ის ჯერ 60 წლისაც არაა, მაგრამ უკვე ვერ დადის, საწოლს ვერ სცილდება… გული დიდიხანია შეეჩვია დამამშვიდებლებს, მაგრამ ყველა ტკივილის მიუხედავად, მას უნდა ვინმეს ესაუბროს, ვინმეს გული გადაუშალოა, მაგრამ ის მარტოა! გადატანილი ინსულტის შემდეგ საუბარიც უჭირს, მალე იღლება. ერთადერთი მისი მეგობარი თეთრი კატაა, რომელიც უკვე წლებია გვერდიდან არ შორდება.
ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ ასეთი მარტოხელა მოხუცები ძალიან ბევრია. ზოგი ნათესავებმა მიატოვეს, ზოგს შვილები გარდაეცვალა, ზოგი კი ახლობლებმა სახლის გარეშე დატოვეს.
დავით ტურაბელიძე მარტოხელაა, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და მთელი დღეები 4 კედელს შესცქერის. სულ ცოტახნის წინ კი ბევრი ადამიანისთვის საყრდენი იყო, მუშაობდა, თავსაც ინახავდა და სხვებსაც ეხმარებოდა. ოჯახი არ შექმნა, რაზეც ახლა ძალიან ნანობს.
ერთ დღეს, მისი აქტიური და ბედნიერი ცხოვრება დასრულდა: გადატანილი ინსულტის მერე პარალიზებულია. საშინელებაა,როცა მარტოხელა ადამიანი უძრავი ხდება.
მეგობრებო, ბატონ დავითს ჩვენი დახმარება სჭირდება, მას საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და თეთრეული ესაჭიროება. თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით ტურაბელიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე ღვთისაგან მოდის და ადამიანებში სახლდება, იგი მოივლის მთელ დედამიწას და მადლით სავსე კვლავ უბრუნდება უფალს!