რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 12.11.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
09012002707 წლის ალინა ყოველთვის ცრემლიანი თვალებით ხვდებოდა ახალ წელს, რადგან არც საჩუქრები ჰქონდა და არც ბრდღვიალა კაბა. მეგობრებო, მოდი წელს, პირველად, ნამდვილი სასწაული მოვახდინოთ საბრალო გოგონასთვის. ამისთვის სულაც არაა საჭირო ჯადოსნური ჯოხი, მხოლოდ თქვენი კეთილი გულია საკმარისი.
და–ძმა – მიქაელი და ალინა
ეს პატარა ანგელოზი 3 თვის მიქაელია. ბიჭუნა სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც მისი 7 წლის და, ალინა, სიკვდილს მიჰყავდა, მაგრამ ექიმებმა, უფლის შემწეობით, ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. თუმცა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ძალიან რთულია. ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. გოგონა ვერ დადის, წამითაც კი ვერ დგება ფეხზე. მეტყველებაც არ შეუძლია, მაგრამ დედიკოს თვალებით ანიშნებს, რომ თავისი ძამიკოს ეტლთან მიიყვანოს. ღმერთო, როგორი უხილავი ძაფია გაბმული ალინასა და მიქაელს შორის. და–ძმის სიყვარული ხომ ყველაზე წრფელი და ძლიერია!
ამბარცუმიანების ოჯახი ოთხ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. რა ქნას 30 წლის ახალგაზრდა დედამ, წვალებით მოგროვებული ფულით ქირა გადაიხადოს, კომუნალური გადასახადები თუ საკვები და ზამთრის ტანსაცმელი უყიდოს ბავშვებს? ავადმყოფ ბავშვს არც თოჯინები აქვს და არც ფუმფულა დათუნია. ზამთრის პირველ თვეს კი თხელი ტანსაცმლით შეხვდა. გოგონა სიცივისგან კანკალებს. მალე საახალწლო მზადებაც დაიწყება. ალინას თანატოლები ლამაზ საჩუქრებს მიიღებენ მშობლებისგან. ალინა კი ახალ წელს საჩუქრებისა და ლამაზი ტანსაცმლის გარეშე შეხვდება.
კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერების შედეგად არის შესაძლებელი, რომ ეს საბრალო გოგონა უიმედო და ცრემლიანი თვალებით არ შეხვდეს ახალ წელს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, ერევანი, ნორ–ხარბერდი, სახლი 4 (კერძო სახლი).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ალინა ამბარცუმიანი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: