რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მეშინია დედიკო ცუდად რომ ხდება“ ამ სიტყვებით შეგვეგება პატარა მარიამი.დედას ეპილეფსია დაემართა, პერიოდულად საშინელი შეტევები აქვს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ორი თვის ტყუპები,
გაბრიელა და დანიელა, მარიამის პაწაწინა დები,
ჯერ ვერ აცნობიერებენ რა სიდუხჭირეში ცხოვრობს მათი დიდი ოჯახი, მაგრამ უკვე
გამოსცადეს ნამდვილი შიმშილი… მათი დედიკო ავადაა და რძე არ აქვს, ხელოვნური კვება
კი ძვირია და მშობლები ვერ ყიდულობენ.
„ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ გაბრიელას და დანიელას საკვები სჭირდებათ, მე და ჩემი მეუღლე კი ვერ
ვყიდულობთ. დაგვეხმარეთ, გთხოვთ! იქნებ ღვთისნიერ ხალხს შეეცოდოთ ჩვენი პატარები და
უყიდონ „ნუტრიბენ 1“ ! ამაზეა დამოკიდებული ჩვენი გოგონები იცოცხლებენ, თუ არა“.
– ნინო, დამშვიდდით და თანმიმდევრობით გვიამბეთ ყველაფერი.
ნინო: 8 წლის წინ ეპილეფსია დამემართა. მთელი
ცხოვრება ჯანმრთელი ვიყავი. უბრალო გრიპიც არ ვიცოდი რა იყო, გათხოვების მერე კი შეტევები
დამეწყო და ეპილეფსია აღმომაჩნდა.
ახლა წამლის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებ,
დოზები კი მუდმივად იზრდება… ტყუპების ხელში აყვანაც კი მეშინია. შეტევა რომ დამეწყოს,
შეიძლება ბავშვი ხელიდან გამივარდეს.
მაგრამ ეს არაა ჩვენი მთავარი პრობლემა. ბავშვებისთვის საჭმელი არ გვაქვს. დანიელა
და გაბრიელა ვადაზე ადრე, რვათვიანები დაიბადნენ. განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ,
მე კი სამწუხაროდ არ მაქვს რძე. ექიმმა „ნუტრიბენ 1“ დაუნიშნა, რომელიც ვიტამინებს
შეიცავს და ტყუპებს მუცელს არ სტკენს. მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირია და რამე უფრო
იაფის ყიდვა გვიწევს. გოგონებს კი სხვა საკვები არ უხდებათ. ძალიან გვჭირდება კონკრეტულად
ეს საკვები! მეშინია შვილები შიმშილით არ დამეხოცოს…
ჩემი შვილების, მარიამისა და ტყუპების შემხედვარე, სულ ვტირი. ყოველდღე ვფიქრობ, რა ვაჭამო?
ჩვენი ყველა ახლობელი შევაწუხეთ და დახმარება
ვთხოვეთ. მაგრამ როდემდე? თავადაც იცით, ახლა ყველას უჭირს.
– ადგილობრივ მმართველობას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ნინო: კი, მერია იხდის ამ პაწაწინა ოთახის
ქირას. 2 ჯგუფის ინვალიდი ვარ და მერიას მივმართე ბინის ქირაზე რომ დაგვხმადებოდა.
მართლაც, ერთი წლის ქირა დაგვიფინანსეს, 2020 წლის ოქტომბრამდე. არანაირ სხვა დახმარებას
არ ვიღებთ.
– ნათესავები, ან ახლობლები არ გეხმარებიან?
ნინო: ჩვენი მშობლები უკვე მოხუცებულები არიან და ვერ გვეხმარებიან. პირიქით
ჩვენ, ახლაგზდები უნდა დავეხმაროთ. ჩვენ კი,
როგორც ხედავთ, თავადაც დახმარება გვჭირდება,…
მე და ჩემი მეუღლე, ორივე თბილისში, მრავალშვილიან ოჯახებში დავიბადეთ და გავიზარდეთ.
მეუღლეს 7 დედმამიშილი ყავს, მე – 4. თავადაც ძალიან უჭირთ, მაგრამ ცდილობენ დაგვეხმარონ,
რითაც შეუძლიათ – პროდუქტით და ტანსაცმლით… ყველას თავისი ოჯახი ყავს და თავის პრობლემები…
– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
ნინო: კი, მჯერა. მაგალითად, მარიამის ნათლიამ ტელევიზორი გვაჩუქა. მეზობლები
საჭმლით გვეხმარბიან. ვინმე რამეს თუა მოამზადებს. აუცილებლად მარიამისთვისაც გვაწვდიან.
ჩემი გოგონა ყველას უყვარს.
– როდესმე თუ გიფიქრიათ, ასეთ განსაცდელში
რომ აღმოჩნდებოდით?
ნინო: დიდ და ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდი,
მოსიყვარულე მეუღლესა და შვილებზე. ეს ოცნება ამიხდა. ახალგაზრდობაში არავინ ფიქრობს
იმაზე, რომ ცხოვრება რთულია, ვერავინ წარმოიდგენს, რომ საკუთარი შვილებისთვის საჭმელი
არ ექნება.
– მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
ნინო: საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. მაშინ ორივე 23 წლის ვიყავით. როგორც
თემური ამბობს, მაშინვე „თვალი დამადგა“და მეც პირველი დანახვისთანავე ძალიან მომეწონა.
ორივესთვის ეს პირველი სიყვარული იყო. მალევე დავქორწინდით და მარიამი გაჩნდა.ამდენმა პრობლემამ
ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დააკლო. პირიქით, გაამყარა ჩვენი ოჯახი.
– ნინო, მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?
ნინო: მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს. ძალიან მორწმუნე ვარ, ჩემი სიტყვებით ხშირად ვლოცულობ გულში, უფალს მივმართავ
და ჩემს დარდებს ვუზიარებ. უფლის რწმენა რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი.
– პატარა მარიამზე გვიამბეთ, სკოლაში ან ბაღში
დაგყავთ?
ნინო: ჩვენი უფროსი გოგო, მარი სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს. მეგობრულია
და ბავშვები ძალიან უყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ არც ტანსაცმელი, არც ფეხსამელი არ
აქვს, ბაღში ვერ ვატარე. როდესაც ეზოში სხვა ბავშვების სათამაშოებს ხედავს, მთხოვს
რომ მსგავსი თოჯინა ან ველოსიპედი ვუყიდო. მარი ძალიან ნიჭიერია. მათემატიკა
ძალიან უყვარს, სახლში ვამეცადინებ ხოლმე, ოცამდე ითვლის, იცის შეკრება-გამოკლება და
ძალიან მოსწონს თვლა. ხატვაც ძალიან უყვარს, ყოველდღე ახალ ფანქრებსა და გასაფერადებლებს
მთხოვს, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ვუყიდო.
ყველაფერი აინტერესებს, ბავშვია, ყველაფერი
უნდა, სათამაშოებიც და ახალი კაბებიც, მაგრამ ჩვენ, ბავშვების საკვების ფულიც კი არ
გვაქვს.
– როგორია თქვენი საცხოვრებელი პირობები?
ნინო: ქირით ვცხოვრობთ ხუთნი ერთ პაწაწინა
ოთახში. მუხიანის საერთო საცხოვრებელში და 350 ლარს ვიხდით.
– რა შემოსავალი გაქვთ, რაზე გყოფნით?
ნინო: მე, როგორც 2 ჯგუფის ინვალიდი, დახმარების სახით 140 ლარს ვიღებ და კიდევ
50 ლარს თითო ბავშვზე. ჩვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, ჯამში, 290 ლარს შეადგენს.
ჩემი მეუღლე, თემური ადრე კომპანია „კოკა-კოლა“-ში მუშაობდა, მაგრამ შეამცირეს. ვერ
მუშაობს,მხედველობის პრობლემა აქვს და მეეზოვედაც კი არ აიყვანეს. იმის საშუალებაც
არ გვაქვს, რომ კარგ სპეციალისტს მივმართოთ. მადლობა ღმერთს, ბავშვები მაინც გვყავს
ჯანმრთელი!
– ვხედავ პატარა მარის ძალიან უნდა ჩემთან
ლაპარაკი. რა გინდა რომ მითხრა, პატარავ?
მარიამი(6 წლის): ეს ჩემი საყვარელი თოჯინაა,
ელზა. დედიკო ძილის წინ ზღაპრებს გვიყვება მე და ელზას, სასაცილო ცხოველებზე, ტყეში
რომ ცხოვრობენ… ელზა ისეთი მშიშარაა, მე კი საერთოდ არ მეშინია.ბაჭია მომწონს, ყველას
რომ გაურბის, ისეთი მშიშრაა, ყველასი ეშინია, მგლის, დათვის, ჩიტებისაც კი. სულელი
ბაჭია, რისი ეშინია?
– მარი, სკოლაში გინდა
წასვლა?
მარიამი(6 წლის): ძალიან
მინდა! უკვე ინგლისური ასოები ვიცი და 20-მდე ვითვლი! სკოლისთვის ძალიან მჭირდება კაბები.
იქ ხომ ბევრი ბავშვია, მეც მინდა, რომ ისეთივე ლამაზი ვიყო. კიდევ იცით რა… ძაააალიან დიდი
ბედნიერებისთვის(ხელები ფართოდ გაშალა) მჭირდება ვარდისფერი ველოსიპედი, ისეთი, პრინცესა
ელზა რომ ეხატოს. და კიდევ, სკოლაში რომ წავალ, მინდა მარტომ დავიძინო.
– ნინო, სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ?
ნინო: ვოცნებობ, რომ სოფელში პატარა, საკუთარი
სახლი მქონდეს. ძროხა, ღორები და ქათმები, პატარა ყვავილებით სავსე ეზო რომ მქონდეს… ხანდახან ამას სიზმარშიც ვხედავ.
სოფელში ცხოვრების სულაც არ მეშინია, პირიქით,
ვოცნებობ ამაზე. ვხედავ კიდევაც, ჩემი გოგონები ეზოში როგორ დარბიან, თბილ რძეს
როგორ სვამენ და როგორი ვარდისფერი ლოყები აქვთ… მხოლოდ ეს მჭირდება ბედნიერებისთვის.
– თქვენი აზრით, ოჯახში რა გჭირდებათ ყველაზე
მეტად?
ნინო: უპირველეს ყოვლისა, გაბრიელასთვის და
დანიელასთვის კვება – „ნუტრიბენ 1“! დღეს ყველაზე მთავარი ესაა. სახლისთვის კი – სარეცხი
მანქანა არასდროს მქონია. მაჩუქეთ, თუ შეგიძლიათ! ეს ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება იქნება!
ავადმყოფობის გამო, ხელით რეცხვა ცივ წყალში ძალიან მიჭირს.
ჩვენ არაფერი გვაქვს, არც მაცივარი, არც გაზქურა
და არც გამათბობელი. ყოველდღიურად ერთი დღის საჭმლის გაკეთება მიწევს, პროდუქტს ვერსად
ვერ ვინახავ.
მარიამისთვის საწოლი ძალიან გვჭირდება. უკვე
6 წლისაა და ჩვენთან ერთად სძინავს. საწოლის ყიდვის საშუალება არ გვაქვს.
– რატომ მიმართეთ ჩვენს ფონდს?
ნინო: ჩვენ არავის ვჭირდებით. ყველა საუბრობს თქვენს ფონდზე. მჯერა, რომ გამოჩნდებიან
ისეთი ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს გასაჭირს და დაგვეხმარება. დიდი
იმედი მაქვს, რომ ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით ბევრ ახალ, ერთგულ მეგობარს შევიძენთ.
———
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ლარიაშვილების
ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ
მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა
ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს
ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ, ნინოს, ჰკითხეთ რა სჭირდებათ, გაამხნევეთ და უთხარით,
რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: თბილის, მუხიანის
1მ/რ ა კორპუსი, ბინა 11 ტელ: 598 37 25 35
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას ლარიაშვილების ოჯახის დასახმარებლად.
როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას
არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“
ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა
თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ
იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება.
გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ
ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ
კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ლარიაშვილებისოჯახი)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA,
TBCpay დაExpressPay.
1 ზარი გადაარჩენს
სიცოცხლეს 0901 200 270
სულ ხარჯები:
3012.34₾დარჩა:
0₾