რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გამოვკვებო შვილები!“

calendar მაისი 4, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ ბავშვებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ისინი ვერ იღებენ კალორიულ საკვებს, არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, ხშირად ავადმყოფობენ…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
   
ჩითინაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სახლობს, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.  ოჯახის მამა ვერადავერ შოულობს სამსახურს, დედა კი – უკვე ლამისაა სასოწარკვეთას მიეცეს, რამეთუ მისი შვილების ნორმალურ განვითარებას დიდი საფრთხე ემუქრება. 
ჩვენ ვესაუბრეთ თამთა ჩითინაშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი ოჯახის პრობლემები: 
-თამთა, რა წარმოადგენს სადღეისოდ თქვენი ოჯახის მთავარ პრობლემას?
თამთა: მეუღლემ ვერ იშოვა სამსახური. მზად არის იმუშაოს მშენებლობაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას. სადაც არ იყო, ყველგან უარით გამოისტუმრეს. შესაბამისად სოციალური შემწეობის გარდა, არა გვაქვს არანაირი შემოსავალი და გვიჭირს. ღარიბულად ვცხოვრობთ, არა გვაქვს ნორმალური საკვები, ტანსაცმელი, ვერ ვარემონტებთ სახლს…
-როგორია თქვენი შვილების ყოველდღიური კვების რაციონი?
თამთა: ლობიო, მწვანილი, პური, წყალწყალა სუპი…2015 წელს მოგვიხსნეს სოციალური შემწეობა. მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მოხდა დახმარების აღდგენა. ძალიან გაგვიჭირდა ეს 6 თვე. მადლობა ღმერთს, ჯერ-ჯერობით ვუძლებთ, თუმცა რა იქნება ხვალ, არ ვიცი….
 -სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?
თამთა: ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია. დანგრევამდეა უკვე მისული. ოთახები საკმაოდ დიდია, მაგრამ ზამთარში ვერ ვათბიობთ და ზაფხულში კედლები ნესტით იფარება. ავეჯი ძალიან ძველია და პრაქტიკულად გამოუსადეგარი.   
-ვინმეს მიმართეთ დახმარებისტვის?
თამთა: აბა ვის უნდა მივმართო? მთელ სოფელს უჭირს… დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დახმარება აღგვითქვით. 
-მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?
თამთა: დიახ. ადგილობრივი ეკლესიის მრევლი ვარ და შვილებს ეკლესიურად ვზრდი. სახლში ხშირად ვლოცულობ, დაწოლის წინ კი უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა შვილების გამოსაკვებად. 
-დღეს ზოგიერთები აკრიტიკებენ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?
თამთა: არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და კრიტიკას არ ვღებულობ. ბაშვები – ეს არის სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. როდესაც მეოთხე ბავშვზე ვიყავი ორსულად, მინდოდა „მოშორება“, მაგრამ მამაომ მითხრა -შეგიძლია, რომ მოკლა რომელიმე შენი შვილი? არა, არ შეგიძლია!  ამიტომ რახან ხარ ორსულად, მეოთხე შვილიც უნდა გააჩინოო…
-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნებ?
თამთა: შვილების ბედნიერება. მინდა, რომ გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი და ვევედრები უფალს მოგვცეს ამის ძალა! 
-ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვები, თქვენი ოცნებების შესახებ მიამბეთ
ნიკა (13 წლის) – მე ვოცნებობ ველოსიპედზე და წიგნებზე. , ძალიან მიყვარს გეოგრაფიის საგანი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია ვინ უნდა გამოვიდე…
დიმიტრი (9 წლის): მე პიანინოზე ვოცნებობ…
მარიამი (6 წლის): მე ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და სათამაშოებზე…
მეგობრებო, ჩითინაშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! 
მისამართი: სიღნაღის რაიონი, სოფელი საქობო, ტელ.: 571047030. ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩითინაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ბავშვების გახარებული თვალების ხილვა – ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

