რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მშიერი ქრისტეს შობა

calendar იანვარი 10, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

სოციალური აგენტები პირდებიან, მოვალთ შეგამოწმებთო… ნეტა რის შემოწმებას აპირებენ? გადაურჩნენ თუ არა ბავშვები სიცივეს და შიმშილს?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
1 წლის ეფემია, 3 წლის ნიკოლა, 9 წლის ლაზარე, 10 წლის ბარბარე და 12 წლის ანა თბილისის სოციალურმა სამსახურმა 4 თვე შიმშილისთვის გაიმეტა. პირდებიან, მოვალთ შეგამოწმებთო… ნეტა რის შემოწმებას აპირებენ? გადაურჩნენ თუ არა ბავშვები სიცივეს და შიმშილს? 
ნინო: ნეტა ვინ ადგენს ამ სასტიკ და დაუფიქრებელ კანონებსა და წესებს. სოციალური დახმარება შემიწყვიტეს და მითხრეს, რომ უნდა გადაამოწმონ ჩემი მდგომარეობა, ეს გადამოწმება კი 4 თვე გრძელდება და მხოლოდ იანვრის ბოლოს აღმიდგენენ სოციალურ დახმარებას. ნეტავ ადრე გამეგო თქვენი ფონდის შესახებ… არაფერი გვაბადია, არც ავეჯი გვაქვს, არც თბილი ტანსაცმელი. ჩემს ხუთივე ბავშვს ერთ საწოლში სძინავს, მე კი მათ გვერდით, იატაკზე. ღმერთო, კიდევ ერთი თვის გაძლებას გთხოვ!
-ნინო, მოუყევით ჩვენს მკითხველს, თუ როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? 
ნინო: ბინის ქირა ვერ გადავიხადე და აქ, შედარებით იაფ ოთახში გადმოვედი. აქ არანაირი პირობა არაა. კედლები დაბზარულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. იატაკი ზოგან ჩანგრეულია… საწოლებიც არ გვაქვს.
-როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?
ნინო: მიდა მუშაობა დავიწყო, მაგრამ ბავშვების დატოვება არავისთან შემიძლია.  ჩემი უფროსი ქალიშვილი-ანა არის ჩემი იმედი. პატარებს ჩემზე კარგად უვლის, ძალიან მზრუნველი გოგონაა. ის ჩემთვის ყველაფერია: შვილი, და, მეგობარი, დედა… ის ჩემი სამყაროა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამუშაოდ გავსულვარ, რათა ბავშვებს არ ეშიმშილათ. ანა კი აცდენდა სკოლას. შემდგომ მივხვდი, რომ ანას უსამართლოდ ვექცეოდი და შვილი მეჩაგრებოდა. მას ძალიან უყვარს სწავლა და არ მინდა მისი ოცნებები და სურვილები ამ გარემოებებს შეეწიროს!
-ნინო, უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ და შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. რატომ არ გეხმარებიან ნათესავები ან ახლობლები?
ნინო: ჩემი მშობლები სოფელში ცხოვრობენ. მათაც ძალიან უჭირთ. წესით მე უნდა ვეხმარებოდე მათ, როგორც კარგი შვილი. მინდა ერთი ფაქტის აღნიშვნა, რომ ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან სრულიად უცნობი, მაგრამ იმდენად გულკეთილი ადამიანები, რომ სწორედ ისინი იქცევიან ჩვენთვის უახლოეს ნათესავებად. ის, რომ ჩვენ დღეს ვარსებობთ და შედარებით ჯანმრთელები ვართ,  სწორედ ამ  უცნობი ადამიანების დამსახურებაა. მადლობას ვუხდი უფალს ამისათვის!
-ალბათ, მხოლოდ ღმერთისადმი რწმენა გეხმარებათ რომ ასეთ მდგომარეობას გაუძლოთ.
ნინო:  უფლის და კეთილი ადამიანების რწმენა! ესაა ჩემი მაცოცხლებელი ძალა. აი, ნახეთ, ეფემიამ ხელი დაიწვა, მე კი მალამოს შესაძენად არ მქონდა თანხა. ამ დროს,  ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა ტავის მეუღლესთან ერთად  და მომიტანა მალამო, საკვები და სათამაშოები. მართლა არ ვიცი საიდან გაიგეს ჩემი გასაჭირის შესახებ… მადლობას ვუხდიდი მათ, გოგონამ კი მითხრა, რომ მათ მაგივრად უფალს უნდა ვუმადლოდე.
-შეიძლება ბავშვებს დავუსვათ კითხვები? არ მოგერიდოთ, მომიყევით, რაზე ოცნებობთ?
ანა (12 წლის)- მინდა, რომ დედა კარგად იყოს, მინდა ყოველთვის ისეთ ხასიათზე იყოს, რომ ღიმილი შეეძლოს. მე სწავლა მიყვარს და ვოცნებობ, რომ ფიზიკის მასწავლებელი გამოვიდე. ყველაზე მეტად ეს საგანი მიყვარს. სამყაროში უამრავი საინტერესო რამ ხდება, მე კი კომპიუტერიც არ მაქვს, რომ თვალი ვადევნო ამ ყველაფერს. მე მჯერა, რომ გავიზრდები ბევრ კარგ რამეს გავაკეთებ მთელი სამყაროსთვის და დედიკოსთვის კი პირველ რიგში!
ბარბარე (10 წლის)- იცით, ახალი წელი სურვილების ასრულების დროა და ვიცი, რომ ჩემი ნატვრაც აუცილებლად ამისრულდება! მე მჭირდება კბილების „შეკეთება“( ჩაგვიჩურჩულა პატარამ და ამოგვხედა თავისი, ლამაზი, ცისფერი თვალებით) და ასევე მინდა სპეციალური ნაკრები იმისათვის, რომ ავაწყო მძივები და სამაჯურები. მათ გაყიდვასაც შევძლებ და ბავშვებისთვის პურის ყიდვას.
-ძალიან კარგი გოგო ხარ და შენ რაზე ოცნებობ?
ანა (12 წლის): ლაზარე და ნიკოლა ძალიან მორცხვები არიან და თუ შეიძლება მე გიპასუხებთ მათ მაგივრად… ლაზარეს სჭირდება თბილი ტანსაცმელი, ხოლო ნიკოლას ძალიან უყვარს „სპაიდერმენი“. ძალიან გაუხარდება თუ აჩუქებთ ამ გმირის სათამაშოს ან ფორმას. პატარა ეფემიას კი ძალიან სჭირდება კარგი საკვები, საკვები ყველას გვჭირდება, მათ შორის დედიკოსაც.
-ნინო, ხომ იცით ჩვენს სტატიას კითხულობს თითქმის მთელი საქართველო და მათ შორის მთავრობის წევრებიც. რას ელით მათგან?
ნინო: ერთადერთი რისიც მეშინია არის ის, რომ ბავშვები არ წამართვან სოციალურმა მუშაკებმა. ამის ძალიან მეშინია. მათი გარდა არაფერი გამაჩნია! არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე… იქნებ ვინმემ მირჩიოს რამე?
-ჩვენს მკითხველს მიმართეთ!
ნინო: ადამიანებო,  ვიცი, რომ დამეხმარებით! მე მსმენია არაერთ ოჯახზე, რომელსაც თქვენ აღმოუჩინეთ დახმარება, მიეცით სტიმული და საშუალება ცხოვრების გაგრძელებისა! თქვენ ისინი გადაარჩინეთ დაღუპვისაგან! ქრისტეს შობას გილოცავთ! დაე უფალმა მართალი გზით გატაროთ!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს აქციას კეპაშვილების  ოჯახის დასახმარებლად. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი არ კმაყოფილდება ერთჯერადი დახმარებით. 
თქვენ შეგიძლიათ, გაიცნოთ ეს ოჯახი პირადად და გაუწიოთ საჭირო დახმარება! ესტუმრეთ მათ თქვენს შვილებთან ერთან, ამისათვის უფალი დაგლოცავთ და ასმაგად გადაგიხდით სიკეთეს! ეს მათი საკონტაქტო ნომერია: 597 88 84 56. მისამართი: თბილისი, მეტრომშენის დასახლება, თოლენჯის ქ. N 18
და აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი! დაე, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც თავად არ აქვთ შესაძლებლობა. გვერდი არ აუაროთ სხვის უბედურებას! უბედური ადამიანები უფლისგან არიან გამოგზავნილნი, რათა ჩვენ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც შევძლოთ დავამტკიცოთ უფლისადმი რწმენა.
მეგობრებო, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სათხოვარი: თუ თქვენ იცით, რომ მეზობელი, ან ნაცნობი გასაჭირშია, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 – (დანიშნულება – კეპაშვილების ოჯახი)
 თანხის გადარიცხვა, ასევე, შესაძლებელია ჩვენი საიტიდან.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში მოძებნეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
და ბოლოს, მეგობრებო, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიულოცეთ კეთილი სიტყვებით, ან ბარათებით გაჭირვებულ ქართველებს ახალი წელი, შემგდომ კი – შობა, ბავშვებს აჩუქეთ სათამაშოები და ტკბილეული. ჩვენ კი, მათ ღიმილს „გამოგიგზავნით“. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ!

თქვენ სასწაულს ახდენთ!

კეპაშვილების ოჯახში, ხუთი ანგელოზი, ბედნიერებითა და იმედით გაბრწყინებული თვალებით შეგვეგება. სულ ცოტა ხნის წინ, მათი მომავალი ბურუსით იყო მოცული, ჩვენს ფონდში მომართვის შემდეგ კი მომავლის შიში და უიმედობა, ადამიანების რწმენითა და მომავლის იმედით შეიცვალა.
– მუდამ უფლისგან დალოცვილები იყავით! ვერც კი წარმოიდგენთ, ჩვენთვის რა გააკეთეთ! ბავშვებს ზღაპარული სიხარული აჩუქეთ… თქვენი დამსახურებით, ჩვენი გაჭირვების შესახებ უამრავმა კეთილმა ადამიანმა შეიტყო, ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ!
ნინო კეპაშვილისა და მისი ხუთი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრება, წარმოუდგენლად შეიცვალა ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ გიამბეთ მათ არაადამიანურ ყოფაზე. ოჯახს პატარა ქოხი ჰქონდა ნაქირავები, სადაც ჭერი თავზე ენგრეოდათ, იატაკი ჩავარდნილი, კედლები კი ობით დაფარული იყო. ერთ საწოლზე, ექვს ადამიანს ეძინა… ტანსაცმლის და პურის ფულიც კი არ ჰქონდათ, სათამაშოებსა და ტკბილეულზე კი საუბარიც ზედმეტია…
– ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
ნინო: ჩვენს შესახებ იმდენმა ადამიანმა შეიტყო! გვეხმარებოდნენ ფინანსურად, პროდუქტით, ტანსაცმლით, სადეზინფექციო ხსნარებიც კი მოგვიტანეს. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით! ჩერნოვეცკის ფონდმა შეცვალა ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება… ახლა, ჩვენი ყოველი დღე -დღესასწაულია… განსაკუთრებით უხარიათ, რომ ტელევიზორი და კომპიუტერი გვაჩუქეს! იძულებითი თვითიზოლაციის პირობებში, ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნაა! გაზქურა და სარეცხი მანქანა კი, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, ჩემთვის ისეთი კომფორტია, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი!..
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანთა სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
ნინო: ჩვენი დანგრეული ქოხი წარსულს ჩაბარდა! თქვენი გამოყვეყნებული სტატიის შემდეგ, ქალბატონი, თამარ კანკავა გვეწვია. როდესაც ნახა, თუ რა საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, ჩვენთვის იპოვა და საკუთარი სახსრებით იქირავა ახალი საცხოვრებელი – ეს ბინა! თამარმა ერთი თვის ქირა გადაიხადა, ახლა კი ჩვენი ბინის ქირას ორი მეგობარი, ანა კუჭავა და თამარ დგებუაძე იხდია… სიტყვები არ მყოფნის, რომ მადლობა გადაგიხადოთ! განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ერთი გოგონა – თათია კონიაძე. ის ჩემთვის კაცთმოყვარეობისა და სიკეთის მაგალითად იქცა! ყოველკვირა მეუღლესთან ერთად მოდის და ჩვენთვის პროდუქტი მოაქვს… დახმარების ხელი გამოგვიწოდა, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ განუწყვეტლივ აკეთებს ამას! ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! ერთი დღეც არ გადის ისე, რომ არ დაგვირეკოს და არ მოგვიკითხოს… უფალმა გაახაროს! დღესაც იყო ჩვენთან მოსული, სადეზინფექციო ხსნარებიც კი მოგვიტანა! არ დავიწყებია!

– ადგილობრივი მმართველობა გამოეხმაურა ჩვენს სტატიას? დაინტერესდნენ თქვენით? რამით თუ დაგეხმარნენ?
ნინო: არა, საერთოდ არავინ მოსულა. თითქოს არც ვარსებობთ. სამაგიეროდ სოციალური დახმარება შეგვიჩერეს, მისამართის შეცვლის გამო. ველოდებით ახლა, როდის გავახსენდებით და ისევ მოვლენ შესამოწმებლად.
– ნინო, ბავშვების ემოციებზე გვიამბეთ, გაუხარდათ საჩუქრები?
ნინო: ანას და ბარბარეს – 12 და 10 წლის არიან – განსკუთრებულად გაუხარდათ კომპიუტერი. ფონდის საჩუქრები – სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი და კომპიუტერი დილით მოგვიტანეს, მოულოდნელად. რა ბედნიერება იყო! ბავშვებმა არ იცოდნენ, სიხარული როგორ გამოეხტათ – ეფერებოდნენ და გულში იკრავდნენ საჩუქრებს… არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო…
ეფემია ჯერ მხოლოდ წლინახევრისაა და ბევრი რამ არ ესმის, მაგრამ რაღაც საოცრების შეგრძნება, მგონი, მასაც აქვს.
– ბიჭებს რა რეაქცია ჰქონდათ?
ნინო: სამი წლის ნიკოლა სპაიდერმენის სათამაშოზე, ან ფორმაზე ოცნებობდა. ნეტავ გენახათ, ჩვენს სახლში რა ხდებოდა! ნიკოლა დასაძინებლადაც კი ამ ფორმით წვებოდა. და, რა თქმა უნდა, ნიკოლასა და ლაზარესთვის(9 წლის) სასწაული ბედნიერებაა ტკბილეული… ამდენი კამფეტი და გემრიელობა ცოვრებაში არ არ ენახათ…
– გოგონებო, გვითხარით, ბედნიერები ხართ?
ანა(12 წლის): ერთი დეიდა იყო მოსული, გვითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო, და ასეც მოხდა. მეორე დილას, უკვე სხვა ზღაპარში გავიღვიძეთ! ახლა მართლა ძალიან კარგად ვართ!
ბარბარე(10 წლის): მართალია! ანა, გახსოვს, სათითაოდ როგორ გვეკითხებოდენენ, რა გვინდა, ჩვენ კი არ გვინდოდა, რომ გვეთქვა? მერე დეიდამ ჩაიწერა ყველაფერი. მე მახოვს! შენ კომპიუტერი სთხოვე, დედამ სარეცხი მანქანა, ნიკოლა დარბოდა და ყვიროდა „სპაიდერმენი, სპაიდერმენიო“, მე კი ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე, რომ ლამაზი სახლი მინდა. ყველაფერი აგვიხდა!
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ნინო: ამ დღეებში, ჩემმა უფროსმა გოგომ, ანამ, მკითხა: დედა, საჩუქრები გიხარია? მე ვუპასუხე, რომ ქვეყანაზე ამდენი კეთილი ადამიანის არსებობა უფრო მახარებს. ახლა ხომ ყველას უჭირს, ყველას თავის საფიქრალი აქვს, მაგრამ მაინც არიან ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლიათ სიკეთე აკეთონ და სხვებს ბედნიერება მოუტანონ.
რა თქმა უნდა, თითოეული საჩუქარი ბედნიერი მომავლის იმედია. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩვენთან მოსული, მოჰქონდათ ფული, პროდუქტი, ტანსაცმელი, ტკბილეული და საოჯახო ნივთები… უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს! უფალმა ასმაგად დაასაჩუქროს კეთილი საქმეებისთვის!
– ნინო, იქნებ კიდევ რაიმე პრობლემა გაქვთ, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს დახმარება შეუძლიათ…
ნინო: რას ამბობთ, კიდევ რამე როგორ გთხოვოთ… ჩვენთვის ისედაც ამდენი გააკეთეთ. ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი, არასდროს დაგვხმარებიან ისე, როგორც თქვენ და ჩვენი ახალი მეგობრები…
კიდევ ერთი ოჯახი გაბედნიერდა, მათ თვალებში იმედის სხივია ბრწყინავს! ეს ყველაფერი, იმ გულისხმიერი ადამიანების დამსახურებაა, ვისაც არ შეუძლია გულგრილად აუაროს გვერდი გაჭირვებულს და ყოველთვის მზადა არიან მხარში ამოუდგენენ მათ!
უღრმესი მადლობა ყველას!

– დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი, გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ.
თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე…
ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ ბევრი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კეპაშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2550.00₾
2020 აპრ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
455.00₾

სულ ხარჯები:

3005.00₾

დარჩა:

0.39₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დავით კანკავა
11.04.2020 20:00:00
₾10.00
ლუტიძე ნანა
09.04.2020 20:00:00
₾5.00
ჯიჯელავა გიგა
09.04.2020 20:00:00
₾1.00
ქუბიაშვილი კახაბერი
15.03.2020 20:00:00
₾2.00
ტერმინალი
25.02.2020 20:00:00
₾39.20
მარინე მამულია
25.02.2020 20:00:00
₾5.00
ხიზანიშვილი ფრიდონ
23.02.2020 20:00:00
₾15.00
ტერმინალი
23.02.2020 20:00:00
₾19.50
ტერმინალი
23.02.2020 20:00:00
₾19.50
ქეთევან კაკულია
20.02.2020 20:00:00
₾20.00
ტუღუში ეთერი
18.02.2020 20:00:00
₾20.00
მალხაზი
18.02.2020 20:00:00
₾1.00
კანკავა დავით
17.02.2020 20:00:00
₾50.00
ნიკა ჯოხაძე
17.02.2020 20:00:00
₾50.00
გიორგი სულაშვილი
13.02.2020 20:00:00
₾100.00
თათია ჯერვალიძე
12.02.2020 20:00:00
₾50.00
მონიკა ელიავა
11.02.2020 20:00:00
₾20.00
თხელიძე ირინე
11.02.2020 20:00:00
₾30.00
თეონა ფერაძე
11.02.2020 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
10.02.2020 21:00:27
₾50.00

შემოწირულია:

₾3,005.39

138 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,005.39

138 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება