რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, ნუ ტირი!

calendar მარტი 12, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს ოჯახი სარდაფში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში. თუმცა ამის ჩვენს მკითხველებს უკვე აღარც უკვირთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„იცით, იმაზე ვოცნებობ, რომ ადამიანებს ჭამა არ სჭირდებოდეთ…
ან, მაგალითად,  კვირაში ერთხელ საკმარისიიყოს.“ – ამბობს ლუკა.

ის
უფროსია და თავის 6 და 2 წლის პატარა ძმებსა და 6 თვის დაიკოზე
ის არის პასუხისმგებელი. დედაზეც ზრუნავს, რომელიც მამამ ბედის ანაბარა მიატოვა,
როდესაც 7 თვის ორსული იყო.

– ნათია,გვიამბეთ, აქ როგორ აღმოჩნდით?

ნათია: 16 წლამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან
გვიჭირდა, სამაგიეროდ პატარა ბინა გვქონდა. სულ რაღაც 12 კვადრატული მეტრი, მაგრამ
ჩვენი, საკუთარი. 2011 წელს, 47 წლის ასაკში, დედას კიბო აღმოაჩნდა. 2 თვე საშინლად
იტანჯებოდა. მამამ ბინაც კი გაყიდა, მის გადასარჩენად, მაგრამ მაინც ტანჯვით გარდაიცვალა.
ქუჩაში დავრჩით.

შემდეგ
ოჯახი შევქმენი.  არ გამიმართლა, მარიამზე
7 თვის ორსულივიყავი,მეუღლემ მიმატოვა. ამ სარდაფში ავღმოჩნდით. სოციალური დახმარებიდან ამ სარდაფის ქირას,
350 ლარს ვიხდი. ჩვენი არაფერი არ არის, რასაც აქ ხედავთ. ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის,
რომ დივანზე გვძინავს და არა იატაკზე. ძალიან ვნერვიულობდი,  ვიწექი, ვტიროდი.ბავშვები გვერდით მესხდნენ და მეხვეწობოდნენ:
„დედიკო, ნუ ტირიხარ, შენ რომ  რამე მოგივიდეს, ჩვენ ხომ ბავშვთა თავშესაფარში ჩაგვაბარებენ“ – მაშინ გადავწყვიტე – სანამ
ცოცხალი ვარ, უნდა ვიბრძოლო, რომ ბავშვები არ წამართვან და საჭმელი მაინც ჰქონდეთ.

– რას აჭმევთ ბავშვებს?

ნათია: მაკარონს, წიწიბურას წვნიანს… სოციალური დახმარება
რაზეც მყოფნის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვწუწუნებ. ღმერთმა ულამაზესი, მსოფლიოში
საუკეთესო შვილები მაჩუქა!.. მათ აღზრდაშიც დამეხმარება. უფალს მხოლოდ იმას ვთხოვ,
რომ საჭმელი ჰქონდეთ.

– ბავშვები შექმნილ მდგომარეობასძალიან განიცდიან?

ნათია: გული მტკივა, როცა ალმაცერად გვიყურებენ,
ბავშვებს ბოლომდე არ ესმით მდგომარეობის სირთულე, მაგრამ ძალიან განიცდიან. აქამდე
სწორედ ამიტომ შევიკავე თავი და არ მოგმართეთ. მეშინოდა, და ახლაც მეშინია, რომ მათი
თანაკლასელები სურათებს ნახავენ თქვენს ვებგვერდზე და  დასცინებენ… უბრალოდ გამოსავალი აღარ დამრჩა…
ღმერთი ზემოდან იყურება. კარგად ხედავს, რისი ატანაც მიწევს ყოველდღიურად ჩემი შვილების
გამო! მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთის წყალობით, ჩემი შვილები საუკეთესოები გაიზრდებიან
და ძალიან ბედნიერები იქნებიან!

– ნათია, გვჯერა, რომძალიან მალე, თქვენ უამრავი მეგობარი და დამცველი გეყოლებათ. ვერავინ გაწყენინებთ!
თქვენ არაჩვეულებრივი და მზრუნველი დედა ხართ და ულამაზესი შვილები გყავთ. გვითხარით,
თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ნათია: მხოლოდ ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ!
როგორმე გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი. მჯერა, უფალი არ მიგვატოვებს! 

– იქნებ რაიმე საყოფაცხოვრებო ოცნებებიც გაქვთ? ყველაზე
მეტად რა გჭირდებათ?

ნათია: არც კი ვიცი… პროდუქტი, პამპერსი…იქნებ
ვინმეს კამფეტებიც ჰქონდეს?  კიდევ საწოლები.
ჩვენს საწოლზე ჟანგიანი ზამბარებია ამოშვერილი. სულ მეშინია არ ამოვარდეს და ბავშვებს
ზიანი არ მიაყენოს.

ლუკა(8 წლის): მე კი, 28 მარტს დაბადების დღე მაქვს!
ძალიან მინდა, ვინმემ მომილოცოს.

როდესაც ვკითხეთ, საჩუქრად რას ისურვებდა, მხრები
აიჩეჩა: „არ ვიცი, ჩემთვის არასდროს მსგავსი არაფერი უკითხავთო“…

– დედიკოს ეხმარებით?

ლუკა: რა თქმა უნდა!  პატარა დაიკოს ვუვლით. ვგვით,დედიკოს ჩაის ვუმზადებთ. ოღონდ შაქარი არ გვაქვს.

– ბიჭებო, თქვენი პატარა ძმისთვის რას ისურვებდით?

მათე(2 წლის): მე თვითონ!   სათამაშოები!  ბევრი სათამაშოები! მანქანები! მათეს სათამაშოები
უნდა და „პეჩე“!

– ეს რა არის?

ნათია: პატარა მათე „პეჩეს“ ეძახის ყველაფერს, რაც
გემრიელია. ზუსტად რას, მეც არ ვიცი.

——————————————–

  მეგობრებო,
როგორც ხედავთ, ჩალაძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სჭირდებათ
პროდუქტი, მედიკამენტები, სახლის ინვენტარი, 
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი!

 
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა,
ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ
ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნათიას,
ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ!  ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 
 მათი მისამართია: თბილისი. დისევის
ქუჩა №7( ყოფილი საავადმყოფოს სარდაფი) ტელეფონის ნომერი: 557 30 39 29

 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ჩალაძეების ოჯახის
დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე,
ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში!

აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა
მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის  შესახებ! ეს
მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე,
ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ,
რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება,
გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ

ანგარიშებზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ჩალაძეების ოჯახი)

საიტიდან:

ტერმინალებიდან: nova technology, tbcpay და
expresspay

მოძებნეთ ჩერნოვეცკის ფონდი განყოფილებაში – „ქველმოქმედება“.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების
შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

 
პატარა ლუკას ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე

9 წლის ლუკას 2020 წლის 28 მარტს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე
ჰქონდა – მან ცხოვრებაში პირველად სანთლები ჩააქრო, ნამდვილ სადღესასწაულო ტორტზე!
მეგობრებო, „შავი ჭირის დროს“ ამ ბიჭისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობაში, თქვენ
დაგვეხმარეთ! თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც სხვის გასაჭირს გვერდი გულგრილად
არ აუარა და დაეხმარა ოჯახს, რომელსაც მატერიალური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა.
დიდი მადლობა ყველას, და თითოეულ თქვენთაგანს!

ახალგაზრდა, მარტოხელა დედის, ნათია ჩალაძის გულში ახლა მზე ანათებს!
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ, ჯერ კიდევ წვიმა ცრის, მათი ახალი ნაქირავრბი ბინა, ოთხი
ანგელოზის ღიმილითა და ბედნიერი სახეებით არის განათებული: თქვენთვის უკვე ნაცნობი,
9 წლის ლუკას, მისი 7 წლის ძმის ერეკლეს, 4 წლის მათესა და 1 წლის მარიამის.

– თქვენმა ფონდმა და ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა  , სამუდამოდ შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება! – მთელი საუბრის
მანძილზე ნათია ამ სიტყვებს გვიმეორებდა… ხმა უკანკალებდა, არ ვიცით, ცრემლებისგან,
თუ უსაზღვრო ბედნიერებისგან, რომელმაც მათი სახლი აავსო, ვიმედოვნებთ, რომ სამუდამოდ.

ამ უსაზღვრო სიხარულს, აათმაგებს ის, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვაღწიეთ
იმ წყეული სარდაფიდან, რომელშიც ჩემმა შვილებმა მთელი ცხოვრება გაატარეს, უზარმაზარ
ვირთხებთან ერთად.

განსაკუთრებული მადლობა თამარს, სამწუხაროდ არ ვიცი მისი გვარი.
ამ ქალბატონმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, შორს სამშობლოდან, წაიკითხა თქვენი
სტატია, დამიკავშირდა და შემომთავაზა კეთილმოწყობილ ბინაში გადასვლა, რომელსაც აქ,
თბილისში აქირავებს.

ვირთხებით სავსე სარდაფში ვიხდიდით 350 ლარს, იგივე ფასად, თამარმა
თავისი 4-ოთახიანი ბინა მოგვაქირავა. აქ თავს, როგორც სამოთხეში, ისე ვგრძნობთ!  უკვე ორი კვირაა, ფანჯრები გვაქვს, რომელშიც მზე
ანათებს! ჩემს შვილებს კი, სარდაფში ეს ძალიან აკლდათ. თავისუფლად ამოვისუნთქეთ! დაგლოცოთ
უფალმა!

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა, ჩვენი ყოფილი საცხოვრებლის გახსენება.
350 ლარს ვიხდიდით ნესტიან ოთახში, რომელშიც ლინოლიუმიც კი, თითქმის სულ წყლით იყო
დაფარული… ეს იყო უფანჯრო ციხე…

– ნათია, გილოცავთ ცხოვრებაში ასეთ სასიხარულო ცვლილებებს!კიდევ
რა მოხდა მას სემდეგ რაც თქვენზე სტატია დაიწერა?

ნათია: ყველაფერი შეიცვალა… ჩვენს შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა
შეიტყო, გვირეკავდნენ და მოდიოდნენ… მხოლოდ სიკეთე იყო… არავის უთქვამს: „ თქვენ
კი გიჭირთ, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს დალხენილი ცხოვრებაო…“ ასეთი რამ ჩემთვის არავის
არ უთქვამს და არ მოუწერია… მხოლოდ მხარდაჭერა ვიგრძენი…

თქვენი სტატიიდან, ჩემმა თანაკლასელებმა შეიტყვეს ჩემი გაჭირვების
შესახებ! სკოლის დამთავრების შემდეგ, ურთიერთობა შევწყვიტეთ, მაგრამ მათ ჩვენზე  წაიკითხეს და დამირეკეს! 410 ლარი შეაგროვეს და
ჩამირიცხეს ბარათზე… ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო!

თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ტელეფონზე ზარები არ
წყდება, კარებზე კი ყოველდღე გვიკაკუნებენ – უფალმა დაგლოცოთ ყველა! ვამაყობ, რომ ქართველი
ვარ! მე და ჩემს შვილებს ამდენი საჩუქარი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიგვიღია!

– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანების სახელები,
ვინც დაგეხმარათ?