იმ დღეს, როცა ჩითინაშვილების ოჯახს ფონდისა და თქვენი სახელით საჩუქრები მივუტანეთ, პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! „დედა, დედა, საჩუქრები მოგვიტანეს! ეს ყველაფერი ჩვენია“- სიხარულით ყვიროდნენ ბავშვები.
-თამთა, ამ საჩუქრებიდან რომელი გესაჭიროებოდათ ყველაზე მეტად?
თამთა: ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გვჭირდებოდა. ძალიან მიჭირდა ტანსაცმლის და თეთრეულის რეცხვა ცივ წყალში. ზამთრის დადგომას შიშით ველოდი. არ შემეძლო მეყიდა სარეცხის მანქანა მაშინ, როდესაც სახლში მშიერი ბავშვები მყავს, ხოლო თხოვნა ვინმესთვის მერიდებოდა. თქვენ კი ასეთი სიხარული მომანიჭეთ…
-ჩვენი დამფუძნებლის გადაწყვეტილებით მალე კარგ ტელევიზორსაც მოგიტანთ და ბავშვებს პლანშეტებსაც ვაჩუქებთ. ალბათ პროდუქტებიც გესაჭიროებოდათ?
თამთა: რა თქმა უნდა! საშინელია ის მომენტი, როდესაც ხარ არჩევნის წინაშე – ასადილო ბავშვები თუ საკვები ვახშმისთვის შეინახო. პროდუქტები ძალიან გვჭირდება!
-მომიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
თამთა: მე დავიჯერე, რომ სრულიად უცნობმა ადამიანებმა შეიძლება გაიზიარონ შენი დარდი!
-შეიძლება ბავშვებს გავესაუბრო? ნიკა, კმაყოფილი ხარ საჩუქრებით?
ნიკა (14 წლის): ძალიან კმაყოფილი ვარ და მთავარია დედას სარეცხის მანქანა აქვს! მას რეცხვისაგან ძალიან აწუხებდა ზურგისა და ხელების ტკივილი, ახლა კი დედას მეტი დრო აქვს ჩვენთან გასატარებლად!
დიმიტრი (9 წლის): მე კი ძალიან მომეწონა პეჩენიები, ძალიან ტკბილი და გემრიელია!
მარიამი (6 წლის): მე გამიხარდა, რომ ამდენი პროდუქტი მოიტანეთ. ძალიან მიყვარს, როდესაც დედა საჭმელს ამზადებს და ახლა მას ბევრი გემრიელობის გაკეთება შეეძლება.
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც აღარაფრის სჯერათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, თუ დაიღალეთ ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებისგან, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდს! ჩვენი ვალია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა! გააგრძელეთ მათი დახმარება!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
თიბისი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
დანიშნულება (ჩითინაშვილის ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტის https://chernovetskyifund.ge/ge/projects/450-chitinashvili/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
პ.ს.
თამთას სურს მადლობა გადაუხადოს ადამიანებს, ვინც ანონიმურად ეხმარება მას და რომელთა სახელებიც არ იცის! თამთა აუცილებლად ილოცებს მათი ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის.
ღმერთო, მადლობა შენ ამ კეთილი ადამიანებისთვის და იმისათვის, რომ ადამიანებს სწამთ, უყვართ ერთმანეთი და მზად არიან ერთმანეთის დახმარებისათვის!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
პროდუქტები
100.00₾
2019 ნოე 08
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
939.00₾
2019 ნოე 08
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
260.00₾
2020 აპრ 26
ლეპტოპი
1000.00₾
2020 მაი 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾

სულ ხარჯები:

2549.00₾

დარჩა:

0.35₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზურაბ შაიშმელაშვილი
15.01.2020 20:00:00
₾1.00
ფანჩვიძე თამარი
24.11.2019 20:00:00
₾5.00
ი/მ მირიან ბერიძე
20.11.2019 20:00:00
₾5.00
ბ-ზაქრო
17.11.2019 20:00:00
₾4.53
ი/მ გიორგი თვარაძე
13.11.2019 20:00:00
₾5.00
თეონა გორგოძე
13.11.2019 20:00:00
₾5.00
შოთა ქაჯაია
13.11.2019 20:00:00
₾5.00
ოშაყმაშვილი გოჩა
13.11.2019 20:00:00
₾5.00
ხაჭაპურიძე ნინო
13.11.2019 20:00:00
₾5.00
შალვა ოთარაშვილი
12.11.2019 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
10.11.2019 20:00:00
₾0.50
სალომე თოთაძე
09.11.2019 20:00:00
₾5.00
გიორგი გიგატაძე
09.11.2019 20:00:00
₾5.00
თამარ ბიზიკაშვილი
09.11.2019 20:00:00
₾5.00
თამარ ჯოჯუა
09.11.2019 20:00:00
₾5.00
გოგოლაძე რატი
07.11.2019 20:00:00
₾5.00
დათო ოზბეთელაშვილი
06.11.2019 20:00:00
₾5.00
მადონა მეტრეველი
06.11.2019 20:00:00
₾5.00
ლილი ქაფიანიძე
06.11.2019 20:00:00
₾5.00
ვერა კიკაბიძე
06.11.2019 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,549.35

225 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,549.35

225 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება