რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

კიევის ყოფილი მერი ზრუნავს ტფილისის მერის შვილიშვილზ

calendar ივლისი 28, 2017

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ტფილისის ყოფილი ქალაქის თავის შვილიშვილზე მზრუნველობა საკუთარ თავზე კიევის ყოფილმა მერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აიღო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ღირშესანიშნავი ისტორია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეული გზა – ეს არის წინასწარ ამოუცნობ მოვლენათა ჯაჭვი, განცდების, სირთულეების გადალახვის და გამარჯვებების რთული პროცესი.     

96 წლის ალექსანდე არგუტინსკის ცხოვრებაში მრავალი გამარჯვება იყო, თუმცა მთავარი მაინც 1945 წელს მოხდა.

ბატონი ალექსანდე მეორე მსოფლიო ომში 1942 წელს გაიწვიეს. იგი იბრძოდა ვოლხოვის, ლენინგრადის და ბალტიისპირეთის ფრონტებზე, ხოლო სამხედრო სამსახური ქალაქ რიგაში დაასრულა. სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე – ახალგაზრდა ლამაზმანი ანა ვორობიოვა. 

“ის მუშაობდა ადგილობრივი რკინიგზის სისტემაში, –იხსენებს ბატონი ალექსანდრე, ხოლო გავიცანი ანა შემთხვევით კინოთეატრში, უფრო სწორად სალაროსთან ბილეთების რიგში. შემდეგ უკვე იყო ცეკვები, პირველი ამბორი და…მმაჩის ბიურო”. 

ალექსანდრე არგუტინსკი და მისი მეუღლე ანა ვორობიოვა, 1945 წ. 

ომის შემდეგ ალექსანდრე არგუტინსკი თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, როგორც იტყვიან, შრომით წელს იწყვეტდა, “შრომის ვეტერანიც” გახდა, სიყვარულით ზრუნავდა მეუღლეზე, თუმცა შვილები მათ არასდროს ჰყოლიათ.

დღეს ბატონი ალექსანდე მარტო ცხოვრობს. მისი მეუღლე  ათი წლის წინ გარდაიცვალა. მეზობლები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან შენობა, რომლის ასაკი ას წელზე მეტს ითვლის, ავარიულ მდგომარეობაშია: კედლები და ჭერი დაიბზარა,  იატაკი სიარულის დროს ირყევა და ღმერთმა არ ქნას, რომ ჩავარდეს!

ასეთ პირობებში ცხოვრობს ალექსანდრე აეგუტინსკი

ნამდვილად რომ გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება ტფილისის ქალაქის თავის შვილიშვილს.

საქმე ის არის, რომ ალექსანდრე არგუტინსკის ბაბუა – ალექსანდრე არღუთაშვილი – დოლგორუკოვი 1902 წელს აირჩიეს ქალაქ თბილისის ხელმძღვანელად.

 “ერთხელ ბაბუასთან მივიდა ტფილისში ცნობილი კომერსანტი მიქაელ არამიანცი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა დახმარებოდა ქალაქს, – განაგრძობს ბატონი ალექსანდრე. ბაბუამ უთხრა, რომ ქალაქში ცოტაა საავადმყოფო, ხოლო ხაზინაში მისი ასაშენებელი ფული არ არის. არამიანცი დათანხმდა გამოეყო იმ დროისათვის კოლოსალური თანხა – 100.000 რუბლი, მაგრამ ერთი პირობით – საავადმყოფის მისი სახელი უნდა მინიჭებოდა. ბაბუამ მას შემხვედრი პირობა წაუყენა – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 100 საწოლი გაჭირვებული ადამიანებისთვის იქნებოდა განკუთვნილი”.

ალექსანდრე არღუთაშვილი– დოლგორუკოვი და მისი მეუღლე

 ალექსანდრე არგუტინსკის ბაბუა არასდროს უნახავს. მის შესახებ მას მშობლებისგან სმენია.

1921 წლის ზაფხულში ალექსანდრე არღუთაშვილი– დოლგორუკოვი ავად გახდა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს. სწორედ იმ საავადმყოფოში, რომელიც არამიანცის სახელს ატარებდა. როდესაც ქალაქის ყოფილი თავის პალატაში ექთანმა მიირბინა და ახარა შვილიშვილის დაბადება, თან უთხრა, რომ ჩვილს მისი სახელი დაარქვეს, ბაბუას თვალებზე სიხარულის  ცრემლები მოადგა. ორი საათის შემდეგ კი მისი სული უფალს ჩაბარდა. ეს მოხდა 1921 წლის 20 ივლისს.

  აი, ასეთ მდგომარეობაშია ჭერი ალექსანდრე არგუტინსკის ბინაში

დედაქალაქის მერიამ არაერთხელ შესთავაზა ნაქირავებ ბინაში გადასვლა ბატონ ალექსანდრეს, მაგრამ ის ცივ უარზეა.

“კარგით, გადაიხდიან ერთი–ორი თვე ბინის ქირას და შემდგომ? არ მჯერა, რომ მერია მუდმივად გაიღებს ნაქირავები ბინის საფასურს. მე მირჩევნია სიბერე ჩემს სახლში გავატარო, თუმცა აქ უკვე არავინაა ნაცნობი და ახლობელი”– ამბობს ბატონი ალექსანდრე.

როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ალექსანდრე არგუტინსკის პენსია შეადგენს 300 ლარს. შესაბამისად, სოციალური შემწეობა კანონით არ დაიშვება. როგორ უნდა ეყოს ეს მწირი თანხა თითქმის 100 წელს მიღწეულ ადამიანს. რომელიც პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება და საჭიროებს განუწყვეტლივ მეთვალყურეობას?

მოხდა ისე, რომ ბედის ნებით ტფილისის ყოფილი ქალაქის თავის შვილიშვილზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო კიევის ყოფილმა მერმა. ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელია, რაც ეხმარება ალექსანდრე არგუტინსკის. ფონდის ექიმები და ექთნები ყოველ კვირას აკითხავენ მას, ხანდახან კვირაში რამდენჯერმე, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას, უნიშნავენ მკურნალობის კურსს, უტარებენ სამედიცინო პროცედურებს.

ძია საშას, როგორც თავად ითხოვს ასეთ მიმართვას, ფონდი ამარაგებს პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით. გასულ წელს კი ჩერნოვეცკის ფონდმა მას მაცივარი უყიდა  შეგროვებული შეწირულობის მეშვეობით. ამ წლების განმავლობაში ბატონ ალექსანდრეს ორი ათასი ლარის პროდუქტები და მედიკამენტები გადაეცა.

ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მეტად 96 წლის ალექსანდრე არგუტინსკის სჭირდება კეთილი სიტყვა, ადამიანური ურთიერთობა და სითბო, რაც მას უფერადებს მარტოხელა მოხუცის ერთფეროვან ცხოვრებას.

ბატონ ალექსანდრეს ძალიან უყვარს როცა მას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ. ეს მისთვის, როგორც თავად ამბობს, წმინდა დღესასწაულია. ამიტომაც ყოველ 9 მაისს ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები სტუმრობენ მას, ჩუქნიან საჩუქრებს და რაც მთავარია – ღიმილს, რომელიც მას სიცოცხლეს უხანგრძლივებს. სხვათაშორის, ფონდის თანამშრომლები მარტო არ სტუმრობენ ძია საშას. ასე, წელს “გამარჯვების დღე” მას მიულოცეს ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა, რომლებმაც მას პატარა წარმოდგენაც გაუმართეს.

იმ დღეს, როდესაც ჩენ ალექსანდრე არგუტინსკის ვესტუმრეთ, ძლიერი სიცხე იდგა, ძველი ვენტილატორი ვერ აგრილებდა ოთახს; პატარა, დაახლოებით 20 წლის წინ გამოშვებული ტელევიზორი მთელ ხმაზე იყო ჩართული, ხოლო ქუჩიდან, მიუხედავად დახურული ფანჯრებისა, საავტომობილო სიგნელების გამაყრუებელი კაკაფონი ისმოდა.

ბატონი ალექსანდრე საუბრობდა ძალიან ხმადაბლა, შენელებულად, თავს შეუძლოდ გრძნობდა, არ ჰყოფნიდა ჰაერი.  მოგვერიდა ხანშიშესული ადამიანის დიდხანს შეწუხება და დავაპირეთ წასვლა, მაგრამ გვანიშნა არ წავსულიყავით. შემდეგ გვთხოვა კამერა ჩაგვერთო, მოიკრიბა ძალა და დაიწყო:

“ლეონიდ! თქვენი კეთილი საქმეები არ დარჩება უპასუხოდ. უფალი ამბობს –  “რაც დათესე, იმას მოიმკი”. სიკეთე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, სიკეთითვე დაგიბრუნდებათ. გისურვებთ მხნეობას და ღმერთი თქვენსკენ!”

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ალექსანდრე არგუტინსკის, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნული: ალექსანდრე არგუტინსკი) ან ჩარიცხოთ  პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/212-argutinski/

არაფერი ისე არ გვაახლოებს ღმერთთან, როგორც ქველმოქმედება! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2017 ნოე 20
გამათბობელი
154.00₾

სულ ხარჯები:

154.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მაია ჯანიაშვილი
08.11.2017 20:00:00
₾3.00
ირაკლი ახრახაძე
05.10.2017 20:00:00
₾100.00
ირაკლი ტაბატაძე
01.08.2017 20:00:00
₾5.00
სიხარულიძე ლევან
30.07.2017 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
30.07.2017 18:17:08
₾5.00
კეთილი გული
28.07.2017 13:03:31
₾10.00
Nina
28.07.2017 10:22:22
₾1.00
მარიამ იოსელიანი
27.07.2017 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾154.00

8 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾154.00

8 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება