რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ,
რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.
ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი
გოგიტა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ფიზიკურად ვეღარ შრომობს, არ შეუძლია
ოჯახის რჩენა და ბავშვების გამოკვება. ჯანმრთელობის გაუარესებამდე იგი ხან მშენებლობაზე
მუშაობდა, ხან მტვირთავად, ახლა კი, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.
სოციალური დახმარება ძალიან მცირეა და ოჯახის თითო წევრზე
დაახლოებით დღეში 3 ლარი გამოდის… ეს თანხა საკვებში, წამლებში და კომუნალურ გადასახადებში
უნდა ეყოთ! ამის წარმოდგენაც კი ძნელია!
ელექტროენერგიის დავალიანების გამო, მათ რამდენიმე კვირა
დენიც კი არ აქვთ და პატარებს სანთლის მბჟუტავ შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება.
საკვები დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ,
მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პირველადი საჭიროების პროდუქტების ყიდვა, ხოლო ბავშვები
საახალწლოდ ტკბილეულით რომ გაახარონ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ოთახი რომლშიც ოჯახი იმყოფება, საცხოვრებლად გამოუსადეგარია,
ჭერიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია, ზოგიერთ ფანჯარაში შუშებიც კი არ არის.
მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, ბავშვები კარგად აღზრდილები, ჭკვიანები და ზრდილობიანები
არიან.
უფროსი ნიკას ოცნება კულინარიულ სასწავლებელში სწავლაა,
მას უნდა რომ მზარეული გამოვიდეს და გემრიელი საჭმელი მოუმზადოს პატარა და–ძმას.
გაბრიელი 12 წლისაა, კარგად ცურავს და უნდა რომ მაშველი
გახდეს.
11 წლის მარიამი კარგად სწავლობს, ძალიან უყვარს ისტორიული
რომანების კითხვა და უნდა რომ მასწავლებელი გახდეს. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი
წიგნია!
7 წლის ლუკა და 6 წლის საბა ფეხბურთელობაზე ოცნებობენ.
როცა გაიზრდებიან საქართველო უნდა ასახელონ.
ყველაზე პატარა ბარბარე, თოჯინა ბარბიზე ოცნებობს, და
კიდევ მისი ყველაზე დიდი ნატვრაა დაბადების დღისთვის, 30 დეკებერს ლამაზი ტორტი რომ
ჰქონდეს. მას არასოდეს ჩაუქვრია ტორტზე სანთლები და არასოდეს ჩაუფიქრებია სურვილი დაბადების
დღეზე…
გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ ოჯახის
კრიზისიდან გამოყვანას. მათ ამჟამად ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და ჰიგიენური
საშუალებები ესაჭიროებათ.
გთხოვთ, წინასაახალწლოდ გამოიჩინეთ გულისხმიერება და
დაეხმარეთ პატარებს. მათ ხომ არავინ აჩუქებს საახალწლო საჩუქარს, ვერავინ აასრულებს
მათ ოცნებებს ჩვენს გარდა! ამ ბავშვებს საახალწლო სურვილიც კი მხოლოდ ერთი აქვთ, თოვლის
ბაბუას სთხოვენ, რომ მათ ოჯახში პროდუქტები მოიტანოს… სხვას არაფერს!
ჩვენი ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გაგნიძეების
ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი დახმარებაც კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იქნება! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ
ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გაგნიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/169/
ამ სადღესასწაულო დღეებში არ დარჩეთ გულგრილი ამ ბავშვების
მიმართ და გაკეთებული სიკეთე თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნდება!
სულ ხარჯები:
953.73₾დარჩა:
0₾