ნათია: ადამიანები უბრალოდ მოდიან, თავიანთ სახელებს არ მეუბნებიან,
გვაწვდიან საჩუქრებს, პროდუქტს, ან უბრალოდ კარებთან გვიტოვებენ… ამ წყეული კორონავირუსის
გამო, ბინაში შემოსვლისგან  ბევრი იკავებს თავს
– მე ხომ პატარა ბავშვები მყავს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის,
რომ თითოეული მათგანი სიკეთეს აკეთებს ჩვენთვის! ისინი მოდიოდნენ, რათა ჩემი შვილები
გაეხარებინათ! და ეს თქვენი დამსახურებაა!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა თქვენი სტატიის
გამოქვეყნების შემდეგ, და ასევე მათ, ვინც ეს ვერ შეძლო, მაგრამ გულში სიკეთე გვისურვა!

სამწუხაროდ არ მახსოვს ყველას სახელი, იმდენი ადამიანი მოვიდა,
რომ თავში ყველაფერი ამერია… მაგრამ თითოეული საჩუქარი და თითოეული ნუგეშის სიტყვა
აღიბეჭდა ჩემსა და ჩემი შვილების გულებში.

ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო კი, ლუკას დაბადების დღე იყო.
9 წელი შეუსრულდა. იმ დღეს ჩვენთან ორი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მოვიდა, იუბილარს მოუტანეს
დიდი ტორტი, სანთლებით და საჩუქარი, ლეგოს კონსტუქტორი, დიდი ყუთით!

ცოლ-ქმარმა, რომელსაც შვილი დაეღუპათ – უფალმა დაიფაროს ამისგან
ყველა! – 100 ლარი მოგვიტანეს კონვერტით, კიდევ ერთი შეუღლებული წყვილი, პროდუქტით
დატვირთული მოვიდა, ბავშვის საბანი და სათამაშოები გვაჩუქეს.

გორიდან სამი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა – ალბათ ძმები, ან ბიძაშვილები
– სამივე გიუნაშვილები. მე მგონი სპეცნაზელები იყვნენ, არ ვიცი ზუსტად… მათ ასევე
უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს: ერთი ტომარა ფქვილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ტანსაცმელი
ბავშვებისთვის და ჩემთვისაც კი. ჯიბეში რაც ფული ჰქონდათ, ჩვენ დაგვიტოვეს – დაახლოებით
70 ლარი.

– ნათია, გაიხსენეთ, თუნდაც სახელების გარეშე, ის ადამიანები, ვინც
დაგეხმარათ.

ნათია: თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ სახელები არ მახსოვს… მაგალითად
ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, თითქმის ჩემმა ტოლებმა, ჩემს ერთი წლის მარიამისთვის საბავშვო
სკამი, აბაზანა, ასაწყობი ხალიჩა, სათამაშოები და უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. კიდევ
ერთმა გოგომ, ნათიამ, მარიამისთვის ტანსაცმელი და ეტლი მოგვიტანა.

კიდევ ერთმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უამრავი გემრიელი რამ მოგვიტანეს
მაკდონალდსიდან, თავიანთი პატარა გოგონაც თან ჰყავდათ. მარიამს სრულიად ახალი ტანსაცმელი
და სათამაშოები მოუტანეს. კიდევ ერთმა წყვილმა, მათეს დიდი მანქანა აჩუქა, თეთრეული
და პროდუქტი.

ოთხი შვილის დედ-მამამ გვაჩუქეს წიგნები, სათამაშოები და ტანსაცმელი.
ძალიან ბევრმა, ჰიგიენური საშუალებები მოგვიტანა. მირეკავდნენ, კითხულობდნენ, მარიამს
რა ზომა პამპერსი სჭირდება და მოჰქონდათ.

– ადგილობრივი მმართველობა თუ გამოეხმაურა ჩვენს სტატიას? დაინტერესდნენ
თქვენი მდგომარეობით?

ნათია: აფზაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობიდან თქვენს
პოსტს გია ბენიძე და შორენა გოგსაძე გამოეხმაურნენ. ერთჯერადი დახმარება მომცეს,
150 ლარის სახით. ჯერჯერობით, სხვა არაფერი…

– თქვენს ემოციებზე გვიამბეთ.

