ვხედავ. ჩვენს კლასშიც არიან ასეთი ბავშვები. ბევრი სტუმარი ჰყავთ, საჩუქრებს იღებენ და მხიარულობენ. მათი არ მშურს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, ჩემმა დედიკომ რა დააშავა, რითია სხვებზე ნაკლები? მაგრამ, მას მაინც არავისზე გავცვლი! არა უშავს!
შეგროვებულია
297.5 ₾
დონორი
33

მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, დედა გადამირჩინეთ!
შეგროვებულია
303.63 ₾
დონორი
5

მაჩუქეთ რა, ბევრი წიგნები...
შეგროვებულია
310 ₾
დონორი
17
ბავშვების ახდენილი სურვილები

ბალიში, საბანი და რამე გემრიელი მინდა
„თბილი საბანი და ამქვეყნად ყველაზე რბილი ბალიში მოგვიტანეს! ადრე ქურთუკები გველაგა თავქვეშ და საბნის ნაცვლადაც ვიფარებდით. ძალიან მოუხერხებელი და ცივი იყო. ახლა კი ყველაფერი გვაქვს! იცით, იმდენად საშინელ სიზმრებსაც აღარ ვხედავთ და ერთმანეთს აღარ ვეკრობით. ყველას საკუთარ ბალიშზე და საკუთარი საბნის ქვეშ სძინავს. ეს ისეთი ლამაზია და სასიამოვნო!

ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!
თამარი: ახლა, ამ ლამაზ კაბებს და ფეხსაცმელს ჩავდებ ჩემს ლოგინში და მთელი ღამე ჩავიკრავ გულში! ნახეთ, რა სილამაზეა! საინტერესოა, ვინ აარჩია და იყიდა ჩემთვის? ალბათ, მასაც გოგონა-შვილები ჰყავს.
- ჩვენ ყველა შენი სურვილი ავასრულეთ. ახლა მითხარი, კიდევ რა გინდა?
თამარა: ლამაზი ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომი, სკოლისთვის. მერე, კიდე გეტყვი!

პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!
სალომე: მე ყველაზე ჩასახუტებელი დათუნია მყავს, შენც კარგი გოგო ხარ, მაგრამ ასეთი ფუმფულა - არა.
- თოვლის ბაბუას რას სთხოვდი სალომე?
სალომე: პლანშეტს ვთხოვდი, რომ დათუნიასთან ერთად მულტფილმებს ვუყურო.
***
მადლობა მეგობრებო, რომ არ დატოვეთ სალომე მეგობრის გარეშე. ღმერთმა აგისრულოთ ყველა კეთილი სურვილი. ზუსტად ვიცით, რომ ასეც იქნება.
ნახეთ, როგორ ჩააფრინდა თავისი პაწაწუნა ხელებით ახალ მეგობარს. ახლა ისინი სულ ასე იქნებიან.

ნინოს სამი სურვილი აუსრულდა!
ნინო: ასეთი ახალი და ლამაზი ნივთები ოჯახში ჯერ არ გვქონია. მე 11 წლის ვარ და ახალი და ლამაზი ფეხსაცმელი არასდროს მქონია, ჩანთებიც. ერთი გთხოვეთ და ორი მომიტანეთ! ხოლო ტელეფონი რომ მაჩუქეთ, დღემდე არ მჯერა!
- კიდევ რა სურვილები დაგრჩა, ახალ წელს რომ ინატრებდი?
ნინო: როგორ ფიქრობთ, ჩემსავით დიდი გოგოსთვის ველოსიპედზე ოცნება შეიძლება? ბავშვობიდან ვოცნებობ მასზე.

ადრე, მხოლოდ ჩემი ავადმყოფი ძამიკოსთვის ყიდულობდნენ ყველაფერს, ახლა კი...
ლიზი: როდესაც ეს ლამაზი ველოსიპედი ჩვენს ოთახში შემოიტანეს, მართლა არ მეგონა, ჩემთვის რომ იყო! ჩემი ძმის მეგონა. ძალიან დიდი ხანია საჩუქრები არ მიმიღია - ასეთი ხომ, საერთოდ! თქვენ კი, სურვილი ამისრულეთ! ძალიან ბედნიერი ვარ! ყველგან ვივლიდი ველოსიპედით, სკოლაშიც, თქვენთან თბილისშიც კი ჩამოვიდოდი, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ასე არ შეიძლება.
- კიდევ თუ გაქვს სანუკვარი სურვილი?
ლიზა: კი, ერთი დამრჩა. მოდით, "მოვიოცნებებ", რომ დაბადების დღეზე ტელეფონი მაჩუქონ. 9 წლის გავხდები 20 მარტს. თუ, მხოლოდ ათი წლიდან შეიძლება ტელეფონი? არადა, ძალიან მინდა... აი, ძალიან, ძალიან ძალიან!

ბარბის თოჯინაზე და სათამაშო სამზარეულოზე ვოცნებობ, თორემ ბარბარე მშიერი დარჩება!
„წარმოგიდგენია! რა ვიცოდი, რომ ამქვეყნად არსებობს ასეთი ლამაზი თოჯინები! შენ იცოდი? ღმერთო! რა ლამაზები არიან! ახლა, მე და ჩემს დაიკოს ნამდვილი ოჯახი გვეყოლება! შეხედე: დედა, მამა და შვილები! სიხარულით მთელი ღამე არ დამეძინება! სულ თოჯინებით ვითამაშებ! რა ბედნიერებაა! სხვებსაც აქვთ ასეთი თოჯინები? თუ მხოლოდ ჩვენთვის დაამზადეს? თქვენ შეუკვეთეთ ჩვენთვის, არა? დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში არავის აქვს ასეთი ლამაზი თოჯინები! როგორ შეშურდებათ ჩემს მეგობრებს. ისინი ხომ, თავიანთი თოჯინებით არ გვათამაშებდნენ. ჩვენ უნდა ვათხოვოთ? შენ როგორ ფიქრობ?!“
აი, რამდენიმე თოჯინამ, რამხელა ბედნიერება აჩუქა მათ! წარმოგიდგენიათ, ვინ ხართ თქვენ მათთვის? თქვენ ამ ბავშვებს თოჯინები კი არა, მთელი სამყარო აჩუქეთ. თქვენ მათ აჩუქეთ რწმენა და იმედი.

ჯადოსნური „კალაქა“, კანფეტების საყიდლად რომ ვიარო! რა ბედნიერებაა!
ბარბარე: მალე ტარებას ვისწავლი და მერე „კუკას“ ჩავსვამ ამ „კალაქაში“. მერე, თუ რამეა, შენც. მაგრამ შენ არ ჩაეტევი. შეხედე, რამხელაა! გამიტეხავ, მე კი, „მიკალს“ ჩემი „ველისაპეტი“.
- ესე იგი, მოგეწონა საჩუქარი?
ბარბარე: ძალიან! შენ რა, არა? მაგრამ, მაინც არ გათხოვებ. მხოლოდ ჩემია!

სიხარულისგან ნიამ სიტყვები დაკარგა!
ნია: ყველა სიტყვები დავკარგე, ისე გამიხარდა. არ ვიცი როგორ ვთქვა, რომ ძალიან მიხარია. არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი ველოსიპედები. და ეს ვარდისფერი კალათი - საერთოდ სასწაულია. აი ახლა თოვლის ბაბიას ვთხოვ, რომ დათუნია ტასო და თოჯინა ნიცა მომიყვანოს, ჩავსვამ კალათში და აქეთ-იქით ვასეირნებ.

ნიკას მთელს უბანში ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ნიკა: როდესაც ჩემი ველოსიპედით ვსეირნობ, ყველა მე მიყურებს და ასე ამბობენ: "ნახეთ, რა მაგარი ველოსიპედი აქვს ნიკას!" ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ. როგორც იქნა, მეც გამიმართლა! ჩემი საყვარელი ველოსიპედი მაქვს და ხვეწნა აღარ მომიწევს სხვა ბავშვებმა, 5 წუთით მაინც რომ მათხოვონ. ისეთი ბედნიერი ვარ, დედა მეუბნება, რომ სიხარულისგან ვანათებ. მართალია, ვერ ვხვდები, როგორ ამჩნევს ამას, მაგრამ მისი მჯერა!

ველოსიპედიც მაქვს, პლანშეტიც... ახლა, მდიდარ ბიჭს ვგავარ!
რეზი: არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია. ასე მგონია, დავიძინებ და რომ გავიღვიძებ, სიზმარი აღმოჩნდება ეს ყველაფერი. მაგრამ, ვიღვიძებ და ეს ყველაფერი მაინც მაქვს. ახლა ვხვდები, რას გრძნობენ ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ. ვისრიალებ, მერე ვითამაშებ... მერე, ჩემს პატარა ძმასაც ვათხოვებ, მულტფილმებს რომ უყუროს. არც ვიცი, ვის ვუთხრა ეს "მადლობები". თუ იცნობთ, გთხოვთ, გადაეცით დიდი მადლობა ჩემგან.

ახლა, ჟანას ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ჟანა: ნახე, კბილები არ მაქვს, მაგრამ მაინც სულ ვიღიმი!
- და რამ გაგახარა ასე ძალიან?
ჟანა: ვითომ, არ იცი! ახლა, ახალი ველოსიპედი მაქვს! მაგრამ არც ვიცი, მადლობა ვის უნდა ვუთხრა. შენ იცი, ვინ მაჩუქა? ჰოდა, მადლობაც შენ გადაეცი!
- აუცილებლად გადავცემ! კიდევ რა გადავცე? კიდევ რა უნდა ამ პატარა ლამაზ გოგონას?
ჟანა: ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი უნდა. აი ისეთი, პრინცესებს რომ აქვთ!

აუ, რა მაგარია! წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გვაქვს! ყველა ჩემს მეგობარს და ძიას, ვინც მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან მოუნდება ფეხბურთის ყურება! რა სახალისო იქნება! შენც მოდი!
საბა: შენც გაქვს ამხელა ტელევიზორი? ერთი სული მაქვს, ფეხბურთი როდის იქნება, აქ რომ ვუყურო. დედამ თქვა, რომ შეგვიძლია მეგობრებსაც დავუძახოთ. ჩემთან სახლში მარასდროს მოსულან ეგობრები! ახლა გეჩქარება? მოდი, ჩემს ახალ ტანსაცმელსაც გაჩვენებ! გახსოვს, ფეხბურთს ჩუსტებით რომ ვთამაშობდი? ახლა კი, ნახე! მაგარი სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი მაქვს!
|