თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!
ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, დახმარება არ ჩანს
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
43 წლის ქალი მარტოდმარტო ზრდის 6 შვილს. ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, ხოლო დახმარება არსაიდან ჩანს.
აკობიების ოჯახი 12 წელი რუსეთში ცხოვრობდა. მამა მშენებლობაზე მუშაობდა, დედა კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, აგროვებდნენ ბინის საყიდელ ფულს, ბავშვებს არ აკლდა საჭმელი და ტანსაცმელი… თუმცა, შექმნილი პრობლემების გამო დედას შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნება მოუწია.
ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ბებიასთან დასახლდნენ, მოგვიანებით რაიონული საავადმყოფოს შენობას შეაფარეს თავი, რამდენიმე წლის წინ კი ამორტიზირებულ შენობაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც გაუსაძლისი პირობები დახვდათ: სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლები დანესტიანებულია, ჭერი – დაობებული, ხოლო იატაკი ლამის სადაცაა ჩაიქცევა…
განა შეუძლია მარტოხელა დედას, რომლის შემოსავალი თვეში სოციალური შემწეობის სახით 460 ლარს შეადგენს, გააკეთოს რემონტი, იყიდოს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გადაიხადოს კომუნალური გადასახადი და, რაც მთავარია, დააპუროს შვილები? რა გამოდის? 2 ლარი დღეში ერთ ადამიანზე – ეს ხომ კატასტროფაა?!
ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი 5 წლისაა, ყველაზე უფროსი ბავშვი კი – 14. მზია ოცნებობს იურისტი გახდეს, რათა დაიცვას ადამინები, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან. იგი ათვითცნობიერებს შექმნილ ვითარებას და მწარედ განიცდის მდგომარეობას, რომელშიც მისი ოჯახი აღმოჩნდა. „ერთ დროს, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი ოთახი, არ გვციოდა და არ გვშიოდა, ახლა კი არაფერი გაგვაჩნია, თეთრეულიც კი არ გვაქვს…“,- ამბობს 14 წლის მოზარდი.
მეგობრებო, ეს ბავშვები გაურკვეველი სიტუაციის და უფროსების უპასუხისმგებლო ქცევის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დარჩებით გულგრილი მათი მწარე ხვედრის მიმართ და გაუწვდით მათ დახმარების ხელს!
აკობიების მრავალშვილიანი ოჯახი დღეს გასაჭირშია და შველას ითხოვს, მათ თქვენი თანადგომის იმედი აქვთ! მოდით, არ დავაყოვნოთ და ვაჩუქოთ ამ პატარებს მომავლის იმედი! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ აკობიების მრავალშვილიან ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აკობიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/329-akobia/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).