ნათია: ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია… სიმართლე გითხრათ,
არ ველოდი, რომ დაგვეხმარებოდნენ… რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
ჩვენს შესახებ ინფორმაცია, ტელევიზიაშიც კი გავიდა სიუჟეტი ჩვენი ოჯახის შესახებ. მაგრამ
ისეთი დახმარება, როგორც თქვენი ფონდისგან და მისი მეგობრებისგან მივიღეთ, არავისგან
არ ყოფილა! თქვენ სასწაულებს ახდენთ! ჩემმა ემოციებმა ყველაფერს გადააჭარბა! ხალხს
მთელი გულით მოჰქონდა საჩუქრები, ყველაფერი საუკეთესო, ჩემთვისაც კი არ დაენანათ ტანსაცმელი…

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ნათია: ჩემში გაიღვიძა სურვილმა, თავად ვებრძოლო სირთულეებს , თითქოს
საშინელი სიზმრისგან გამოვფხიზლდი… ახლა მიზანი მაქვს, რომლისთვისაც უნდა ვიცოცხლო
და ვიბრძოლო – ჩემი შვილები! სტიმული მომეცა ვეძებო სამსახური, უკეთესი ცხოვრებისკენ
ლტოლვა გამიჩნდა…

–  დაგრჩათ ცხოვრებაში რაიმე
პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ…

ნათია: ჩემთვის ამდენი გააკეთეთ! თქვენი დამსახურებით ახალი მეგობრები
შევიძინე და გავახსენდი ჩემს ძველ ნაცნობებსა და მეგობრებს… სათხოვნელი აღარაფერი
მაქვს, ახლა თავი ხელში უნდა ავიყვანო და მხოლოდ წინ ვიარო…

მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს. თუ შეგიძლიათ, ხელი შემიწყოთ,
რომ სულ პატარა, საკუთარი საცხოვრებელი ფართი გამომიყონ… მე ხომ ლტოლვილი ვარ, აფხაზეთიდან,
1992-93 წლებში, ჩემი მშობლები იძულებული გახდნენ, აფხაზეთიდან გამოქცეულიყვენენ და
მშობლიური სახლი დაეტოვებინათ. ლტოლვილები ვართ საკუთარ სამშობლოში. მამაჩემი, საქართველოს
მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანია, ინვალიდი… ნუთუ არ შეიძლება საკუთარი კუთხე რომ
გვქონდეს. ახლა სახელმწიფო ხომ ეხმარება ლტოლვილებს და ბინებს აძლევს… მეც მარტოხელა
მრავალშვილიანი დედა ვარ… იქნებ მირჩიოთ მაინც სად და ვის მივმართო… არ მინდა ყოველდღე
მეშინოდეს იმის, რომ ოთხი შვილით ქუჩაში დავრჩები…

– ნათია, ახლა ბიჭებს დაველაპარაკები, თუ შეიძლება… ლუკა, გვიამბე,
შენს დაბადების დღეზე. დედიკომ გვითხრა, რომ ეს დღე შენთვის განსაკუთრებული იყო…

ლუკა(9 წლის): ასეთი დაბადების დღე ცხოვრებაში პირველად მქონდა!
ამდენი ტკბილეული არასდროს გვიჭამია… დედიკოს შეეშინდა კიდეც, რომ მუცელი გვეტკინებოდა…
არაფერი არ იცის, როგორ შეიძლება ტორტმა ვინმეს მუცელი ატკინოს? მუცელი შეიძლება აგტკივდეს
წვნიანისგან…

– ლუკა, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

ლუკა(9 წლის): ახალი ბინა! ნათელია და ბევრი ადგილი გვაქვს, ბურთის
და დამალობანას თამაშიც კი შეგვიძლია, ერეკლესთან და მათესთან ერთად. კიდევ სახლში
დავდივართ ველოსიპედებით, რომელიც გვაჩუქეს… და კიდევ აქ თბილა…

ახლა ტელევიზორიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც… იცით რა მაგარია,
მულტფილმების ყურება შეგვილია! სარეცხ მანქანაში კი, დამალვა შეიძლება, რა თქმა უნდა,
თუ დედიკო არ რეცხავს(იცინის)

– ერეკლე, შენ რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

ერეკლე: იმდენი საჩუქრები მოგვიტანეს, რომ გამორჩევაც კი მიჭირს…
ყველაფერი მომეწონა! მაკდონალდსიდან ჰამბურგერები და კარტოფილი ფრიც კი მოგვიტანეს!
მაკდონალდსში დედიკოსთან ერთად არასდროს ვყოფილვართ… ალბათ იქ ყველაფერი ძალიან ძვირია,
მაგრამ ადამიანებს ჩვენთვის არ დაენანათ, ესე იგი ვუყვარვართ…

იცი მათეს ყველაზე მეტად რა მოეწონა? ტოსტერი! ახლა იქ პურს თვითონ
წვავს, დედიკო დაუჭრის, ის კი ჩადებს და ელოდება, როდის ამოხტება! ხომ სასაცილოა მათე,
არა?

და კიდევ! დედიკო ახლა იღიმის! ისეთი ლამაზია, როცა იღიმის… მსოფლიოში
საუკეთესო დედიკოა!

ნეტავ ასე სამუდამოდ გაგრძელდეს, ნათიამ გაუღიმოს მის შვილებს და
აღასდროს იდარდოს…

——- 

  და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო
სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება
ჩვენს პოსტებზე… ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ
ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით,
ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

  ამასთან შედარებით
ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს
მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ
ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

  სამწუხაროდ, ამ
ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან
დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები
ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად
დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა
საუკეთესო ღვთისმსახურება!

  თქვენი სიკეთე
–  შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

  კიდევ ერთხელ,
დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!

  თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ნათია ჩალაძე)

 ვებ-გვერდიდან:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/560-chaladze/

   სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA,
TBCpay დაExpressPay.

  ფონდის დამატებითი
ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.

  ვიფიქროთ იმაზე,
რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე
და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მაი 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1145.00₾
2020 მაი 08
პროდუქტები
149.91₾
2020 მაი 27
მტვერსასტუტი, ტოსტერი
410.00₾
2020 ივნ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
340.00₾

სულ ხარჯები:

2044.91₾

დარჩა:

0.19₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მიხეილ თუთბერიძე
08.05.2020 20:00:00
₾20.00
არჩვაძე მარიამ
05.05.2020 20:00:00
₾5.00
მელიქიშვილი ხვიჩა
05.05.2020 20:00:00
₾5.00
ვიტალი ღოღობერიძე
21.04.2020 20:00:00
₾5.40
აბრამიანი ედუარდ
20.04.2020 20:00:00
₾3.00
გურაშვილი ნინო
20.04.2020 20:00:00
₾3.00
შანშიაშვილი ეკატერინე
20.04.2020 20:00:00
₾30.00
ნუცა ქისტაური
17.04.2020 20:00:00
₾50.00
მარინე მამულია
17.04.2020 20:00:00
₾10.00
არჩილ გიორგიძე
16.04.2020 20:00:00
₾10.00
ნინო ჩივაძე
16.04.2020 20:00:00
₾10.00
ირაკლი მელაძე
16.04.2020 20:00:00
₾10.00
სოსო ჩიხლაძე
16.04.2020 20:00:00
₾14.00
დავით კანკავა
15.04.2020 20:00:00
₾15.00
სტომადოვა სოფიო
14.04.2020 20:00:00
₾50.00
ცალუღელაშვილი ილია
14.04.2020 20:00:00
₾10.00
ფიცხელაური მელანო
13.04.2020 20:00:00
₾2.50
კეთილი გული
13.04.2020 11:15:41
₾5.00
დავით მიქაძე
12.04.2020 20:00:00
₾50.00
ჯელაძე თამთა
12.04.2020 20:00:00
₾4.00

შემოწირულია:

₾2,045.10

160 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,045.10

160 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება