რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 04.08.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270არც წამლები მაქვს, არც სათამაშოები
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გიო ლომიძე (9 წლის): „ეპილეფსია მაქვს და ჩემი მთავარი სურვილია, საჭირო წამლები ყოველთვის მქონდეს. ერთი აბის მიღება მაინც თუ გამოვტოვე, თავის ტკივილისგან კედლებზე გავალ. სათამაშოები საერთოდ არ მაქვს. წარმოიდგინე, როგორი მოწყენილი ვარ ამის გამო. ვისურვებდი, სათამაშო მანქანები რომ მქონდეს. აი, იცით, ისეთი, რომ ეხსნება ფანჯრები და კარი? ასეთი მანქანების შეგროვება მინდა. ყველა ჩემს მეგობარს აქვს ველოსიპედი, ჩემს გარდა. სოფელში ვისეირნებდი, სკოლაშიც კი ველოსიპედით ვივლიდი. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი, ტელეფონია. სკოლიდან დედაჩემთან დარეკვა რომ შევძლო. ბევრ თამაშს ჩამოვტვირთავდი და გავერთობოდი“.
ჩემი დაბადების დღის ტორტს მე და დედა მაღაზიაში ნისიად ვთხოვთ! იუბილარს უარს ხომ არ მეტყვიან?
მალე ჩემი დაბადების დღე იქნება, მაგრამ დედას ტორტის ფულიც კი არა აქვს. მთელი ფული ჩემს წამლებში დავხარჯეთ. ეპილეფსია მაქვს. ერთხელ მაინც თუ არ დავლევ წამალს დროულად, საშინელი კრუნჩხვები მეწყება. ჯობია მშიერი დავრჩე, ვიდრე წამლის გარეშე – ეს ზუსტად ვიცი. მაგრამ გულს არ ვიტეხთ! ტორტს მე და დედა მაღაზიაში ნისიად ვთხოვთ. იქ ერთი კეთილი ქალი მუშაობს, იუბილარს უარს ხომ არ მეტყვის! მინდა, რომ ბე–ემ–ვეს ტორტი იყოს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მანქანები. ჯერ არასდროს არ ჩამიქრია ტორტზე სანთლები, მინდა მოვსინჯო! ცხრა სანთელი იქნება, რადგან ცხრა წლის ვხდები. და ზუსტად იმ მომენტში, როცა სანთლებს შევუბერავ, სურვილს ჩავიფიქრებ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მინდა, რომ ტელეფონი და ველოსიპედი მაჩუქონ! რა მაგარი იქნება, თუ დაბადების დღეზე ეს სურვილები შემისრულდება! ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიქნები მთელ მსოფლიოში!
ერთხელ ჩემს მეგობრებს არ ჰქონდათ ტორტი დაბადების დღეზე. მე და დედამ ჩემი ინვალიდობის პენსიით ვუყიდეთ. ძალიან შემეცოდა იუბილარი, მაგარი უსამართლობაა. თავის დაბადების დღეზე ხომ ყველა ბავშვმა უნდა ჭამოს ტორტი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გიო ლომიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
დღეს კიდევ საჩუქრების დღეა? როგორ მიყვარხართ! ჩქარა მაჩვენეთ ჩემი სუპერ ველო და პლანშეტი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! ეს ხომ სწორედ თქვენ გააბედნიერეთ პატარა გიორგი! ის პირადად თქვენ გიღიმით!
– გიო, გვაჩვენე სკვერი, სადაც შენ სეირნობ მეგობრებთან ერთად.
გიო (9 წლის): თქვენც გინდათ გასეირნება?
– გვინდა, ერთი ბიჭი ველოსიპედით გავასეირნოთ.
გიო: ვინ ბიჭი, თქვენ ხომ ჩემთან მოხვედით? თუ მე გინდათ, რომ მასეირნოთ? ჰო?! რა, ამ საბარგულში ველო დევს?! რბილი დასაჯდომით და სიჩქარეებით? რატომ ეგრევე არ მომეცით, განა შეიძლება ველოს ასე დიდხანს დამალვა?! ჩქარა, გააღეთ! დადგით მიწაზე. ვაუ, შვიდი სიჩქარე აქვს! საჭე კი, ხედავ, როგორია? ხელები რომ არ გაგიცურდეს. ჩემს დასაც გაუძლებს ეს ველო, ჰო? მასაც უნდა, მარტო მას ვათხოვებ, მეტს არავის. პირდაპირ ველოთი წავალ სკვერში, თქვენ კი მანქანით მომყევით.
– კარგი, წადი, ჩვენ კი პლანშეტით გადაგიღებთ. თანაც მოვსინჯავთ, როგორ იღებს შენი პლანშეტი.
გიო: ყველაფერი დღეს მოიტანეთ? თქვენ არა, მე თვითონ გავხსნი, მე თვითონ! აუ, რა მაგარი პლანშეტია! რა მაგარი დღეა დღეს, საჩუქრების! კარგები ხართ. მე ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდით, როცა დაგვეხმარეთ.
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
456.25₾დარჩა:
0.33₾