Birthday
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია

რამაზი: 14 წელია, რაც ჩემი პარალიზებული სხეულის ტყვე ვარ. 14 წელია, დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ. ჩემი მეუღლე, დედა და ძმა იბრძვიან ჩემი სიცოცხლის ყოველი დღისთვის. ჩემი ძმა ბავშვივით მატარებს ხელით, დედა მაჭმევს, მეუღლე მაცმევს… ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ასეთი უნდა იყოს? რას ვიზამთ? უბედური შემთხვევის დროს, ხერხემალი რომ დამიზიანდა, ღმერთმა არ წამიყვანა, მე და ჩემი ახლობლები სამუდამო ტანჯვისთვის გაგვწირა.
სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ თქვენ მისი შემსუბუქება შეძელით! თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, მოსახერხებელი საწოლი და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი რას ნიშნავს ჩემთვის! ისეთი ადამიანისთვის, რომელიც თითქმის მთელ დღეს საწოლში ატარებს, ეს ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება ჩემთვის საწოლი ეყიდა, თვითონაც სძინავთ ძველზე და დამტვრეულზე, მაგრამ თქვენ ეს შეძელით და მაჩუქეთ სიცოცხლე ტკივილის გარეშე. გმადლობთ. ყველას ვუსურვებ, არასდროს დააწვნენ ტვირთად საყვარელ ადამიანებს

სულ ხარჯები:
1163.00₾დარჩა:
0.87₾