მზიკო ჩვენთან მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნის დღიდან ცხოვრობს. როგორ მზია ამბობს: „ჩემთან ერთად მცხოვრებ ყველა ბავშვი მიყვარს და ვმეგობრობ“.
ძალიან შრომისმოყვარე, მორიდებული და კეთილი გოგონაა. ოცნებობს გახდეს მოცეკვავე, რადგან გიჟდება ქართულ ხალხურ ცეკვებზე. დაბადების დღეზე უნდა რომ აჩუქონ სტილისტის ნამდვილი ხელსაწყოები. ძალიან უყვარს ვარცხნილობების გაკეთება და მეგობრებს ყოველთვის ალამაზებს…
– მზია, შეგიძლია გაიხსენო, ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლში როგორ მოხვდი?
– დეიდაჩემმა დედას დაურეკა და ამ სახლის შესახებ მოუთხრო. ჩვენ შეძლებული ოჯახი არ გვქონია, დედა დილიდან საღამომდე მუშაობდა, მას არ ჰქონდა დრო, რომ ჩემთვის მოექცია ყურადღება, რომელიც ძალიან მჭირდებოდა, სულ რაღაც 7 წლის ვიყავი. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ იქ იმდენად თბილი აღმზრდელები არიან, ისეთი ყურადღებიანი, რომ მალე მივეჩვიე და მეტიც, როგორც სახლში ახლა ისე ვგრძნობ თავს.
– შენი მონათხრობიდან ჩანს, რომ შენ აქ თავს მყუდროდ გრძნობ. ბევრი მეგობარი გყავს აქ? (ამ კითხვაზე მზიამ მორიდებით გვიპასუხა)
– ეს მყუდროებაზე მეტია, აქ ვიგრძენი, რომ უამრავ ადამიანს ვუყვარვარ. მათ უხარიათ როცა მხედავენ. აქ ყველასთან ვმეგობრობ. ერთად ვთამაშობთ, ვიცინით, ცხოვრება გვიხარია…
სამწუხაროდ, სანამ აქ მოვიდოდი ყველაფერი სხვაგვარად იყო… მე კი მყავდა მეგობრები, დედასთან ერთად ცხოვრებისას, მაგრამ მერე რატომღაც ისინი აღარ თამაშობდნენ ჩემთან… აღარ მომწონდნენ იქაური ბავშვები… იმ დროს ყველაზე მეტად ჩემს ბიძაშვილებთან ვმეგობრობდი, ისინი ახლაც ჩემი მეგობრები არიან. კიდევ კარგი აქ მათთან ერთად ვიზრდებით.
– მოდი არ ვისაუბროთ, მოსაწყენ თემებზე! როგორ წარმოგიდგენია შენი დაბადების დღის აღნიშვნა?
– აუცილებლად ფერადი იქნება. ამ დღის მთელი ბრწყინვალება ხომ ისაა, რომ საყვარელი ხალხის გარემოცვაში იყო. ამ დღეს ყველა ჩემი მეგობარი, აღმზრდელები და რა თქმა უნდა, დედა იქნებიან ჩემთან ერთად.
– შენი აზრით, პირველი ვინ მოგილოცავს?
– ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი საბინა, შემდეგ კი სხვა მეგობდრები და აღმზრდელები.
– რას უსურვებ ჩვენს გამომწერებს და ყველა კეთილ ადამიანს?
– გულწრფელად ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას და ის სიკეთე, რომელსაც თქვენ გასცემთ საუკთესო მხრიდან მოგბრუნებოდეთ.
ჩერნოვეცკის ფონდი ულოცავს მზიას დაბადების დღეს! უსურვებს ფერად ბავშვბოსა და წარმატებულ მომავალს!
და თქვენ როგორ მიულოცავდით მას?
ხშირად სიტყვები ყველაზე ძირად ფასობს, ზოგჯერ კი ფინანსური მხარდაჭერა შეჭირვებულებისთვის ცხოვრების მთავარ საყრდენს წარმოადგენს. თუ გაქვთ შესაძლებლობა და უთანაგრძნობთ მათ, არ გადადოთ. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი მზიასთვის). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).